"ფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად გადავარდა" - მოზარდს ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები აქვს - კვირის პალიტრა

"ფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად გადავარდა" - მოზარდს ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები აქვს

ბოლო ინფორმაციით, მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილს, რომელიც მე-5 სართულიდან გადავარდა, ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები აქვს.

"ინტერპრესნიუსის" ცნობით, შორენა ბეგაშვილის ახლობლების ნაწილი პირად საუბრებში აცხადებენ, ექიმები ამ წუთებში ოპერაციული ჩარევის მიზანშეწონილობის საკითხზე თანხმდებიან. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა აღნიშნულს იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში არ ადასტურებენ.

"პაციენტი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება და არც ოპერაცია უტარდება", - აცხადებენ კლინიკის პრესსამსახურში, სადაც არ აკონკრეტებენ, შეესაბამება თუ არა მოტეხილობების შესახებ არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს. შორენა ბეგაშვილის 14 წლის შვილი, 26 მარტის საღამოს საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.

როგორც "ამბები.გეს" თვითმხილველმა განუცხადა მოზარდს შინ თანატოლები სტუმრობდნენ, - "ფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად მეხუთე სართულიდან გადავარდა, - ყვებიან ისინი (ამბები.გე).

ის თავდაპირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ახლა იაშვილის კლინიკაში არის მოთავსებული. თვითმხილველის განცხადებით, რომელიც იაშვილის კლინიკაში გოგონას გადაყვანის ფაქტს შეესწრო, "ამბებთან" აცხადებს, რომ 14 წლის გოგონა დასისხლიანებული იყო და კისრის არეში გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ნინა წკრიალაშვილი, კრისტი და გიორგი ყიფშიძეები და ბეგაშვილის სხვა მეგობრები. ასევე მოზარდის მეგობრები, რომლებიც გადმოვარდნის მომენტში შორენა ბეგაშვილის სახლში იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმმა ნანი ყავლაშვილმა განუცხადა, პაციენტი მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის. "დღეს დაგეგმილია განმეორებითი კვლევები და შედეგების მიხედვით გადაწყდება შემდგომი მკურნალობა. ამჟამად პაციენტი ტრავმატოლოგისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ არის. დაზიანებები ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ამას ვერ გეტყვით", - განაცხდა ნანი ყავლაშვილმა.

ამბები.გე-ს ინფორმაციით, შესაძლოა გოგონა თურქეთში გადააფრინონ, ან თურქი ექიმი ჩამოიყვანონ საქართველოში.

იხილეთ ვიდეო