უპრეცედენტო გათამაშებაში უკვე 6 805 გამარჯვებული გამოვლინდა - ყველა ბილეთი მომგებიანია! - კვირის პალიტრა

უპრეცედენტო გათამაშებაში უკვე 6 805 გამარჯვებული გამოვლინდა - ყველა ბილეთი მომგებიანია!

გათამაშების დაწყებისთანავე მაღაზიაში წიგნის მსურველთა რიგი დადგა. ჩვენ გვინდა, რომ საჩუქარი რაც შეიძლება მეტ მკითხველს ერგოს. სწორედ ამიტომ, ერთ ჯერზე თითო მკითხველი მაქსიმუმ ოთხ მომგებიან ბილეთს მიიღებს

"ვიცოდი, რომ საჩუქრად წიგნს გადმომცემდნენ, მაგრამ ვერც კი წარმომედგინა, 20-ლარიანი შენაძენის შემთხვევაში, 65-ლარიან "დიდ ვიზუალურ ენციკლოპედიას" თუ მივიღებდი"

"პალიტრა L"-ის გრანდიოზულ გათამაშებას მკითხველის უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა - მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში 6 805 წიგნი გათამაშდა, რამაც მოლოდინს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, 31 მარტიდან, 2 თვის განმავლობაში, წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში", "პალიტრა L"-ის გამოცემულ წიგნებზე, ყოველ 20-ლარიან შენაძენზე, მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს, ველის გადაფხეკის შემდეგ კი გარანტირებულ პრიზს - წიგნს მოიგებს. გათამაშებაშია 400 დასახელების 200 000 წიგნი. გარდა გარანტირებული პრიზისა, მომხმარებელი 29 მაისს მთავარ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც გაქვთ შანსი, მოიგოთ გრანდიოზული პრიზები - ავტომობილი, ერთკვირიანი საგზური ევროპაში, 3.000-ლარიანი ავეჯის ვაუჩერი და IPHONE 6S.

ლატარიაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი იმდენად მაღალია, რომ ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, ბილეთებზე შეზღუდვაც კი დაეწესებინათ.

თათია ნიკოლეიშვილი, "ბიბლუსის" კონსულტანტი: -გათამაშების დაწყებისთანავე წიგნის მაღაზიებში რიგები დადგა, მომხმარებელმა დაიწყო დიდი რაოდენობით წიგნების შეძენა, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა ჩვენი ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. შეგახსენებთ, რომ სულ თამაშდება 200 000 ბილეთი და შესაბამისად, საჩუქრად გადასაცემი წიგნების რაოდენობაც - 200 000-ია. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი მკითხველი დავასაჩუქროთ, ამიტომ დავაწესეთ მცირე შეზღუდვა, ერთ ჯერზე თითო მყიდველი მაქსიმუმ 4 ბილეთს მიიღებს. ამ ფაქტმა თავდაპირველად მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ავუხსენით, რომ დამატებით ბილეთების მისაღებად შეეძლოთ სხვა ფილიალებისთვის მიემართათ ან მომდევნო დღეს შეეძინათ იმავე ფილიალში.

კონსულტანტთან გასაუბრების შემდეგ, გათამაშების გამარჯვებულებსაც გავესაუბრეთ:

ლევან დათეშიძე, მკითხველი: "გათამაშებებში მონაწილეობას არასოდეს ვიღებ, ამის ბედი ვინ მომცა-მეთქი, ვამბობდი. თუმცა, როგორც კი შევიტყვე, რომ "პალიტრა L"-ის გათამაშების ყველა ბილეთი მომგებიანია, არც კი დავფიქრებულვარ, მაშინვე "ბიბლუსს" ვესტუმრე. ვიცოდი, რომ საჩუქრად წიგნს გადმომცემდნენ, მაგრამ ვერც კი წარმომედგინა, 20-ლარიანი შენაძენის შემთხვევაში, 65-ლარიან "დიდ ვიზუალურ ენციკლოპედიას" თუ მივიღებდი. ეს მართლაც უპრეცედენტო გათამაშებაა".

გარანტირებულ პრიზებში გამოტანილია "პალიტრა L"-ის ყველა წიგნი, მათ შორის, ძვირად ღირებულიც. მაგალითად, წიგნები სერიებიდან: "100 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული", ლიბერთინსის წიგნები, ენციკლოპედიები, საბავშვო ლიტერატურა და სხვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 20-ლარიანი შენაძენით, შესაძლოა, ბევრად ძვირად ღირებული წიგნი მიიღოთ საჩუქრად.

გთავაზობთ გათამაშებაში მონაწილე რამდენიმე წიგნის მოკლე ანოტაციას:

"დიდი ვიზუალური ენციკლოპედია"

"დიდი ვიზუალური ენციკლოპედია" 18 თემად არის დაყოფილი, თითოეული, თავის მხრივ, სპეციფიკურ ქვეთემებად იყოფა. თემატურად დალაგებულ თითოეულ ტერმინსა და განმარტებას ახლავს შესაბამისი, ზუსტი ილუსტრაცია, რაც საგნებისა თუ მოვლენების უკეთ აღქმის საშუალებას იძლევა. მასში სრულყოფილად არის წარმოდგენილი თანამედროვე ტექნოლოგიური თუ ჰუმანიტარული ტერმინები, რომელთაც დღეს იყენებს ის საზოგადოება, რომლის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია მეცნიერება, ტექნოლოგია და მათი პროდუქტი.

"დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" ფასი 65 ლარია.

დიდი მხატვრები

წიგნების სერია რჩეულ ფერმწერებზე - შედევრები და ისტორიები.

მისი ღირებულება 20 ლარია.

შტეფან ცვაიგის კომპლექტი - სერია "ჩემი რჩეული მსოფლიო"

რჩეულ ავტორთა რჩეული ნაწარმოებები ჟურნალ "გზასთან" ერთად ვრცელდება. ქართველი მწერლების შემდეგ, სერიით "ჩემი რჩეული მსოფლიო" მსოფლიო კლასიკოსებისა თუ თანამედროვე ლიტერატურის საუკეთესო წარმომადგენელთა ნაწარმოებებს გთავაზობთ. თითოეული მწერლის წიგნების "რჩეული", რომელიც 2-დან 10-მდე ტომისგან შედგება, თქვენს საოჯახო ბიბლიოთეკას შედევრებით გაამდიდრებს.

მისი ფასი 40 ლარია.

ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორია"

"ქართველი ერის ისტორია" ქართული ისტორიოგრაფიის დიდი მონაპოვარია. ეს ნაშრომი წიგნად საუკუნის წინ, 1908 წელს გამოიცა, მაგრამ დღემდე არ დაუკარგავს სამეცნიერო მნიშვნელობა. მართალია, ახალი წყაროებისა და აღმოჩენების საფუძველზე ბევრი საკითხი ახლებურადაა გააზრებული თუ დაზუსტებული, მაგრამ ივანე ჯავახიშვილის დაკვირვებები, ამა თუ იმ მოვლენის მისეული ინტერპრეტაცია დღემდე ფასდაუდებელია.

კომპლექტი წიგნების მაღაზიაში 60 ლარი ღირს.

გრილი - გრილზე მომზადებული კერძები

წიგნში წარმოდგენილია ყველა სახის სტეიკის, ჰამბურგერის, ძეხვის, ქათმის, ზღვის პროდუქტებისა და პიცის 200 უგემრიელესი კლასიკური, ტრადიციული რეცეპტი, ასევე საოჯახო და საინტერესო კერძების რეცეპტები მსოფლიოს ცნობილი სამზარეულო კულტურიდან. წიგნში ახსნილია კერძის მომზადებისას რა ხელსაწყოების გამოყენება სჯობს საუკეთესო შედეგის მისაღებად როგორც სახლის პირობებში, ისე პიკნიკის დროს. ეს ერთადერთი და უნიკალური წიგნია, რომელიც თქვენ გრილზე მომზადებისას დაგჭირდებათ.

მისი ღირებულება 35 ლარია.

წიგნების სრული ჩამონათვალი და გათამაშების პირობები იხილეთ ვებ-გვერდზე: www.palitral.ge/lottery

რუსუდან შელია