სვანური ოქროს საიდუმლო
29-02-2016
სვანური ოქროს საიდუმლო
"სოფელ ხაიშიდან ენგურის მარცხენა ნაპირის აყოლებით, უშგულამდე, 120 კილომეტრის მანძილზე, მთებში ყველაზე მაღალი - 987 სინჯის ოქროს მარაგია, მეორე მხარეს კი ოდნავ დაბალი - 950-960 სინჯის!"

ახლახან ერთ-ერთმა რუსულმა საი­ტ­მა სვანეთში ადგილობრივთა მიერ ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ოქრო ნებისმიერს ხიბლავს - რუსულმა მედიამ კვლავ ყველას შეახსენა, რომ საქართველო მათთვის განძია. სვანეთის ოქრო, ბერძნებიდან მოყოლებული, ყველა დამპყრობს იზიდავდა; თუმცა ის მაინც დარჩა და არც მისი მოპოვების წესი შეუცვლიათ, - სვანები
მას კვლავ შიშველი ხელებით მოიპოვებენ. Aამ თემაზე სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად კვიციანი გვესაუბრება; მან სვანეთში ოქროს მოპოვების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას არაერთი ნაშრომი მიუძღვნა...

კოლხეთის სამეფოსა და ანტიკური სამყაროს ურთიერთობა ჯერ კიდევ ქრისტემდე მეორე ათასწლეულში დაიწყო და ცხადია, ბერძნებმაც გაიგეს სვანური ოქროს საიდუმლო. არგონავტების ავანტიურა
ალბათ პირველი მცდელობაა საქართველოდან განძის ძალით გატანისა. დღეს ძნელია თქმა - რას უფრო ესწრაფოდნენ ბერძნები, სვანეთის ოქროს დაზვერვა სურდათ, თუ ოქროს მოპოვების წესის საიდუმლოს გაგება, რაც ცხვრის ტყავად, ოქროს საწმისად ჰქონდათ მოაზრებული. სინამდვილეშიც ასე იყო, - სვანეთში ოქროს მართლაც ცხვრის ტყავით მოიპოვებდნენ. და არა მხოლოდ მაშინ, - ათასწლეულები გავიდა და სვანები ოქროს მოსაპოვებლად კვლავ ცხვრის ტყავს მოიხმარენ. საინტერესო კი ისიც არის, რომ სვანური ლეგენდის თანახმად, კოლხეთიდან გატაცებული ოქ­როს საწმისი არგონავტებს ენგურში ჩაუვარდათ და დღესაც მის ფსკერზეა. არგონავტების ავანტიურიდან დიდი ხნის შემდეგ ევროპაში დაარსდა "ოქროს საწმისის ორდენი", რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა: "ის, რისი ფასიც ურყევია". ალბათ ასევე ურყევი იყო საქ­ართველოს მნიშვნელობაც მომხდურთა თვალში. დადგენილია, რომ სოფელ ხაიშიდან ენგურის მარცხენა ნაპირის აყოლებით, ვიდრე უშგულამდე, 120 კილომეტრის მანძილზე, მთებში ყველგან ყველაზე მაღალი - 987 სინჯის ოქროს მარაგია, მეორე მხარეს კი ოდნავ დაბალი - 950-960 სინჯის! თავად სვანებმა ამ განძის სავაჭროდ გამოყენება დაახლოებით ძვ.წ. VII საუკუნიდან დაიწყეს, - როცა შავი ზღვის სანაპიროებზე ბერძნული კოლონიები დაარსდა, მთის მოსახლეობამ საბერძნეთში ოქროთი (მასთან ერთად რკინით,­ მარმარილოთი, სელით) ვაჭრობას მიჰყო ხელი. ამ დაახლოებას ხელი არ შეუშლია სვანებისთვის (მისიმიელები) მათთვის აჯანყება მოეწყოთ. აჯანყებულები ბერძნებს ბოლომდე შეაკვდნენ და არც ერთი მამაკაცი აღარ დარჩა ცოცხალი. მას შემდეგ XIX საუკუნემდე კოდორის ხეობაში აღარავინ ცხოვრობდა. სვანეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები იმდენად განვითარდა, რომ ძვ.წ. III საუკუნ­ეში სვანური ოქროთი მოიჭრა ალექსანდრე მაკედონელისა და მისი სარდლის, ლისამაქეს­ 6-გრამიანი მონეტების მინაბაძები. საქართველოში ასეთი 400 მონეტაა აღმოჩენილი, მათგან 390 - სვანეთში, საქარავნე გზების ტერიტორიებზეა ნაპოვნი. ამ ფულს ისეთი ძალა ჰქონდა, რომ დაახლოებით 4 საუკუნე იყო მიმოქცევაში.

- ალბათ რუსებმაც მალევე დაიწყეს სვანეთის ოქროს დაზვერვა.
- პირველი ექსპედიცია სვანეთის ოქროს დასაზვერად 1887 წელს მოაწყო რუსმა სამთო სპეციალისტმა სიმონოვიჩმა, რომელმაც რამდენიმე თვითნაბადი ოქროს ზოდი იპოვა; 1932 წელს, სვანეთში რუსმა კოვალევსკიმ ადგილობრივი ოქროთი ნაკეთები ვერძის ქანდაკება აღმოაჩინა, რომელიც, რაღა თქმა უნდა, გაქრა!

- ანუ სვანეთში ხალასი ოქრო თვითნაბადი სახით მოიპოვება?

