"მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ქართველი ერი მისი ღირსი არ არის"
"ადამიანს არ შეუძლია სამოთხის შექმნა დედამიწაზე, მაგრამ როდესაც დროდადრო ამპარტავნობა უჩნდება, ჯოჯოხეთს აკეთებს დედამიწაზე. ქართველებმა კი ამ 7 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში პატარა ჯოჯოხეთუკა გავაკეთეთ", - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელსაც დღევანდელი ქართული რეალობის შეფასება ვთხოვეთ.

- ედუარდ გიბონის შვიდტომეულში "რომის იმპერიის დაცემა" რომ არის ასახული, დაახლოებით იმგვარი რამ ხდება საქართველოში. დაცემის, დეკადანსისა და დასასრულის მომსწრენი ვართ. დასასრულში მხოლოდ ხელისუფლების დასასრულს არ ვგულისხმობ. ისევე როგორც ბარბაროსების მოსვლისა და რომის იმპერიის
დაცემის ჟამს გამოჩნდნენ პირველი ქრისტიანები,  ახლაც ამ დაცემასთან ერთად ვხედავთ, რომ ასპარეზზე თითო-ოროლა წესიერი კაციც გამოერია. ეს დასასრული რაღაცის დასაწყისიცაა და ყველაფერი დაახლოებით 25 წელში მიიღებს ჩამოყალიბებულ სახეს. 

KvirisPalitra.Ge- ერთგან ბრძანეთ, ამ დღეებში ზღვარი გაივლო ნორმალურობასა და არანორმალურობას შორისო.
- არანორმალურობა სწორედ ის არის, რასაც
საქართველოში ქარიზმას უწოდებენ. ქართველი საზოგადოება ამპარტავნობით გამოირჩევა, თითოეულს ჰგონია, სხვაზე მაღლა დგას. აქედან გამომდინარეობს უნდობლობა ჭკვიანი ადამიანებისადმი, ადამიანი კი,  რომელიც ზეემოციურია, გულწრფელად აღიქმება.

ასე იყო გამსახურდიას და ასეა სააკაშვილის შემთხვევაშიც. ჩვენთან რატომღაც მიაჩნიათ, კაცი, რომელიც აზროვნებს, რაღაცას მალავს და ცუდი ტიპია, ზეემოციური კი გულწრფელია და პატიოსანიო. ქართველებს სნობიზმისკენ აქვთ მიდრეკილება. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ კაცმა ხუთი ენა იცის (ასე იყო გამსახურდიასა და ასეა სააკაშვილის შემთხვევაშიც) და რას ლაპარაკობს ამ ენებზე, ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. გაჩეჩილაძეს კიდევ ორი ენა რომ სცოდნოდა, სააკაშვილის დიდი კონკურენტი იქნებოდა.

- ალბათ, დროა, გაჩეჩილაძემაც ისწავლოს.
- მაგრამ ისე არ გამოვიდეს, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გრიგოლ ორბელიანის მიმოწერაშია. ნიკოლოზ ბარათაშვილი სწერს გრიგოლ ორბელიანს, - ძია, გავიგე, ფრანციცულის სწავლა დაგიწყია და ეს იმ ამბავს ჰგავს, კინტოს ჭიანურის დაკვრას რომ ასწავლიდნენ, საიქიოს გამოადგებაო.

ამ შვიდმა წელმა ისეთი გავლენა მოახდინა ხალხზე, არ გამიკვირდება, ისეთი პრეზიდენტი აირჩიონ, რომელსაც არც კომპიუტერი ეცოდინება და არც ინგლისური.

- ფილოსოფოსის აზრით, რას ემსახურებოდა ხელისუფლების უცნაური ექსპერიმენტი საზოგადოებაზე, ნერვების გამოცდას?
- მიხეილ სააკაშვილს ძალიან ეცოდება საკუთარი თავი. მიაჩნია, რომ სხვა ქვეყანაში უნდა დაბადებულიყო, რომ ქართველი ერი მისი ღირსი არ არის, ის მასზე მაღლა დგას. როდესაც რუსები ბერლინში შედიოდნენ, ადოლფ ჰიტლერმა თქვა, გერმანელი ხალხი ჩემი ღირსი არ არისო. ამის მერე მეტროში წყალი ჩაუშვა და ათასობით ბერლინელი იმსხვერპლა. დაახლოებით ასეთი ტიპის აქტს ველოდები სააკაშვილისგანაც. მისნაირი ადამიანისაგან ბევრი რამ არის მოსალოდნელი. მიაჩნია, რომ ზეადამიანია და სხვა მორალი აქვს, ვიდრე უბრალო მოკვდავს. მისი აზრით, ჩვეულებრივი ადამიანი მშიშარა,  ლაჩარია და მასზე ექსპერიმენტის ჩატარებაც შეიძლება. სააკაშვილი ისე ექცევა ხალხს, როგორც გერმანელები - ებრაელებს.

- რატომ ექცევა ხელისუფლება ასე უდიერად მოსახლეობას, რომელმაც 2003 წელს აჩვენა, რომ რევოლუციის მოწყობა თუ არა, მასში მონაწილეობა მაინც შეუძლია?
- 2003 წელს მოდელირებული რევოლუცია იყო. სინამდვილეში ეს იყო შიდაგადატრიალება, რადგან ახალგაზრდებს ძალიან მალე უნდოდათ ხელისუფლებაში მოსვლა. ეს რევოლუცია ზეკაცის იდეოლოგიისა და ზვიადისტური რევანშიზმის შერწყმა იყო. თავისუფლების ინსტიტუტი პროფესორ დოუელის თავივით იყო, რომელსაც არ ჰქონდა სხეული. ამ სხეულად ზვიადისტური რევანშიზმი იქცა.

შესაძლოა,  გვიკვირდეს,  როგორ შეიძლება ერთ მთლიანობად იქცეს ნუგზარ წიკლაური და  ნიკა რურუა, რადგან თავის დროზე რურუამ  ნუგზარ წიკლაურს სცემა. ასევე უნდა გვიკვირდეს, როგორ არიან ერთად ლელა ოჩიაური და გიგა ბოკერია? საქმე ისაა, რომ რევოლუციურ ელიტას არ ჰქონდა საკმარისი ენერგია. მათ სჭირდებოდათ ათწლეულობით დაგროვილი ბოღმა, რომელიც სწორედ ზვიადიზმში იყო. ზვიადიზმის უარყოფითი ენერგია შეერწყა უტოპიურ წარმოდგენებს, რომ ქართველი ხალხისაგან ახალი ნაცია უნდა შეექმნათ. აი, ამის სინთეზის შედეგად მივიღეთ არსებული ხელისუფლება.

- როგორ უნდა მოიქცეს ქართველი საზოგადოება, რომ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწიოს?
- ხელისუფლების ამპარტავნობასა და ზიზღს ახსნა აქვს: ადამიანს ვიღაც მაშინ ეზიზღება, როდესაც მისი ეშინია. ხელისუფლებას ხალხის ეშინია. ეს ლომისა და მომთვინიერებლის ურთიერთობას ჰგავს. მომთვინიერებელი თუ პროფესიონალი არ არის, შესაძლოა, ლომმა შეჭამოს.

ხალხი ხედავს, რომ რეალურად ხელისუფლება არ აღმოჩნდა არც დასავლური, არც პროფესიონალი; პრეზიდენტმაც 5 ენა ძალიან ზედაპირულად იცის და ზოგიერთ ენაზე სინტაქსურ და მორფოლოგიურ შეცდომებსაც  უშვებს. სამწუხაროდ, ის აღმოჩნდა აბორიგენი, რომელიც გარეგნულად ჰგავს ინგლისელ კოლონიზატორს, მაგრამ აკლია 300-წლიანი ბალახის ჭრის კულტურა.

ჩვენ მაშინ გამოვიწვევთ პატივისცემას, როდესაც თამამად ვიტყვით, რომ ვართ აზია. დემოკრატია აზიაშიც რომ შეიძლება იყოს, ამის მაგალითი იაპონიაა. თავისი ბუნებით ქართველი არაბს უფრო ჰგავს, ვიდრე ფრანგს, მაგრამ რატომღაც მიაჩნია, რომ ფრანგი უფრო კულტურულია. მე კი არაბი არანაკლებ კულტურულად მიმაჩნია თავისი უძველესი ცივილიზაციით.

მე-20 საუკუნის დასაწყისში თედო სახოკია რომ ჩავიდა ვენაში, ნახა, რომ ევროპელები არ იბანდნენ და თბილი წყლის კულტურა არ ჰქონდათ. საუკუნეების წინ კომფორტი და ცივილიზაცია სწორედ აზიაში იყო. ის, რაც კულტურული და ცივილიზებული გვგონია, ევროპაში გუშინ შეძენილი ჩვევაა. არ გვინდა ვიღაცების მიმბაძველობა. თამამად ვთქვათ, ვინც ვართ და მეტ პატივისცემას დავიმსახურებთ.
leqerti
29 მარტი 2010 10:26
ეს როგორო გენიოსი გვყოლია ომეხ აფრასიძის სახით,აქამდე სად იყავი "უშგულის სხივო"?შენისთანა ღრმად მოაზრობნე ადამიანის ჩრდილში ყოფნა აბა როგორ იქნებოდა ,ჭკუის კოლოფო? მიდი კიდევ დაახვახე ბრდზნულაზრები!
enigma
28 მარტი 2010 00:36
ლექერტი ჩემი აზრით სახელისა და გვარის პირველი ასოები უნდა იყოს. მაგალითად ლენა ქერტლიანი.
omex afrasidze
27 მარტი 2010 23:54
leqerti ეს ვინ ოხერი და ახალკაცუნა გამოტყვრა Alex ეს ვინღა გამოტყვრა.
ერთდაიგივე როჟაა,აბა სიტყვას "გამოტყვრას", გორსალა ხიხოს მეტი ვინ იხმარს.რაც მეტი შენაირი გორსალა დაწერს მიტმეტი დააკლდება შენს კუმირს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები