"ახლა ყველაფერი ევას ორგანიზმზეა დამოკიდებული, რომელიც აუცილებლად მალე გამოჯანმრთელდება" - კვირის პალიტრა

"ახლა ყველაფერი ევას ორგანიზმზეა დამოკიდებული, რომელიც აუცილებლად მალე გამოჯანმრთელდება"

27 მარტს, საღამოს, მსახიობ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე მე-5 სართულიდან გადმოვარდა. გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მას 28 მარტს ხერხემალზე უმძიმესი, 9-საათიანი ოპერაცია გაუკეთდა. როგორც ექიმებმა სპეციალურად გავრცელებული განცხადებით საზოგადოებას აცნობეს, ოპერციამ გართულებების გარეშე ჩაიარა და 14 წლის გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. მათივე განცხადებით, 29 მარტს ევა ბარბაქაძეს კიდევ ერთი ოპერცია ხელსა და მენჯ-ბარძაყზე ჩაუტარდებოდა.

დღეს ოპერაცია მართლაც ჩატარდა, რისი დასრულების შემდეგაც იაშვილის კლინიკამ ახალი განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ევა ბარბაქაძის მეორე ოპერაციამაც გართულების გარეშე ჩაიარა.

"იაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგთა გუნდის მიერ ჩატარებული 4-საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში", - ნათქვამია განცხადებაში.

ოჯახის მეგობარმა კახა მამულაშვილმა, იგივე "მამულიჩამ" "ფეისბუკის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის ჩანაწერი გამოაქვეყნა: "მეორე ოპერაციაც წარმატებით დასრულდა... ქართველი ექიმები არიან ყველაზე მაგრები, ორი ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს ევას გადასარჩენად. ახლა ყველაფერი ევას ორგანიზმზეა დამოკიდებული, რომელიც აუცილებლად მალე გამოჯანმრთელდება..." (წყარო)

იხილეთ ასევე: შორენა ბეგაშვილი პატრიარქს შეხვდა