ძვირფასო აბონენტებო! - კვირის პალიტრა

ძვირფასო აბონენტებო!

გაცნობებთ, რომ 2010 წლის 12 მარტიდან სს "გაერთიანებული ტელეკომის" ნაცვლად, სატელეკომუნიკაციო მომსახურებას გაგიწევთ შპს "სილქნეტი". 2010 წლის მარტიდან საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ახალი კომპანია "სილქნეტი" შემოდის, რომელიც სამი დიდი კომპანიის - სს "გაერთიანებული ტელეკომის", შპს "ვანექსის" და შპს "აჭარის ელექტროკავშირის" გაერთიანების შედეგად შეიქმნა.

კომპანია "სილქნეტის" ახალი მენეჯმენტის მიზანი აბონენტების მაღალხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრული სატელეკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველყოფაა. "სილქნეტის" სამომავლო სტრატეგია აბონენტებზე მაქსიმალური ორიენტაცია და მათთვის კომფორტის შექმნაა. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე სამი წამყვანი კომპანიის გაერთიანების მიზანიც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.

ამ ეტაპზე უცვლელი რჩება სს "გაერთიანებული ტელეკომის",  შპს "ვანექსის" და შპს "აჭარის ელექტროკავშირის" აბონენტების (ფიზიკური და იურიდიული პირები) მომსახურების წესები და სატარიფო გეგმა. ნებისმიერი ცვლილების შესახებ მომსახურების წესებში და/ან სატარიფო გეგმაში აბონენტებს ეცნობებათ მინიმუმ ორი კვირით ადრე.

იმ აბონენტთა (ფიზიკური პირების) საყურადღებოდ, რომელთაც სს "გაერთიანებული ტელეკომის" ანგარიშზე შეტანილი აქვთ თანხები ავანსად: სს "გაერთიანებული ტელეკომის" აბონენტის ანგარიშზე ავანსად არსებული თანხა ავტომატურად  შპს "სილქნეტში" შექმნილ აბონენტის ანგარიშზე გადავა. შესაბამისად, 2010 წლის 12 მარტიდან ავანსის გახარჯვა აბონენტების მიერ მოხდება იმავე პირობებით, როგორც სს "გაერთიანებულ ტელეკომში".

იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს არ სურს აღნიშნული ავანსის გადატანა მოხდეს შპს "სილქნეტის" ანგარიშზე, იგი უნდა გამოცხადდეს 30 დღის ვადაში სს "გაერთიანებული ტელეკომის" ნებისმიერ სერვის-ცენტრში და წერილობით განაცხადოს აბონენტის ანგარიშზე ავანსად არსებული თანხის უკან გატანის შესახებ. განაცხადში ასევე აბონენტმა უნდა მიუთითოს ბანკის ანგარიშის ნომერი, სადაც მას გადაერიცხება აღნიშნული თანხა.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თუ აბონენტი არ გამოცხადდება 30 დღის ვადაში, ავანსი უკან დაბრუნებას აღარ ექვემდებარება და ეს თანხა ავტომატურად  შპს "სილქნეტში" შექმნილ აბონენტის ანგარიშზე გადავა. შესაბამისად, 2010 წლის 12 მარტიდან ავანსის გახარჯვა აბონენტების მიერ მოხდება სს "გაერთიანებულ ტელეკომის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

იმ აბონენტთა (იურიდიული პირების) საყურადღებოდ, რომელთაც სს "გაერთიანებული ტელეკომის" ან/და შპს "ვანექსის" ანგარიშზე შეტანილი აქვთ თანხები ავანსად, აბონენტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი თანხმობის წერილი, რათა მოხდეს აღნიშნული თანხის შპს "სილქნეტის" შესაბამის ანგარიშზე გადატანა.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ: თუ აბონენტი, რომელსაც ავანსად შეტანილი აქვს თანხა, არ წარმოადგენს აღნიშნულ წერილს, მას შესაძლებელია შეუწყდეს სატელეკომუნიკაციო მომსახურება, შპს "სილქნეტის" ანგარიშზე, შესაბამისი თანხის არარსებობის გამო.

გთხოვთ ასევე გაითვალისწინეთ, რომ ა.წ. 1-ელ აპრილამდე თქვენ გაგიფორმდებათ  სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხელშეკრულება შპს "სილქნეტთან". თუ დროულად არ გააფორმებთ აღნიშნულ ხელშეკრულებას, მოხდება სატელეკომუნიკაციო მომსახურების შეფერხება და შემდგომში მომსახურების შეჩერება.

შპს "სილქნეტის"

საბანკო რეკვიზიტები:

შპს "სილქნეტი"

მის: წინამძღვრიშვილის 95

საიდენტიფიკაციო კოდი: 204566978

მომსახურე ბანკი: საქართველოს ბანკი

ანგარიშის ნომერი: 878 415 000

ბანკის კოდი: 220 101 502;

ახალშექმნილი კომპანია "სილქნეტის" ახალი მენეჯმენტის უმთავრეს პრიორიტეტს მომსახურებით კმაყოფილი აბონენტები წარმოადგენენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 100-100

R