შორენა ბეგაშვილის შვილი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა - კვირის პალიტრა

შორენა ბეგაშვილის შვილი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

მსახიობ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი მე-5 სართულიდან გადმოვარდა. როგორც ambebi.ge-ს გოგონას მამის მეგობარმა განუცხადა, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი ფანჯარაზე იჯდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მოგვიანებით კი, რესპუბლიკური საავადმყოფოდან იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. გოგონას მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: შორენა ბეგაშვილის შვილი მრავლობითი ტრავმებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

იხილეთ ასევე: შორენა ბეგაშვილის შვილს ხერხემალი აქვს დაზიანებული

იხილეთ ვიდეო