"ახლა ყველაფერი ევას ორგანიზმზეა დამოკიდებული, რომელიც აუცილებლად მალე გამოჯანმრთელდება"
"ახლა ყველაფერი ევას ორგანიზმზეა დამოკიდებული, რომელიც აუცილებლად მალე გამოჯანმრთელდება"
27 მარტს, საღამოს, მსახიობ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე მე-5 სართულიდან გადმოვარდა. გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მას 28 მარტს ხერხემალზე უმძიმესი, 9-საათიანი ოპერაცია გაუკეთდა. როგორც ექიმებმა სპეციალურად გავრცელებული განცხადებით საზოგადოებას აცნობეს, ოპერციამ გართულებების გარეშე ჩაიარა და 14 წლის გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. მათივე განცხადებით, 29 მარტს ევა ბარბაქაძეს კიდევ ერთი ოპერცია ხელსა და მენჯ-ბარძაყზე ჩაუტარდებოდა.

დღეს ოპერაცია მართლაც ჩატარდა, რისი დასრულების შემდეგაც იაშვილის კლინიკამ ახალი განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ევა ბარბაქაძის მეორე ოპერაციამაც გართულების გარეშე ჩაიარა.

"იაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგთა
გუნდის მიერ ჩატარებული 4-საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში"
, - ნათქვამია განცხადებაში.

ოჯახის მეგობარმა კახა მამულაშვილმა, იგივე "მამულიჩამ" "ფეისბუკის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის ჩანაწერი გამოაქვეყნა: "მეორე ოპერაციაც წარმატებით დასრულდა... ქართველი ექიმები არიან ყველაზე მაგრები, ორი ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს ევას გადასარჩენად. ახლა ყველაფერი ევას ორგანიზმზეა დამოკიდებული, რომელიც აუცილებლად მალე გამოჯანმრთელდება..." (წყარო)

იხილეთ ასევე: შორენა ბეგაშვილი პატრიარქს შეხვდა

marusia
01 აპრილი 2016 00:41
უფრო მეტი იფორმაცია მოგვაცოდეტთ ევას მდგომარეობის შესახებ
Tako
31 მარტი 2016 01:47
მადლობა ქართველ ექიმებს,ძალიან განვიცადე ევას ამბავი,უფალი გფარავდეთ
nino
31 მარტი 2016 01:41
eva genacvale male gamojanmrtelebas gisurveb shens dedikos ki male dabrunebodes gimili saxese,mec tkvensavit erti chveulebrivi kartveli var romelsac ukvars tavisi da sxvisi shvilebi.
რუბრიკის სხვა სიახლეები
ენდობით თუ არა დღეს ქართულ მართლმსაჯულებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ენდობით თუ არა დღეს ქართულ მართლმსაჯულებას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები