"შორენა ძალიან მეცოდება, ასეთი კარგი დედა იშვიათად შემხვედრია" - კვირის პალიტრა

"შორენა ძალიან მეცოდება, ასეთი კარგი დედა იშვიათად შემხვედრია"

მსახიობ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის მდგომარეობა, რომელიც მე-5 სართულიდან, საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადავარდა, კვლავაც რთულია, თუმცა გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

აი, რას ამბობს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" მსახიობის მეგობარი, მომღერალი ნინა წკრიალაშვილი:

- ევას ფანჯრის რაფაზე ჯდომა უყვარს. იმ საღამოსაც, ჩვეულებისამებრ, იჯდა და ფოტოებს იღებდა, როდესაც მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და გადავარდა... საბედნიეროდ, გადავრჩით... ექიმები გვეუბნებიან, მდგომარეობა მძიმეაო, მაგრამ ეჭვი არ ეპარებათ, რომ სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ...  შორენა ძალიან მეცოდება, ასეთი კარგი დედა იშვიათად შემხვედრია. ღმერთმა არ ქნას, რამე ცუდი მოხდეს.

იხილეთ სტატია სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 28 მარტის ნომერში, ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სრულად

იხილეთ ასევე: "დღეს ეს გოგონა მე-5 სართულიდან გადმოვარდნილა და საკუთარი სიცოცხლისთვის უწვეს ბრძოლა"