31 მარტიდან დაიწყო გათამაშება, სადაც ყველა ბილეთი მომგებიანია!
04-04-2016
31 მარტიდან დაიწყო გათამაშება, სადაც ყველა ბილეთი მომგებიანია!
უპრეცედენტო გათამაშება მკითხველისთვის, რომლის მსგავსი საქართველოში ჯერ არ ყოფილა

ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა მოიგოს: იაპონური ავტომობილი, ერთკვირიანი საგზური ევროპაში 2 ადამიანზე, 3 000-ლარიანი ავეჯის ვაუჩერი, აიფონ-6ს
და რაც მთავარია, 200 000 წიგნი! ეს პირველი წამახალისებელი ლატარიაა, რომელშიც ყველა ბილეთი ყველაზე ღირებულ ნივთს - წიგნს იგებს. სწორედ ამიტომ იქცა გათამაშების მთავარ სლოგანად - #იკითხედამოიგებ

ვისაც კითხვა უყვარს და ვისთვისაც წიგნები მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს, ან უბრალოდ, სიურპრიზები და მოგების განცდა ახარებს, "პალიტრა L"-ი
გრანდიოზულ სიახლეს სთავაზობს. 31 მარტიდან გამომცემლობამ ლიტერატურის მოყვარულებისთვის გათამაშება დაიწყო, რომელიც თავისი შინაარსითა და თამაშის წესებით უნიკალურია და სხვა გათამაშებებისგან თვისებრივად განსხვავდება - რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, ეს არის გათამაშება, სადაც ყველა ბილეთი მომგებიანია. გარდა იმისა, რომ წიგნების მსგავსი მასშტაბის გათამაშება არასოდეს გამართულა, ეს პირველი
წამახალისებელი ლატარიაა, რომელშიც ყველა ბილეთი ყველაზე ღირებულ ნივთს - წიგნს იგებს.
სწორედ ამიტომ იქცა გათამაშების მთავარ სლოგანად - #იკითხედამოიგებ. ასევე, მასში მონაწილე ნებისმიერ მსურველს კი შესაძლებლობა ეძლევა მოიგოს: იაპონური ავტომობილი, ერთკვირიანი საგზური ევროპაში 2 ადამიანზე, 3 000-ლარიანი ავეჯის ვაუჩერი, აიფონ-6ს და რაც მთავარია, 200 000 წიგნი!

გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია: 31 მარტიდან წიგნის მაღაზიებში ყოველ 20-ლარიან შენაძენზე (გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებზე) მკითხველი გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს, რომლის გადასაფხეკი ველიც ადგილზე უნდა გადაფხიკოს - ყველა მკითხველს, ვინც მაღაზიაში 20 ლარის ღირებულების შენაძენს გააკეთებს, გარანტირებულ პრიზი - წიგნი შეხვდება. საჩუქრის მიღების შემდეგ კი, ბილეთის მეორე ნაწილის შევსებაა აუცილებელი, რომელიც მაღაზიაში განთავსებულ სპეციალურ ყუთში შეგროვდება. ყუთში დაგროვილი ბილეთები 29 მაისს გათამაშდება, სადაც ლატარიაში მონაწილეებს ოთხი მთავარი პრიზი ელოდებათ: ავტომობილი, ერთკვი­რიანი საგზური ევროპაში, 3 000-ლარიანი ავეჯის ვაუჩერი და აიფონ-6ს.

აღსანიშნავია, რომ გარანტირებულ პრიზებში გამოტანილია "გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ყველა წიგნი, მათ შორის, წიგნები ისეთი ბესტსელერი სერიებიდან, როგორიცაა "100 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული", ლიბერთინსის წიგნები, ენციკლოპედიები, საბავშვო ლიტერატურა და სხვა. 31 მარტს, გათამაშების პირველ დღეს, "ბიბლუსის" ყველა ფილიალში მკითხველის განსაკუთრებული აქტივობა შეიმჩნეოდა. გათამაშების პირველი გამარჯვებულებიც ლატარიის ოფიციალური დაწყებიდან რამდენიმე საათში გამოვლინდნენ.

თამარ სიხარულიძე, 25 წლის: "ბიბლუსს" თითქმის ყოველდღე ვსტუმრობ, აქაური გარემო ყოველთვის კარგ განწყობას მიქმნის, თუმცა სიურპრიზი, რომელიც მკითხველებს დღეს მოგვიწყვეს, სრულიად მოულოდნელი იყო. რაც მთავარია, საჩუქრად საკმაოდ ძვირად ღირებული წიგნი გადმომცეს - "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულიდან" "საოჯახო ენციკლოპედია". მეტიც, ავტომობილის მოგების შანსიც მაქვს, რაც ამ სიხარულს მიორმაგებს".

ვანო ბუჩუკური, 46 წლის: "ვიცოდი, რომ 31 მარტს "პალიტრა L"-ის გათამაშება იწყებოდა და წიგნის მაღაზიისკენ დილითვე ავიღე გეზი. ზოგადად, გამომცემლობა ყოველთვის საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევა. გათამაშებაც მორიგი უნიკალური პროექტია, რომელიც წიგნის მეტ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
29 მაისს ავტომობილი ან საგზური რომ ვერ მოვიგო, გული მაინც არ დამწყდება, რადგან დღეს სახლში საკმაოდ ძვირფასი წიგნებით დასაჩუქრებული ვბრუნდები".
გათამაშების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ როგორც სპეციალურ ვებგვერდზე www.palitral.ge/lottery, ასევე სოციალურ ქსელში ჰეშტეგით #იკითხედამოიგებ. მთავარი გათამაშება 29 მაისს, 18:00 საათზე, ტელეკომპანია Palitra News-ისა და "რადიო "პალიტრის" პირდაპირ ეთერში გაიმართება.

გათამაშება დაიწყო

"პალიტრა L"-ის გათამაშება 31 მარტს დაიწყო და 29 მაისს დასრულდება. დრო და ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.
მხოლოდ 200 000 მკითხველს ექნება ამ აქციაში მონაწილეობის საშუალება. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების მხრიდან გათამაშებას პირველი დღეებიდანვე დიდი დაინტერესება მოჰყვა, "პალიტრა L" აცხადებს, რომ ერთ პირზე 4 ბილეთზე მეტი ღირებულების წიგნები არ გაიცემა.

ამით შესაძლებლობა მიეცემა წიგნის ყველა მოყვარულს, რომ მოიგონ და მეტი მკითხველი ჩაერთოს გათამაშების პროცესში.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით