სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს
29-02-2016
სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს
მუსიკა რომ მესმის, ფეხები მექანიკურად ჰყვება ტემპს, მაგრამ გული არ მაძლევს ცეკვის უფლებას, ასე მგონია, ხელებს ვეღარ გავშლი. ან კი შვილმკვდარ დედას რაღა მაცეკვებს? ცეკვა, რომელიც ჩემი ცხოვრების­ განუყოფელი ნაწილი იყო, აღარ შესრულდება...

ოთხი წელი დიდ სცენაზე იდგა. ქუჩაში­ ცნობდნენ, აჩერებდნენ, ეფერებოდნენ, ესიყვარულებოდნენ... სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, 81 წლის ლამარა მახარაშვილი­ დღეს ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს. ლეგენდარული ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ანსამბლში მოხვედრამდე იყო გრძელი და რთული გზა - დაიბადა კახეთში,
სოფელ მაღაროში, სადაც მშობლებთან და ძმასთან ერთად 5 წლამდე­ ცხოვრობდა. შემდეგ მარტოხელა მამიდამ თბილისში წამოიყვანა.

ოჯახი
"მეც და ჩემი მომავალი მეუღლეც 15 წლის ვიყავით, ერთმანე­თი რომ შეგვიყვარ­და.­ გაკვეთილების შემდეგ კინოთეატრ "კოლ­ხ­ეთში" ვხვდებოდით. ერთად დაჯდ­ომის გვერიდებოდა და წინ მე ვჯდებ­ოდი, ჩემ უკან - გურამი. ერთ მშვენიერ
დღეს მცხეთაში ხინკალზე დამპატიჟა და გორში, გაშლილ სუფრასთან აღმოვჩნდი...

პუშკინის სახელობის ინსტიტუტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ოჯახი ძალიან მიწყობდა ხელს, ქალიშვილს დედამთილი მიზრდიდა, ვაჟს - დედა. მეუღლე­ არაფერში მზღუდავდა, თვითონაც მოცეკვ­ავე იყო. ჩემი მამამთილი, ალექსანდრე იაშა­ღაშვილი, მწერალი გახლდათ, ცნობილი რომანის, "მგლის ბილიკის" ავტორი".

სუხიშვილები
"მამიდამ სუხიშვილებთან სინჯებზე მიმიყვანა. იოლად მოვხვდი ნაციონალურ ბალეტში. განსაცვიფრებელი გახლდათ ბატონ ილიკოსა და ქალბატონ ნინოსთან ურთიერთობა. ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები, გასტროლები, ტაში, ქართული ცეკვით გაოგნებული უცხოელები... განსაკუთრებულად ამერიკა დამამახსოვრდა. ანსამბლის გოგონები ღამე ხელმძღვანელებს რესტორანში გავეპარეთ. მკაცრ რეჟიმს მიჩვეულებს­ ალკოჰოლი მალევე მოგვეკიდა.­ გამთენიისას ძაფებივით ერთმანეთზე გადახლ­ართულები დავბრუნდით და დილის რეპეტიცია ჩავაფლავეთ. ნინო ანსა­მბლის სახელს ძალიან უფრთხილდებოდა და ამიტ­ომაც დაუნდობელი გახლდათ - ყველა ნაქეიფარი გოგონა დაგვსაჯა, ჰონორარი არ მოგვცა. თან დაგვემუქრა, თქვენს ქმრებს მოვუყვები ყველაფერსო...
სუხიშვილები განსაკუთრებული ფენომენია. როგორც დღეს, ადრეც სუხიშვილობა­ სტატუსი იყო, ამის გამო ყველა პატივისცემით გვეპყრობოდა. ახ­ლაც ყურში ჩამესმის მსოფლიოს დიდ საკონცერტო დარბაზებში სუხიშვილების ცეკ­ვით მოხიბლული მაყურებლის ოვაცია და ტაში.
ანსამბლში სულ 4 წელი დავყავი.­ მერე ოჯახის სიმძიმე დამაწვა მხრებზე... ილიკოს და ნინოს ძალიან დასწყდათ გული, როცა ვუთხარი, ანსამბლიდან უნდა წავიდე-მეთქი.­ ისინი უწინარესად დიდი ადამიანები და სანიმუშო მშობლები იყვნენ. მითხრეს, - ყველაზე დიდი საქმე ღირს­ეული მშობლობააო­ და გზა დამილოცეს. ნინო ჩემთვის დღესაც მისაბაძი ქალბა­ტონია. მეც მასავით ვატარებ ჩალმას, ბროშს, მაკიაჟსაც მისნაირად ვიკეთებ...
მერე გამიჭირდა სუხიშვილებს მიღმა დარჩენა.­ პლეხან­ოვის სახელობის კლუბში­ ცეკვის­ სამი ჯგუფი­ ავიყვანე. არ გამიმა­რთლა - ფეხი მოვიტეხე, რამაც ცეკვას ჩამომაშ­ორა... ამას­ობაში შვილები წამოვზ­არდე და მუშაობა მე-9 საავადმყოფოში დავიწყე ლაბორანტად­. პენსიამდე სასწრაფოში ექთანად 40 წელი ვმუშაობდი. სომხეთში, სპიტაკშიც წავედი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად..."

