როგორია წარმატების ფორმულა
როგორია წარმატების ფორმულა
თინეიჯერები პროფესიის არჩევამდე საკუთარ თავს ეკითხებიან: "ეს ჩემი სფეროა? შემოსავლიანი სამსახური მექნება? თავს კომფორტულად ვიგრძნობ? წარმატებას როგორ მივაღწიო?". რა თქმა უნდა, ყველა პროფესიას თავისი პლუსები და მინუსები აქვს. მსახიობი დათო დარჩია და ჟურნალისტი თამთა ასათიანი გვირჩევენ, როგორ ავირჩიოთ საქმე, ჩამოვყალიბდეთ პროფესიონალებად და მივაღწიოთ წარმატებას.

დათო დარჩია: "მსახიობი სიმართლის მთქმელია. სცენისა და ეკრანის საშუალებით ხალხს ანახებს, რა პრობლემებია ქვეყანაში; რომელი ტრადიცია ან მიდგომაა მოძველებული და ა.შ. მიუხედავად კრიტიკის ქარცეცხლისა, მსახიობი უყვართ,
სწორედ ხალხის სიყვარულია ამ საქმის ყველაზე დიდი პლუსი. Yყველას ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ პროფესიული არჩევანის გაკეთებამდე და გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის დასაქმებული ვერ იქნებით. უმაღლესის დამთავრების შემდეგ არ არსებობს გარანტია, რომ რომელიმე თეატრში მალევე აგიყვანენ.

პირადად მე მე-10 კლასში გადავწყვიტე, რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი. ამაში მამა
ჩემმა და ჩემმა მამინაცვალმა დიდი როლი ითამაშეს, ორივე მსახიობი იყო. არტისტის შინაგანი სამყარო ძალიან განსხვავებულია, სწორედ თქვენმა ბუნებამ და თამაშის სიყვარულმა უნდა მიგახვედროთ, ხართ თუ არა მზად ცხოვრების ამ სტილისთვის: გასტროლები, რეპეტიციები და დროის დეფიციტი, რომელიც ოჯახში კონფლიქტებს წარმოშობს. ამიტომ ძალიან დაკვირვებით აირჩიეთ მეორე ნახევარი.
თუ მსახიობობას გადაწყვეტთ, თეატრს დიდი ყურადღება დაუთმეთ. ნამდვილი არტისტი, პირველ რიგში, თეატრში უნდა მუშაობდეს და პარალელურად კი, კინოში.
თუ გსურთ, წარმატებას მიაღწიოთ, ძალიან ბევრი უნდა იშრომოთ. რა თქმა უნდა, ბედმაც უნდა გაგიღიმოთ და მსახიობისთვის დამახასიათებელ ქარიზმასაც უნდა ფლობდეთ. არტისტი იხვეწება როლების მორგებისას, ამიტომ იარეთ კასტინგებზე და სცადეთ, რაც შეიძლება მეტი ითამაშოთ".

თამთა ასათიანი: "იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტიკის სირთულეს ვაცნობიერებდი, თინეიჯერობისას მყარად გადავწყვიტე, ეს პროფესია ამერჩია და არც მინანია. ამ სფეროში თავის დამკვიდრება ძნელია. ჩემი პროფესიის პლუსი ის არის, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა მიწევს, მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში ვარ, შუამავალი ვარ ხალხსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შორის, რაც დიდი პასუხისმგებლობაა.

ჟურნალისტი, რომელმაც ახლახან დაამთავრა უმაღლესი, ბევრ პრობლემას წააწყდება. ყველა კომპანიას გამოცდილი თანამშრომელი სჭირდება. პირადად მე სტუდენტობისას პრაქტიკული კურსი არ გამივლია, მაგრამ გამიმართლა და "პალიტრამედიაში" მოვხვდი. აქ დამხვდა პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მეხმარება განვითარებაში. თუ გსურთ, ჟურნალისტიკაში წარმატებას მიაღწიოთ, მუდმივად ახალი უნარები უნდა შეითვისოთ. ყოველი ახალი სიუჟეტი და რესპონდენტი რაღაც ახალს გასწავლით. აუცილებელია, იცოდეთ დროის ფასი! პროფესიონალებად ჩამოყალიბდებით, თუ გიყვართ თქვენი საქმე და შრომა, პლუს აუცილებლად უნდა გქონდეთ მოთმინების უნარი. თუ რამე არ იცით, კითხვა არასდროს არ მოგერიდოთ".

თათული ღვინიანიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები