"ლეონარდომ მითხრა, რომ რუსეთთან ომში საქართველოს გულშემატკივრობდა" - რა აკავშირებს ბაგრატიონების რძალს დიკაპრიოსთან?! - კვირის პალიტრა

"ლეონარდომ მითხრა, რომ რუსეთთან ომში საქართველოს გულშემატკივრობდა" - რა აკავშირებს ბაგრატიონების რძალს დიკაპრიოსთან?!

ჟურნალი "გზასთან" გულახდილ ინტერვიუში ბაგრატიონების რძალმა, უცხოეთში წარმატებულმა ქართველმა მოდელმა ქრისტინე ძიძიგურმა ლეოარდო დიკაბრიოსთან შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათი საუბარი რუსეთ -საქართველოს ომს შეეხო.

(ფოტოგალერეა)

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- დაასახელე შენთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი, რომელიც მეუღლეს მოურთმევია.

- ჩემთვის ყველაზე ძვირფასია მეუღლის ნაჩუქარი მწვანე ყელსაბამი, რომელიც გაცნობის შემდეგ მაჩუქა, იმის ნიშნად, რომ დარწმუნებული იყო ჩემ მიმართ საკუთარ გრძნობებში.

- ევროპაში ცხოვრებისას უამრავ ცნობილ ადამიანს შეხვედრიხარ... როგორც ვიცი, პირადად იცნობ ლეონარდო დიკაპრიოს. სად გაიცანი ის?

- ლეონარდოს რამდენჯერმე შევხვდი: ჯერ კანის კინოფესტივალზე და შემდეგ - პარიზში. ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს ომზეც. მან ყველაფერი იცოდა და ისიც მითხრა, რომ ამ ომში საქართველოს გულშემატკივრობდა. ვფიქრობ, ის ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ადამიანია. მისთვის "ოსკარის" გადაცემის ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ალბათ იმიტომ, რომ მისი თაყვანისმცემლები დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ ლეონარდოს დაჯილდოებას და ახლა, როცა მას "ოსკარი" გადასცეს, ხალხისგან სიხარულსა და კმაყოფილებას ვერ ფარავდა. მეც მიხარია ამ ადამიანის წარმატება! (იხილეთ ინტერვიუ სრულად ჟურნალ "გზის" 7 აპრილის ნომერში)

ცნობისთვის: წარმატებული მოდელი ქრისტინე ძიძგური ერეკლე მეორის შთამომავლის, პრინც ხუან (იოანე) ბაგრატიონის მეუღლეა. ის საფრანგეთში "დიორის" პარფიუმის სახლის სახე გახლდათ, საქართველოდან გამგზავრებამდე კი ის ანსამბლ "ერისიონში" ცეკვავდა, 2008 წელს "ვიცე მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა და იმონაწილევა მალაიზიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში.

2010 წელს თბილისში მოდის კვირეულზე ქრისტინე ფრანგმა მოდის კრიტიკოსებმა ერთწლიანი კონტრაქტით პარიზში მიიწვიეს. ქართველმა მოდელმა ცნობილი ბრენდების მიერ გამოცხადებული კასტინგები წარმატებით გაიარა და სამოდელო სფეროში წარმატებასაც მიაღწია. მომავალი მეუღელც სწორედ საფრანგეთში გაიცნო.

ხუანის (იოანე) ძარღვებში როგორც ქართველი, ისე ევროპელი მონარქების სისხლი ჩქეფს. მამის მხრიდან ესპანეთში მცხოვრები მუხრანელი ბაგრატიონების შთამომავალი, ირაკლი ბაგრატიონის შვილიშვილია. ხუანმა ბავშვობა მადრიდში გაატარა. გარკვეული პერიოდი ესპანეთში და ბრიტანეთში ცხოვრობდა, შემდეგ პარიზში გადავიდა. პრინცი ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული.

"ჩვენი საერთო ნაცნობები მეუბნებოდნენ, რომ ქრისტინე კარგ მეგობრობას გამიწევდა, საქართველოსა და ქართველებს უკეთ გამაცნობდა, მაგრამ როცა ის ვნახე, მეგობრობა აღარ მინდოდა, გაცილებით მეტი მომინდა". - ხუან (იოანე) ბაგრატიონი

"ჩემთვის სიყვარული შანსია. როცა ადამიანს შანსი აქვს, ვინმე უყვარდეს, ეს დიდი ბედნიერებაა", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ქრისტინე ძიძგური.

იხილეთ ფოტოგალერეა