ტრაგედია
"შვილის დაღუპვის შემდეგ თვი­თ­მკ­ვ­­ლელობა ვცადე, ალკოჰოლსაც მივეძალე­. შინიდან გაპარულს ჩემი ბიჭის საფლავზე­ მპოულობდნენ...
მეუღლე ნაადრევად გარდამეცვალა. ჩემი ქალიშვილი პროფესიით ექიმია, ამჟამად ამერიკაშია. ჩემი ნინოც ძალიან ახა­ლ­გაზრდა­ დაქვრივდა, პატარა შვილები დარჩა.­ მისი მამამთილიც ცნობილი ქორეოგრაფი რეზო ჭანიშვილია.

ვაჟმა პოლიტექნიკური ინსტ­იტუტი დაამთავრა. კათედრაზე დატოვეს სამუშაოდ. ახალგაზრდა კაცი ანევრიზმით გარდაიცვალა. თავს დატეხილმა უბედურებამ თვითმკვლელობამდე მიმიყვანა. მტკვარში გადავხტი, მაგრამ გადამარჩინეს... მთელ ღამეებს­ სასაფლაოზე ვათენებდი. არ ვფიქრობდი, რომ მეორე შვილსაც ვჭირდებოდი. ამდ­ენმა დარდმა მეხსიერებაც დამიქვეითა. არაჩვეულებრივი რძალი და შვილიშვილი მყავს. ისინი არიან ჩემი ნუგეში­ და ცხოვ­რების აზრი".

პანსიონატი
"ჯანდაცვის სისტემაში ჩემს ოჯახს კარგად იცნობდნენ, ამიტომ ხანდაზმულთა­ პანსიონატში დასაქმება შემომთავაზეს. უარი ვუთხარი, არ მქონდა მუშაობის თავი, მაგ­რამ ისე მომეწონა აქაურობა, დარჩენა­ გადავწყვიტე. მაჩვენეს ეს ოთ­ახი, სადაც ახლა ვცხოვრობ და დავრჩი, მაგრამ ქალიშვილმა შინ დამაბრუნა, მე კი ისევ უკან დავბრუნდი. ეს ჩემი მეორე სახლია. ცხოვრება გამიიოლა პანსიონატის დირექტორმა, ქალბატონმა დარეჯან თომაძემ. მისი ღვაწლი განუზომელია პანსიონატში... აქ ბევრი მეგობარი მყავს და არაფერი მაკლია.

ასეთი ტრაგიკულია ჩემი ცხოვრება, მაგრამ მაინც ვნატრობ, ჩემი თაობის მოცეკვავეებს ხშირად შევხვდე. ისინი ბევრს მახსენებენ... შვილის დაღუპვის შემდეგ აღარ მიც­ეკვია­. დიდი ხანია, ყვავილებიც აღარავის უჩუქებია. შვილმკვდარ დედას რაღა მაცეკვებს?­ მუსიკა რომ მესმის, ფეხები მექანიკურად ჰყვება ტემპს, მაგრამ გული არ მაძლევს ცეკვის უფლებას, ასე მგონია, ხელებს ვეღარ­ გავშლი... ცეკვა, რომელიც ჩემი ცხოვრების­ განუყოფელი ნაწილი იყო, აღარ შესრულდება..."

იხილეთ ვიდეო რეპორტაჟი

თორნიკე ყაჯრიშვილი


dato
09 მარტი 2016 12:41
მაგარი ქალბატონი იყაცვი ყოველთვის სასწრაფოში ერთად ვმუშაობდით აუცილებლად შეგეხმიანები და გნახავ გილოცავ 8 მარტს დათოლოლ
ushangi
09 მარტი 2016 09:16
kalbatono lamara gilozavt 8 marts,kvela mozekvaves usurveb didxans sizozxles,
manana
09 მარტი 2016 08:57
ქალბატონო ლამარა მტელი გულიტ მინდა მოგეპეროტ როგორ კარგად მესმის ტქვენი ტკივილი -მინდა მოგილოცოტ -8მარტის დგჰესასწაული და გისურვოტ დიდხანს ცხოვრება -ტქვენ ჯლიერი ქალბატონი ბრჯანდებიტ იცხოვრეტ ტქვენი ვაზისტვის და სულ ლამაზი და ამაყი ცხოვრებიტ იცხოვრეტ,ტქვენ მარტო არ ხარტ ბევრი ვარტ ჯალიან ვისაც გვტკივა და ერტმანეტი უნდა გავამაგროტ და მოვეპეროტ !!

რედაქტორის რჩევით