- არა მარტო, - უძველეს სვანურ სახელოსნოებში სწორედ ხალასად მოპოვებული ოქროს სამკაულები ჩამოისხმებოდა. მათგან ჭუბერის თემის სოფელ ლარილარის უმდიდრეს კრემაციულ სამაროვანში უამრავი ხალასი ოქროს სამკაულია აღმოჩენილი. ჭუბერი უძველეს განძთსაცავად დღესაც ითვლება; აქ ისევ ცოცხლობს ლეგენდა, რომ ლაჟყვარას სალოცავი თავისი მიწისქვეშა განძთსაცავიანად მიწაში ჩაიქცა და თან უთვალავი განძი ჩაიყოლა; მათ შორის, ოქროს ჯაჭვშებმული ოქროს ვერძიც. უმდიდრესად ითვლება ხაიშის უძველესი განძთსაცავიც, სადაც ოქროს მძივებით მორთული ოქროს კოშკურა სახლის ქანდაკება აღმოჩნდა. მის სახურავზე მტრედები სხედან, წინ წამოწეულ პატარა ბაქანზე კი ადამიანის 2 ოქროს ფიგურა დგას. ასეთი ნაკეთობანი სვანეთში უამრავია ნაპოვნი. რაც შეეხება რუსეთს, მან 1939-44 წლებში ენგურის პირას ოქროს დამმუშავებელი საწარმო ("გრუზზოლოტო") გახსნა, პარალელუ­რად კი სავაჭრო "პუნქტები", სადაც ხალხი ოჯახებში შენახულ ოქროს საუკუნოვან ნივთებს გროშებად აბარებდა - სხვაგვარად ომის გამო მთებში გამოკეტილი ხალხი შიმშილით დაწყდებოდა - საბჭოთა ხელისუფალთა ატანილ პროდუქტს ამ ფულით ყიდულობდნენ.

- რატომ მოიპოვებენ სვანები ოქროს დღესაც ძველებური წესით, რატომ არაფერი შეცვალეს?

- იმიტომ, რომ სვანეთის ოქროს საბადოებს თანამედროვე ტექნოლოგიებით თუ მიადგნენ, მთელი სვანეთი უნდა გადაითხაროს და აიყაროს. ამას კი ვერავინ გააკეთებს; გარდა ამისა, ეს საშიშიც არის - მთებში ოქროსთან ერთად ურანიც მოიპოვება და მისი გაშიშვლება წარმოუდგენელ საფრთხეს შეიცავს­. გარდა ამისა, სვანები არავის მისცემენ ოქროს მოპოვების უძველესი წესის დარღვევის უფლებას. ამიტომაც ეძებენ კვლავ შიშველი ხელებით ენგურში მთებიდან ჩამორეცხილ ოქროს. ეს უმძიმესი შრომაა, რომლის დროც ზამთარსა და გვიან შემოდგომაზე დგება, როცა ენგური იმდენად მცირდება, რომ მისგან პატარა რუები გამოჰყავთ და მცირე ოქროს ატოვებინებენ. გაზაფხულსა და ზაფხულში კი ენგურში შესვლას ვერავინ გაბედავს - ის ამ დროს მძვინვარებს და ტონიან ლოდებს მოაგორებს.

როგორ მოიპოვებოდა ოქრო

მას შემდეგ, რაც ოქროს მომპოვებლები ენგურის ტოტს პატარა ხის კალაპოტით მდინარეს გამოარიდებენ, წყლის ნაკადს წვრილად გახვრეტილ გობს (ადრე ის ხის იყო, ახლა ლითონისაა) დაუხვედრებენ, რომელზეც მსხვილი კენჭები რჩება, ტალახიანი ქვიშა კი ნახვრეტ­ებში გადის. აი, სწორედ ამ ტალახიან ქვიშას გაჰყვება ოქროს მისხლები, რომლებიც გობის ძირას დაფენილ ცხვრისმატყლიან ტყავზე დაედინება. ბეწვი ოქროს ყველაზე ძლიერ წებოზე მეტად იკრავს. მერე ამ ტყავს გააშრობენ, ოქროიან ქვიშას გააცლიან და სხვადასხვა ხერხით აცალკევებენ სხვა მინარევებისაგან - ეს ხალხი ამ ცოდნას ზუსტად იმდენივე ათასწლეული ხვეწდა, რა დროიდანაც თავის მთებში ოქრო იპოვა.

ჰოლტერმანის ფილა

აშშ-ის ოქროს ინსტიტუტი ყოველწიურად აქვეყნებს ოქროს მომპოვებელი 300 ქვეყნის სტატისტიკას. მათ შორის საქართველოცაა. ამჟამად მსოფლიოში ნაპოვნია­ დაახლოებით 10 ათასი 10 კგ-ზე მეტი წონის თვითნაბადი­ ოქროს ზოდი. მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითნაბადი ოქრო - ჰოლტერმანის ფილა - 1872 წელს იპოვეს ავსტრალიაში - 285 კგ-იანი ლოდი 93 კგ ოქროს შეიცავდა.
ვახტანგ
23 თებერვალი 2017 13:20
ქალბატონო მაია და ბატონო სოსო სრულიად გეთანხმებით.

ამ ტრაბახში და უმოქმედობაში, ქორბუდა ირემივით არ მოგვივიდეს.

მაი
23 თებერვალი 2017 08:38
ბუნება ხალხი და ენგურიც ოქრისიაა:-*:-*:-*.
Mariami
27 ოქტომბერი 2016 15:06
#maia aq reklamas svanebi ar vuketebt rac simartlea is 8wereba ,,romc gavuketot 3s aravisi saqmea veravin ver gagvyris svanebs oditganve ubatonoeb8 v8yavit da viqnebit. Gulub4yvil9ebi ro viyot dg3md3 verc m9vagwevdit da miwastan gagvasw9rebdnen!

რედაქტორის რჩევით