"საქართველოში "ალაჰ აქბარ" ქრისტიანული ეკლესიის კედელზე არასდროს დაუწერიათ" - კვირის პალიტრა

"საქართველოში "ალაჰ აქბარ" ქრისტიანული ეკლესიის კედელზე არასდროს დაუწერიათ"

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მცხეთის ჯვრის მონასტრის კედელზე არაბულად და ლათინურად წაწერილი იყო გარკვეული ფრაზები და სახელები. გაზეთი "კვირის პალიტრა" დაინტერესდა ამ წარაწრების შინაარსით.

"კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა და წარწერების შინაარსი განმარტა გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნ¬ეობის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი სანიკიძემ:

- შეიძლება ეს წარწერები ისეთი სახიფათო არ არის, როგორც გვეჩვენება, მაგრამ ვანდალური ფაქტია. თუმცა, მართლმადიდებლური ტაძრის კედელზე წაწერილი - "ალაჰ აქბარ" - შეიძლება ისლამური რადიკალიზმის გამოვლინებაც იყოს. ამ ფაქტით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. საქართველოში "ალაჰ აქბარ" ქრისტიანული ეკლესიის კედელზე არასდროს დაუწერიათ".

#1 სურათზე წარწერები¬ არაბულ ენაზეა და ძალიან ცუდად იკითხება. თუმცა, ზემოთ მკაფიოდ წერია "ალაჰ აქბარ" - "ალაჰი დიდია, დიდება ალაჰს!". როგორც ჩანს, მთავარი მესიჯიც ეს არის. მარცხნივ ვიღაცის სახელი წერია. სავარაუდოდ, მარჯვნივაც, მაგრამ ცუდად იკითხება"

რას ნიშნავს სხვა წარწერები ან რატომ მიიჩნევს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ამას რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებად? - იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 28 მარტის ნომერში ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად.