"საგა­რანტიო ხელშეკრულება ნივთის გამსაღებლის ინტერესს იცავს"(?!)
28-03-2016
"საგა­რანტიო ხელშეკრულება ნივთის გამსაღებლის ინტერესს იცავს"(?!)
რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ნივთის შეძენისას

ალბათ, ბევრი ჩვენგანი აღმოჩენილა სიტუაციაში, როცა რომელიმე სავაჭრო ობიექტში ნივთი შეუძენია, წუნი კი მოგვიანებით შეუნიშნავს... მომხმარებელთა­ უფლებების დამცავი ორგანიზაციების ინფორმაციით, მეტწილად ასეთ ნივთს უკან არ იბრუნებენ, არ ცვლიან და მის შეკეთებაზეც­ იშვიათად თანხმდებიან. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ ვითარებაში? ხშირად ნივ­თის­ დაუბრუნებლობის მიზეზი საგარანტიო ხელშეკრულება ხდება, რომლის კაბალურ პირობებზე ხელი თავად მომხმარებელს აქვს მოწერილი. ეს ე.წ. გარანტია სინამდვილეში­ ნივთის შემძენის კი არა, მისი გამსაღებლის უფლებას
იცავს. სად არის ძაღლის თავი დამარხული? რატომ ვაწერთ ხელს კაბალურ პირობებს და რა უნდა ვიცოდეთ, რომ თავიდან ავიცილოთ დაზარალების საფრთხე? - ამ კითხვებს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ლია თოდუა პასუხობს:

- სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლი პირდაპირ გვეუბნება, თუ გაყიდული ნივთი­ ნაკლის მქონეა, გამყიდველმა
ან ნაკლი უნდა გამო­ასწოროს, ან შეცვალოს ნივთი სავალდებულო ვადაში. სხვათა შორის, ეს ვადა 3 წლით არის განსაზღვრული. თუმცა, თუ ნივთი ძალიან ნახმარია (ცხადია, 3 წლის განმავლობაში მოხმარებული ნივთი ახალი­ვით არ გამოიყურება) და მყიდველი მის შეცვლას მოითხოვს, ეს საკითხი სასამართლოს განხილვის საგანი გახდება და ხშირ შემთხვევაში მომხმარებელს უარით ისტ­უმრებენ... მისი შეკეთების შანსი კი რეალ­ურია. თუმცა, თუ ნივთი გაცვეთილი არ არის და ვიზუალურად დაზიანების დეფექ­ტიც არ ეტყობა, გამოცვლაც შესაძლებელია. საქმე ის არის, რომ ამ უფლებას მომხმარებელი საგა­რანტიო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კარგავს. 497-ე მუხლში წერია, რომ ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდ­ოს ან გამოირიცხოს 490-ე მუხლით განს­აზღვრული პასუხისმგებლობა. ე.ი. საგარანტიო ხელშეკრულება 490-ე მუხლზე მაღლა დგება. ასე რომ, მეტწილად, ე. წ. გარანტიები ნივთის გამსაღებლის ინტერესს იცავს­. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. კარგია, თუ მომხმარებელს ეცოდინება, თუ როგორ იცავს 490-ე მუხლი მის უფლებებს, შემდეგ კი გარანტიის პირობებს­ უნდა გადახედოს და განსაზღვროს, ღირს თუ არა ხელმოწერა... გამყიდველი მომხმარებლის არაინფორმირებულობით სარგებლობს და შეცდომაში შეჰყავს.

- და ასეთ დროს მომხმარებელი სრულიად დაუცველია?

- დიახ, თუმცა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ევროინტეგრაციის კომიტეტმა (სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად) შეიმუშავა. სავარაუდოდ, მას აპრილის ბოლოსთვის უკვე კანონის სახე მიეცემა. ძალაში შესვლის შემდეგ კი აღარ მიექცევა ყურადღება საგარანტიო ხელშეკრულების შინაარსს, ყველა დავა მაინც 490-ე მუხლის საფუძველზე გადაწყდება.

- კიდევ რას ითვალისწინებს ახალი­ კანონპროექტი?

- ფაქტობრივად, მას მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტი შემოაქვს, სადაც დავები გადაწყდება. ომბუდსმენს ექნება დავის ორივე მხარის წარმომადგენელთა მოწვევის უფლება და ის მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებას შეეცდება. თუ შედეგს ვერ მიაღწევენ, საქმე სასამართლოში გადაიგზავნება.

- ერთ-ერთ ბრენდულ მაღაზიაში მომხმ­არებელს ტელეფონის შეძენისას მხოლოდ 5-დღიან გარანტიაზე­ ხელმოწერა შესთავაზეს(?!). ახალი კანონით ასეთი გარანტიის ანულირებაც მოხდება?
- ასეთი შემთხვევა ცალკე განხილვის საგანი გახდება. ცხადია, თუ მომხმარებელი­ მხოლოდ 5-დღიანი გარანტიით ნივთის შეძენას სიიაფის გამო დათანხმდება, მას 490-ე მუხლი ვეღარ დაიცავს. როგორც ვიცი, პრესტიჟული მაღაზიები 5-დღიან გარანტიასთან ერთად მომხმარებელს ნივთის დაზღვევასაც სთავაზობენ. ცხადია, ეს გაცილებით ძვირია... ყოველთვის მოიძებნება­ კლიენტი, ვინც სიიაფის გამო იყიდის პროდუქტს და მაღალი ალბათობის რისკს არ მოერიდება. გამოჩნდება ისიც, ვინც თავის დაზღვევის მიზნით იმავე პროდუქტის შესაძენად მეტს გადაიხდის.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით