ქართული საკანცელარიო ბრენდი საერთაშორისო ფესტივალზე წარდგა
07-03-2016
ქართული საკანცელარიო ბრენდი საერთაშორისო ფესტივალზე წარდგა
გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი პროდუქცია დღევანდელ ბაზარზე­ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარი­სხისაა. ალბათ, ბევრს წარმოდგენა­ არა აქვს, რომ რვეულები, რომე­ლსაც საკანცელარიო მაღაზიაში ყიდულობენ, სწორედ "პონტოს" ბრენდისაა და "ბიბლუსის" შეკვეთით არის დამზადებული. გვაქვს რესურსი, რომ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გავიტ­ანოთ...

საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა საკ­ანცელარიო და საოფისე­ პროდუქციის საერთაშო­რისო ფესტივალზე Paper World 2016. გამოფენას ყოველ წელს გერმანიის ქალაქი ფრანკფურტი მასპინძლობს. ფესტივალი თებერვლის დასაწყისში გაიმართა, სადაც ერთ-ერთი სტენდი "ბიბლუსის"­ ეროვნულმა ბრენდმა "პონ­ტომ" დაიკავა.

Paper
World 2016 დამთვალიერებელს საკანცელარიო მიმართულების უახლეს ტენდენციებს­ წარუდგენს. საკანცელარიო და საოფისე ნაწარმის მწარმოებლები მთელი წლის განმავლობაში გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქციით ხელმძღვანელობენ. ყოველწლიურად გამოფენას 50 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს.

123 000 კვმ ფართობზე მდებ­არე­ 9 პავილიონში წარმოდგენი­ლი იყო ათასობით კომპანია­ მთე­ლი მსოფლიო
დან - HUGO BOSS, MILAN, CARAN DACHE და სხვა ცნობილი ბრენდები. მათთან ერთად კი საერთაშორისო დამ­თ­ვალიერებლის წინაშე პირველად­ წარდგა კომპანია საქართველოდან და გერმანიის ფეს­ტივალზე­ დიდი მოწონებაც დაიმსახურა.­ გერმანიის ონლაინგამოცემა "კულ­ტურ­­ექსპრესმა" ამ ფესტივალს ვრცელი სტატია მიუძღვ­ნა და ჟურნალისტმა როფლ მაასმა­ პირველივე გვერდზე "პონტოს" წარმომადგენლის ფოტოც გამოაქვეყნა. ჟურნალისტი წერს, რომ აღფ­რთოვანებულია საქართველოს წარმომადგენლების მომზადებითა და ხარისხით, რომ­ელსაც "პონტო" და მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მომხმარებლებს სთავაზობენ. განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ეს იყო დებიუტი და საქართველოს სახელით საკანცელარიო პროდუქცია ამ დონის ფესტივალზე პირველად გამოიფინა.

კომპანია "ბიბლუსის" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ლევან მესხიშვილი: - ჩვენი სტენდი ერთ-ერთ ცენტრალურ პავილ­იონში­ მდება­რეობდა და "პონტოს" მიმართ ინტერ­ე­სი­ დიდი იყო. ეს იყო პირველი ღონ­ისძიება - ისტორიას არ ახსოვს,­ რომ საქართველოდან რომელიმე­ კომპანიას მსგავსი ეროვნული ბრენდი გაეტანა. გვქონდა საშუალო სიდიდის სტენდი, სადაც ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი გამოვფინეთ. მათ შორის, რვეულები, სახატავი რვეულები, კალმები, ფანქრები, უბის წიგნაკები, პროდუქცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს. "პონტოს" მიზანი ქვეყნისა და ეროვნული პროდუქ­ციის პოპულარიზება და ფართო მასებისთვის გაცნობა იყო. მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა, ათვალიერებდა პროდუქციას, ვცვ­ლიდით საკონტაქტო ინფორმაციას, ბევრ კომპანიასთან მიმოწერა დღემდე გრძელდება.

გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი­ პროდუქცია დღევანდელ ბაზარზე­ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარი­სხისაა. ალბათ, ბევრს წარ­მოდგენა­ არა აქვს, რომ რვეულები, რომე­ლსაც საკანცელარიო მაღაზიაში ყიდულობენ, სწორედ "პონტოს" ბრენდისაა და "ბიბლუსის" შეკვეთით არის დამზადებული. გვაქვს რესურსი, რომ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გავიტ­ანოთ...

"პონტო" "ბიბლუსმა" 2010 წელს ბაზრის მოთხოვნიდან გამ­ომდინარე დააფუძნა. პროდუქცია საშუალო შემოსავლის მქონე­ მომხმარებლისთვის არის გათ­ვლილი. ბრენდი დღეისათვის 150 დასახელების პროდუქციას აწარმოებს, მათ შორის არის: კალმები, ფანქ­რები, რვეულები, უბის წიგნაკები,­ სახატავი რვეულები, სახაზავები, პლასტელინები, სამაგრი საშუალებები, ფაილები, ბაინდერები. კომპანიის ნაწარმით მნიშვნელოვნად არის გაჯერებული ადგილობრივი ბაზარი. ეროვნული ბრენდი ექსპორტზე გასვლას გეგმავს.

ნატალია დადიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით