"კვირის პალიტრამ" წამახალისებელ აქციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა
21-03-2016
"კვირის პალიტრამ" წამახალისებელ აქციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა
ნინო კანდელაკი: "მადლ­ობას ვუხდი ჩემს უბანს, რომ ასეთი გემოვნებიანი მკითხველია. როცა ორშაბათი­ თენდება და თქვენი მკითხველი მოდის, "კვირის პალიტრასთან" ერთად სხვა გაზეთებსაც ვთავაზობ, მაგრამ მაინც ის მიაქვთ, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან. დიდი მადლობა საჩუქრისთვის"

"ჭეშმარიტი გზა თავის გაბედნიერებისა, საკუთარი საქმის­ სიყვარული და მუშაობით მიღე­ბული სიამოვნებაა", - ფრანგი მწერლის­, ფრანსუაზა-ბერტო დე მოტვილის ამ გამონ­ათქვამს, ალბათ, ბევრი დაეთანხმება. თუ საქმის სიყვარულსა და მისგან მიღებულ სიამოვნებას უფროსებისგან წახალისებასაც დავუმატებთ,­ ჩათვალეთ, რომ ჭეშმარიტი გზა
თავის გაბ­ე­დნიერებისა ნაპოვნი­ გაქვთ. მათ კი, ვისაც არ სჯერა, რომ საქმის სიყვარულისთვის ყოველთვის დაგაფასებენ, ამ სტატიით მოლოდინს გავუცრუებთ.

იანვრის შუა რიცხვებში "კვირის პალ­იტრამ" დაიწყო წამახალისებელი აქცია­ "ელვამარკეტისა" და "საქართველოს ფოსტის" თანამშრომლებისთვის, რაც მიზნად ისახავდა გაზეთ "კვირის პალიტრის" გამყ­იდველების წახალისებას. აქციაში "ელვამარკეტისა" და "საქართველოს ფოსტის" რამდენიმე
ასეული თანამშრომელი 7 კვირის­ განმავლობაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. გამოვლინდა 4 გამარჯვებული, მათ ამ პერიოდში რეკორდული რაოდენობის გაზეთი გაყიდეს. "პალიტრამედიამ" პირველ და მეორე ადგილზე გასულებს მულტიფუნქციონალური ქვაბები გადასცა. დაჯილდოვდნენ მესამე-მეოთხე ადგილებზე გასულებიც.

ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე "ელვამარკეტის" გამყიდველი ინეზა კალაძე 6 წელია "ელვასერვისის" თანამშრომელი და წამახალისებელი აქციის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ინეზა კალაძე, გამარჯვებული: - სასიამოვნოა, როცა პირველი ეცნ­ობი იმ დღეს გამოსულ პრესას, თუმცა სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ სათაურების გადაკითხვას ვასწრებ. ძირითადად, საღამოს ვკითხულობ. "კვირის პალი­ტრა" ჩემი საყვარელი გაზეთია. გამოსვლის დღიდან მისი ერთგული მკითხველი ვარ. ყველაზე კარგად ეს გაზეთი იყიდება. ამ აქციის შესახებ რომ გავიგე, მოვინდომე და იმაზე ბევრად მეტი გაზეთი გავყიდე, ვიდრე აქამდე ვყიდდი. მულტიფუნქციონალური ქვაბი ის საჩუქარია, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. ძალიან გამოსადეგი ნივთია, ერთდროულად რამდენიმე კერძის მომზადება შეუძლია. დიდი მადლობა დაფ­ასებისთვის.
ნინო კანდელაკი ორთაჭალაში "საქარ­თველოს ფოსტის" ჯიხურში პრესას ყიდის. წინა გამარჯვებულის მსგავსად, მასაც მულტიფუნქციონალური ქვაბი გადაეცა.

ნინო კანდელაკი, გამარჯვებული:
- დღეს ქართულ ბეჭდურ მედიაში "კვირის პალიტრა" ყველაზე დახვეწილი გაზეთია, რაც თქვენი ჟურნალისტებისა და რედაქ­ტორების დამსახურებაა. მკითხველის სახელით დიდ მადლობას გიხდით. ასევე მადლ­ობას ვუხდი ჩემს უბანს, რომ ასეთი გემოვნებიანი მკითხველია. როცა ორშაბათი­ თენდება და მკითხველი მოდის, "კვირის პალიტრასთან" ერთად სხვა გაზეთებსაც ვთავაზობ, მაგრამ მაინც ის მიაქვთ, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან. დიდი მადლობა საჩუქრისთვის, ასეთს ნამდვილად არ ველოდებოდი, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა."

დაჯილდოვდნენ მესამე და მეოთხე ადგილზე გასულები - ნანი რეზრიჩენკო და დავით ჩარგაზია. "პალი­ტრა­მე­დიის" მარკეტინგის სამსახურში აცხად­ე­ბენ, რომ წამახალისებელი აქციები თანა­მშრომლებისთვის მომავალშიც გაგრძელდება.

P.S. "როგორ გავზარდოთ თანამშრომე­ლთა მოტივაცია?!"- ამ კითხვასა და შესაბამისად, რჩევას სოციალურ ქსელებში ხშირად გადააწყდებით. ჩვენი პასუხი კი ასეთია: "ის, ვინც ყველაზე მეტად შრომობს, უყვარს თავისი საქმე და ამით სიამოვნ­ებას იღებს, მცირედით წაახალისეთ და მათი შრომისუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც საბოლოოდ, საკუთარი თავისა და კომპანიის წარმატების საწინდარია".

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები