"ცეცხლივით იყო... ფეხბურთსაც კი თამაშობდა ჩვენთან ერთად" - ქალი, რომელმაც ყველაზე მამაკაცური ფილმი გადაიღო
"ცეცხლივით იყო... ფეხბურთსაც კი თამაშობდა ჩვენთან ერთად" -  ქალი, რომელმაც ყველაზე მამაკაცური ფილმი გადაიღო
"თვითონ დოდო აბაშიძე (იმის სახელს ვენაცვალე!) ბოლომდე გაკვირვებული იყო: ქალს ამდენი ენერგია საიდან აქვს, ასეთ ფილმს რომ იღებს და თანაც - ფეხბურთზეო"!

რეჟისორ ნანა მჭედლიძის გარდაცვალებამ მთელ საქართველოს დასწყვიტა გული - ქართველების დიდმა ნაწილმა ლამის ზეპირად იცის ფრთიან გამონათქვამებად ქცეული ფრაზები მისი ფილმებიდან, გამორჩეულად კი უმეტესობას "პირველი მერცხალი" და "იმერული ესკიზები" უყვარს. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ანზორ ხერხაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც
You must have Flash Player installed in order to see this player.
ქალბატონ ნანასთან გადასაღებ მოედანზე მოუწია მუშაობა - მისი ფილმოგრაფიის პირველი მერცხალი სწორედ ნანა მჭედლიძის "პირველი მერცხალი" და ფეხბურთელი ვახტანგი აღმოჩნდა. ბატონ ანზორს ქუთაისში ტელეფონით დავუკავშირდით:

- ძალიან ცუდი რამ მოხდა, განა მარტო ჩემთვის? - საერთოდ, კინოხელოვნების ისტორიაში. იღბლიანი კი ვყოფილვარ: ქუთაისის თეატრში პირველი როლი იპოლიტე ხვიჩიასთან ერთად ვითამაშე და ისე გამოვიდა, რომ კინოში დებიუტიც მას უკავშირდება. რატომღაც მგონია, რომ "პირველ მერცხალში" ჩემი აყვანაც სწორედ იპოლიტეს დამსახურებაა, შესაბამისად კი, ქალბატონი ნანა აღმოჩნდა პირველი რეჟისორი, რომელმაც ფილმში გადამიღო.
კადრი ფილმიდან: "პირველი მერცხალი"

- "პირველი მერცხლის" გადასაღებ მოედანზე ქალბატონ ნანასთან ურთიერთობის პერიოდი გაიხსენეთ, როგორი იყო თქვენი პირველი კინორეჟისორი?
- ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რომელიმე ქალი შეძლებდა ასეთი მამაკაცური სპორტული ფილმის გადაღებას! არასდროს დამავიწყდება მასთან მუშაობა.
უაღრესად შესანიშნავი პიროვნება, შესანიშნავი რეჟისორი, დიდთან - დიდი, პატარასთან - პატარა იყო. ის დღეები ისე ტკბილად, ისე ლამაზად მაგონდება და თანაც - ძალიან ხშირად. რა დამავიწყებს, როგორ გვიჭირდა "ფეხბურთელებს" დილით ადრე ადგომა, ალბათ ამიტომაც დგებოდა ხოლმე ყველაზე ადრე ქალბატონი ნანა და მერე გვეძახდა ჩვენ! ძალიან დამწყდა გული...
მისი გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, ავტირდი კაცი...

- ბატონო ანზორ, წლების წინ ქალბატონ ნანაზე მითხარით, "ცეცხლი ქალი" იყოო. რას გულისხმობდით?
- ცეცხლივით იყო,
აბა, რა? ფეხბურთსაც კი თამაშობდა ჩვენთან ერთად, ისე ჩაერთვებოდა ხოლმე. თვითონ დოდო აბაშიძე (იმის სახელს ვენაცვალე!) ბოლომდე გაკვირვებული იყო: ქალს ამდენი ენერგია საიდან აქვს, ასეთ ფილმს რომ იღებს და თანაც - ფეხბურთზეო!


- ამდენ მამაკაცს როგორ გიმორჩილებდათ?
- როგორ არ დაგვიმორჩილებდა? ქალი იყო და, მე იმ მამაკაცს რა ვუთხარი, ქალის პატივისცემა რომ არ აქვს! ყველანი ისე ვუფრთხილდებოდით, რომ მართლა ხელისგულზე ვატარებდით. არასდროს ვაკეთებდით ისეთს, ქალბატონი ნანა რომ გაგვებრაზებინა. რა უნდა გასჭირვებოდა, რომ ყველანი მის გვერდით არ ვყოფილიყავით.

