112-ის "ჩარლის ანგელოზები" მოდიან...
07-03-2016
112-ის "ჩარლის ანგელოზები" მოდიან...
"ბაიკით მოვდივარ სამსახურში, შემდეგ გადავჯდები სასწრაფოს მანქანაზე და იწყება სამუშაო დღე"

2 წელია ნანა მამუკაშვილი სასწრაფო­ დახმარების მანქანას მართავს. ამბობს, რომ ამ სისტემაში დასაქმებული ერთად­ერთი მძღოლი ქალია, არა მხოლოდ თბილ­ისში, არამედ ამიერკავკასიაში.


ნანა მამუკაშვილი: - ერთხელ გამ­ოძახება გვქონდა, მამაკაცი ქუჩაში ცუდად­ გამხდარა. იმ დღეს ბრიგადაში სამივე ქალბატონი ვიყავით და გონდაკარგული­ მამაკაცი საკაცით­ სასწრაფო დახმარების მანქან­აში მოვათავსეთ. თვალი რომ გაახილა,­ სამი ქალი ვადექით თავს. ვკითხეთ, - ხომ კარგად ხართო? ცუდად როგორ
ვიქნები, სამი "ჩარლის ანგელოზი" დამტრიალებს თავსო, გვიპასუხა ღიმილით. მას შემდეგ ჩვენს ბრიგადას "ჩარლის ანგ­ელოზებს" გვეძახიან...
როდესაც საჭესთან მხედავენ, ერთდ­რ­­ოულად გაკვირვება და ღიმილი ესახებათ სახეზე, ყველასგან დადებითი ემოცია მოდის. წარმოიდგინეთ, მოხუცი ქალი ცერა თითს რომ აგიწევს - მაგარი ხარო.

- მიუხედავად ყველაფრ
ისა, ალბათ, ეს არ არის ის სამსახური, რაზეც ბავშვობაში­ ოცნებობდით.

- არასდროს მიოცნებია მძღოლობაზე.­ დედაჩემი ექიმი გახლდათ, 5 შვილი ვყავ­დით და მორიგეობისას ხშირად გამიტარებია ღამე მასთან­ ერთად საავადმყოფოში. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ექიმობა ძალიან რთული იყო. არ მეგონა, რომ მეც მექნებოდა ამ სფეროსთან შეხება.
რაც შეეხება ოცნებას, იურისტი ვარ, ბავშვობიდან მოსამართლეობაზე ვოცნებობდი. მერე გარკვეული დროით საზღვარგარეთ მომიწია წასვლამ. დროებით იქ ვცხ­ოვრობდით, რამაც პროფესიულად ძალიან უკან დამწია. კვიპროსში, საბავშვო სასწრაფო დახმარების მანქანაზე ვმუშაობდი.

- იქაც ერთადერთი სასწრაფოს მძღოლი­ ქალი იყავით?
- არა, იქ სასწრაფო დახმარების მანქანას ბევრი ქალი მართავს. საქართველოში 9 წლის შემდეგ დავბ­რუნდი. ვეძებდი სამსახურს... გადავხედე ვაკანსიებს და გავიფიქრე, იქნებ აქაც მომესინჯა ბედი-მეთქი და ბაიკით მივედი ამბის გასარკვევად. გაოცების შემდეგ მით­ხრეს, თუ საბუთებსა და გამოცდებს ჩააბარებთ და ავტომანქანის მართვის შესაბამის კატეგორიას წარადგენთ, პრობ­ლემა არ შეგექმნებათო. ასეც მოხდა. აქ კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა­ მომავალში ვაპირებ, დავუბრუნდე ჩემს პროფესიას. აქაურობა ძალიან მიყვარს, მიყ­ვ­­არს მთელი ბრიგადა, მანქანაც კი მიყვარს, ჩემთვის ის ნივთი არ არის.
ჩემი ბრიგადის ნომერია - 1015. ბედმა გამიღიმა, რომ აღმოვჩნდი იქ, სადაც ყოველი­ დღე ადამიანის სიცოცხლესთან არის დაკავშირებული... ფსიქოლოგიურად დამღლელია, მაგ­რამ მაინც ბევრ პოზიტივს ვიღებ. აქ მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა და რადგან თავი გავარ­თვი, ამაყი და ძლიერი ქალი ვარ.

- ოჯახზე მიამბეთ...
- მყავს მეუღლე, ერთი შვილი და მამ­ამთილი, დედამთილი გარდამეცვალა. როცა ოჯახის წევრებს ვუთხარი, სასწრაფოს­ მძღოლად ვიწყებ მუშაობას-მეთქი, მეუღ­ლისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა - დუმილით მიპასუხა და ამ დუმილში მთელი მონოლოგი იკითხებოდა...

- ბაიკით როდის დაინტერესდით?
- ეს ოჯახური ტრადიციაა. დედ-მამა ბაიკერები მყავდა. ისინი ბაიკით ავარიაში­ მოყვნენ... დედა ამ ტრავმას გად­აჰყვა, მამა კი ინვალიდია. ბაიკი ჩემი ნაწილია, ის მაძლევს ძალას, ძლიერი და თავდაჯერებული ვიყო. თამამი ბაიკერი ვარ, დიდი ხნის სტაჟით.

- მეუღლე ვერ აიყოლიეთ...
- მეუღლე მეტრზე ახლოს არ ეკარება­ ბაიკს. ბაიკი არის ის საიდუმლო, რომელიც ახალგაზრდობას მინარჩუნებს. ხშირად მეკითხებიან, მართლა 44 წლის ხარ? მართლა 26 წლის ქალიშვილი გყავს?..

ბაიკით მოვდივარ სამსახურში, შემდეგ გადავჯდები სასწრაფოს მანქანაზე და იწყება სამუშაო დღე. ინტერვიუს დასასრულს რაციაში გაისმა:­ ბრიგადა 1015 გამოძახებაზე!
"ჩარლის ანგელოზები" მოდიან...

ეკა სალაღაია
პოზიტივი
03 აპრილი 2016 00:26
წარმატებები ჩარლის ანგელოზებო. თქვენ ხელშია ადამიანის სიცოცხლე. სულ ასეთი გემრიელი სტატიები დაწერეთ :):)

რედაქტორის რჩევით