"ლეონარდომ მითხრა, რომ რუსეთთან ომში საქართველოს გულშემატკივრობდა" - რა აკავშირებს ბაგრატიონების რძალს დიკაპრიოსთან?!
"ლეონარდომ მითხრა, რომ რუსეთთან ომში საქართველოს გულშემატკივრობდა" - რა აკავშირებს ბაგრატიონების რძალს დიკაპრიოსთან?!
ჟურნალი "გზა" 7 აპრილის ნომერში აქვეყნებს გულახდილი ინტერვიუს უცხოეთში წარმატებულ ქართველ მოდელ ქრისტინე ძიძიგურთან, რომლის როგორც ინტევიუდან ირკევვა თურმე გაზაფხულის დადგომასთან ერთად, საკუთარ გარეგნობაზე ფიქრს განსაკუთრებულად იწყებს და როგორც ამბობს, მისი სილამაზის საიდუმლო ჯანსაღი ცხოვრების სტილსა და ბუნებრიობაშია.

(ფოტოგალერეა)

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- დაასახელე შენთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი, რომელიც მეუღლეს მოურთმევია.
- ჩემთვის ყველაზე ძვირფასია მეუღლის ნაჩუქარი მწვანე ყელსაბამი, რომელიც გაცნობის შემდეგ მაჩუქა, იმის ნიშნად, რომ დარწმუნებული იყო ჩემ მიმართ
საკუთარ გრძნობებში.

- ამჟამად რას საქმიანობ?

- ბოლო დროს, მე და ჩემი მეღლე ძირითადად, საქართველოში ვართ. ახლა, მაგისტრატურაზე გავაგრძელე სწავლა... თავისუფალ დროს მეუღლეს ვეხმარები საქმეების მოგვარებაში.

- ევროპაში ცხოვრებისას უამრავ ცნობილ ადამიანს შეხვედრიხარ... როგორც ვიცი, პირადად იცნობ ლეონარდო დიკაპრიოს. სად გაიცანი ის?
- ლეონარდოს რამდენჯერმე
შევხვდი: ჯერ კანის კინოფესტივალზე და შემდეგ - პარიზში. ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს ომზეც. მან ყველაფერი იცოდა და ისიც მითხრა, რომ ამ ომში საქართველოს გულშემატკივრობდა. ვფიქრობ, ის ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ადამიანია. მისთვის "ოსკარის" გადაცემის ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ალბათ იმიტომ, რომ მისი თაყვანისმცემლები დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ ლეონარდოს დაჯილდოებას და ახლა, როცა მას "ოსკარი" გადასცეს, ხალხისგან სიხარულსა და კმაყოფილებას ვერ ფარავდა. მეც მიხარია ამ ადამიანის წარმატება! (იხილეთ ინტერვიუ სრულად ჟურნალ "გზის" 7 აპრილის ნომერში)

ცნობისთვის:
წარმატებული მოდელი ქრისტინე ძიძგური ერეკლე მეორის შთამომავლის, პრინც ხუან (იოანე) ბაგრატიონის მეუღლეა. ის საფრანგეთში "დიორის" პარფიუმის სახლის სახე გახლდათ, საქართველოდან გამგზავრებამდე კი ის ანსამბლ "ერისიონში" ცეკვავდა, 2008 წელს "ვიცე მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა და იმონაწილევა მალაიზიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში.

2010 წელს თბილისში მოდის კვირეულზე ქრისტინე ფრანგმა მოდის კრიტიკოსებმა ერთწლიანი კონტრაქტით პარიზში მიიწვიეს. ქართველმა მოდელმა ცნობილი ბრენდების მიერ გამოცხადებული კასტინგები წარმატებით გაიარა და სამოდელო სფეროში წარმატებასაც მიაღწია. მომავალი მეუღელც სწორედ საფრანგეთში გაიცნო.

ხუანის (იოანე) ძარღვებში როგორც ქართველი, ისე ევროპელი მონარქების სისხლი ჩქეფს. მამის მხრიდან ესპანეთში მცხოვრები მუხრანელი ბაგრატიონების შთამომავალი, ირაკლი ბაგრატიონის შვილიშვილია. ხუანმა ბავშვობა მადრიდში გაატარა. გარკვეული პერიოდი ესპანეთში და ბრიტანეთში ცხოვრობდა, შემდეგ პარიზში გადავიდა. პრინცი ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული.
"ჩვენი საერთო ნაცნობები მეუბნებოდნენ, რომ ქრისტინე კარგ მეგობრობას გამიწევდა, საქართველოსა და ქართველებს უკეთ გამაცნობდა, მაგრამ როცა ის ვნახე, მეგობრობა აღარ მინდოდა, გაცილებით მეტი მომინდა". - ხუან (იოანე) ბაგრატიონი

"ჩემთვის სიყვარული შანსია. როცა ადამიანს შანსი აქვს, ვინმე უყვარდეს, ეს დიდი ბედნიერებაა", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ქრისტინე ძიძგური.

იხილეთ ფოტოგალერეა




მკითხველის კომენტარი (16)
დავით 67
08 აპრილი 2016 20:31
აზრი გამოითქვა რუსეთის დუმაში დი კაბრიო კულტურის მინისტრად დავნიშნოთო, სანქციები მოგვეხსნებაო! ეს რა თქმა უნდა ხუმრობისმაგვარი იყო,მაგრამ როცა ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ამის შესახებ ლეონარდოს, უპასუხა რომ ეს მისთვის დიდი პატივია! პუტინსაც შეხვდა როცა მოსკოვში იყო ღა თბილი სიტყვებიც არ დაიშურა! ასე რომ ომის დროს როგორ გვბალელშიკობდა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს
:)
07 აპრილი 2016 21:41
უიმე, დიკაპრიოზე აქვს ხელი ჩამორთმეული? მაშინ ჰო
...
07 აპრილი 2016 20:31
Miyvars es gogo.
ალექსი
07 აპრილი 2016 18:25
სიტყვა "იმონაწილევა", აბსოლიტურად გამართული ქართულია. აქ ზოგიერთ "განათლებულს" იმიტომ ეხამუშა ეს სიტყვა, რომ მას ფაქტიურად ძალიან იშვიათად ხმარობენ ქართველები. თუმცა ამ "განათლებულ" სუბიექტებს, თავი განათლებული გონიათ.
მმმ
07 აპრილი 2016 17:46
რაღა გიჭირს :)
lali
07 აპრილი 2016 16:40
?????-ს, ... -ს და მოქალაქე-ს, წერა-კითხვა თუ არ იცით, კომენტარების წერას შეეშვით!!!! იხ: ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი
guri
07 აპრილი 2016 16:13
შენ გაიხარე შენი ქმარ-შვილიტ ჩემო მოგვარე ანგელოზო.
მარი
07 აპრილი 2016 14:29
შანსი მომეცაო-ამბობს.ასეთ შანსს არცერთი ქართველი გოგო არ გაუშვებს ხელიდან.სიყვარული რა შუაშია???მთავარია იყოს ფული და ხუანიც კი პრინცად გეჩვენება...
misha
07 აპრილი 2016 13:50
საქართველოს ანუ სააკაშვილს
mefe
07 აპრილი 2016 13:01
ხელმოცარული ცოლ ქმარია,ჯერჯერობიტ ვერავინ დააბოლეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები