"9 - საათიანი ოპერაცია დასრულდა... ყველაფერი ნორმალურადაა, როგორც ექიმები იძახიან" - კვირის პალიტრა

"9 - საათიანი ოპერაცია დასრულდა... ყველაფერი ნორმალურადაა, როგორც ექიმები იძახიან"

მასახიობ შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილს ევა ბარბაქაძეს, რომელიც 27 მარტის საღამოს მე-5 სართულიდან, საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადმოვარდა, დღეს ურთულესი ოპერაცია იაშვილის სახელობის კლინიკაში ჩაუტარდა, რომელიც 12 საათზე დაიწყო და დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა. ოჯახის მეგობარი კახა მამულაშვილი, იგივე "მამულიჩა" "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს:

"მეგობრებო, 9 - საათიანი ოპერაცია დასრულდა ხერხემალზე მხოლოდ, ყველაფერი ნორმალურადაა, როგორც ექიმები იძახიან". (წყარო)

მისივე ინფორმაციით, ხვალ მკურნალობის პროცესში "ჩაერთვებიან ტრავმატოლოგები და იქნება 3-საათიანი ოპერაცია ხელზე და ფეხზე".

ოპერაციამდე კახა მამულაშვილმა "ფეისბუკშივე" შემდეგი დაწერა: "ევა არის უმაგრესი და უვაჟკაცესი გოგო! ბავშვს ესეთი მძიმე ტრავმები აქვს და დედამისს აქეთ აწყნარებს...  ყველაფერი კარგად იქნება".

იხილეთ ასევე: "დღეს ეს გოგონა მე-5 სართულიდან გადმოვარდნილა და საკუთარი სიცოცხლისთვის უწვეს ბრძოლა"