- მგონი, საქეიფოდაც კი დადიოდა ხოლმე თქვენთან ერთად, ხომ?
- კი, ბატონო, ასე იყო. ფილმს ფოთში ვიღებდით და სტუმართმოყვარე ფოთელები ყოველ საღამოს გადასაღებ მოედანზე გველოდებოდნენ და გადაღების დასრულებისთანავე რესტორანში გაგვაქროლებდნენ ხოლმე. ხშირად ქალბატონი ნანაც მოგვყვებოდა საქეიფოდ.

- მერეც გადაიკვეთა თქვენი გზები, თუნდაც გადასაღებ მოედანზე?

- როგორ არა. ქალბატონი ნანას კიდევ ერთ ფილმში - "შემთხვევა ავტობუსში" გრიშა წიტაიშვილთან ერთად ვითამაშე, მერე კი... დაახლოებით, 6-7 წლის წინათ იმერეთში იყო რაღაც საქმეზე ჩამოსული და ერთ ოჯახში შევიკრიბეთ. გადაღების ამბებიც გაიხსენა და საათი მაჩვენა: ბატონო ანზორ, ეს საათი გახსოვთო? შევხედე და... როგორ არ მახსოვდა, ის საათი იპოლიტე ხვიჩიამ აჩუქა და ძალიან უყვარდა ქალბატონ ნანას, ხელიდან არ იშორებდა... ისეთი ქალი იყო, ყველაფერი გულთან მიჰქონდა: სიხარულიც, ტკივილიც, მწუხარებაც, ბედნიერებაც (ხმაზე შევატყვე, ცრემლი მოერია - ავტ.)...
რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ! გუშინაც უჩვენეს ტელევიზიით "პირველი მერცხალი". ვუყურებდი და გული მტკიოდა - რამდენიმე კაციღა დავრჩით ცოცხალი. ახლა ნანაც გამოგვაკლდა და... შესანიშნავი პიროვნება წავიდა ამ ქვეყნიდან და შესანიშნავი შემოქმედება - ფილმები დაგვიტოვა. სამწუხარო ამბავია, ძალიან სამწუხარო. ტკბილი მოგონების მეტი რაღა დაგვრჩენია!

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (10)
ნინა
31 მარტი 2016 14:17
რატომღაც დიდი ნიკო ლორთქიფანიძის არაჩვეულებრივი სიტყვები მომაგონდა ახლა, ,,თავსაფრიანი დედაკაციდან": ,,დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან..." ნათელში იყოს ნანა მჭედლიძის სული!....
Tamuna
31 მარტი 2016 10:20
Guldasawyveti ambavia.gmertma natelshi amyofos misi suli.getanxmebit vis calia chkviani adamianebistvis.gamaxsenda erti anegdoti.qalishvilebi marjvniv dasxedito gatxovilebi marjvnivo.da bozebi sad davsxdeto .ikitxa ertma bozma.tqven lojashio.maq vin gakadrebt dajdomaso.dges bosebs afaseben da zenitshi ayavt am sulit maxinj wamyvanebs.tuar ginda gadarteto.sad jandabashi gadavrto yvelgan seqsi seqsio ismis
თამარი
30 მარტი 2016 21:47
აცხონოს ღმერთმა, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, პირადად გამოვცადე მაგის სიკეთე და მოყვასისათვის თავდადება. კიდევ ერთხელ მადლობა მას ამისათვის
ლალი ჯანიკაშვილი
30 მარტი 2016 18:51
მარტო წკრიალაშვილზე ვლაპარაკობთ? ყოველდღე წერენ ინტერნეტში კოშკელიშვილმა ვახშმად რა მიირთვა და ამის გამო რა დაესიზმრა. ნანა მჭედლიძე რაში სჭირდებოდათ უბადრუკ ჯაჯანიძეს, ეშმაკის მოციქულ მაია ასათიანს და "ელიტარულ" ჟორჟოლიანს, ან მის "უდიდებულესობა" ხოფერიას? ცოტანი არიან ტელეეკრანზე გამოსაჩენი სურამელაშვილები და დანი და ძმანი მათნი?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დღის კითხვადი სტატიები