"მარიკა ახლა მხოლოდ 20 კილოგრამს იწონის"
"მარიკა ახლა მხოლოდ 20 კილოგრამს იწონის"
30 წლის მარიკა მეკოკიშვილი მხოლოდ 20 კილოგრამს იწონის და ანორექსიით დაავადებულთა შორის ყველაზე მძიმე შემთხვევაა მსოფლიოში...

იგი კარგად ახსოვს საზოგადოებას პრესაში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ. შარშან ცნობილი გახდა, რომ მის მკურნალობას სრულად დააფინანსებდა ბიზნესმენი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა... მაშინ მარიკა 22 კილოგრამს იწონიდა. დღეს მისი ჯანმრთელობა გაუარესებულია, ოჯახსაც უკიდურესად უჭირს...

ლალი მეკოკიშვილი, მარიკას დედა: - მარიკა დღეს უფრო მძიმედ არის. ხელით დაგვყავს. მეც ასთმა მაქვს, მუხლებზე თითქოს დოლაბები მკიდია. მეუბნებიან,
რკინა ხარ, რას უძლებო, მაგრამ შვილს ვერ ვუღალატებ!

- სატელევიზიო ეთერით გასული სიუჟეტის შემდეგ ყველას ჰგონია, რომ ფული გადმოგირიცხეს...
- ფული როგორ გადმოირიცხება, თუ არ მოიძებნა კლინიკა და კალკულაციას არ წარვადგენ? მაშინ დიდი თხოვნის მერე ჩაგვერიცხა ათი ათასი ლარი - პურის ფული აღარ გვქონდა. მარიკას
კვება ძვირი გვიჯდება, განუწყვეტლივ კი ჭამს, მაგრამ არაფერი ერგება. კლინიკა, სამწუხაროდ, არ მოიძებნა. დავიღალე ამდენი სიცრუითა და სიყალბით. ხელი ჩავიქნიე და ვცდილობ, თვითონ გავუმკლავდე პრობლემებს... უმძიმეს მდგომარეობაში ვართ! ერთადერთი მამაპაპისეული სახლი ჩავდეთ ბანკში, მაისში მიწევს დიდი გადასახადი და აღარაფრის იმედი არა მაქვს.
მარიკა ნერვიულობით უფრო გახდა. მთელი ოჯახი შოკში ვართ.

- თუ არ ვცდები, ერთი სახლი უკვე გაყიდეთ და თანხა მთლიანად მარიკას მკურნალობას მოხმარდა...

- დიახ! 15 წლის მანძილზე უკან არაფერზე დაგვიხევია! ორჯერ დაგვიდგა სოფელი გვერდით... შეგროვებული თანხა არ იყო საკმარისი მარიკას საზღვარგარეთ წასაყვანად. ყველას მადლობელი ვარ, ვინც თუნდაც ერთი ლარი გაიღო! მარიკა წუხს, - ვაითუ, სახლი დავკარგოთო... მეუბნება, სამკურნალოდ მაშინ წამოგყვებით, თუ სახლს არ გაყიდითო.

- რატომ გაძნელდა ასე კლინიკის მოძებნა?
- შუამავალი ექიმია და მუდმივად მოუცლელობას იმიზეზებს­. მე მისი კეთილსინდისიერების არ მეეჭვება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის... ერთადერთი კლინიკაა თურქეთში, სადაც მარიკას განკურნებას დაგვპირდნენ, მაგრამ 220 ათასი დოლარი მოითხოვეს... შუამავალმა გვითხრა, სპონსორი მხოლოდ 35 ათას დოლარს გვაძლევსო... ვითხოვდი, მხოლოდ ვიზების მიღებაში დამხმარებოდნენ, ბილეთების ფული მოეცათ და თავად წავიდოდით. ნებისმიერ ქვეყანაში მიგვიღებენ, დაგვეხმარებიან და თავშესაფარს მოგვცემენ, რადგან მარიკას მდგომარეობა მსოფლიოში ყველაზე რთულია... ტელევიზიაში სიუჟეტი რომ გავიდა, ჩვენი ამბავი მას მერე აღარავის მოუკითხავს. იქ კი ყველამ თავი გამოიჩინა...

- სახელმწიფო უწყებებს მიმართეთ?

- ჯანდაცვის სამინისტროში მითხრეს, თურქეთის კლინიკაში თუ წაიყვანთ, ათი ათასი დოლარით დაგეხმარებითო... ეს მაქსიმალური დახმარებაა, მეტი შესაძლებლობა არ გააჩნიათ, მაგრამ 220 ათას დოლარს მაინც ვერაფრით შევაგროვებთ! საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართე, მარიკას მამას ინგლისში მეორე ოჯახი ჰყავს. მთხოვს, როგორმე ჩამოიყვანე, აქ ვუმკურნალებო. ვერაფრით მოვახერხე ინგლისში წასვლა.

- მარიკას ავადმყოფობით არაკეთილსინდისიერად ისარგებლეს...
- დიახ! ვიდრე სატელევიზიო სიუჟეტი გავიდოდა, ვიღაც მაია (გვარს ვერაფრით ვიხსენებ) მოვიდა არასამთავრობო ორგანიზაციიდან და მარიკას ფოტოები გადაუღო. ამ ფოტოებით ანგარიში გაიხსნა "პროკრედიტ ბანკში". რეკლამები ტელევიზიით გადიოდა, მაგრამ ჩვენ ერთი თეთრითაც არ გვისარგებლია... როგორ გამოვააშკარავო ეს თაღლითები?

მანანა გაბრიჭიძე
მკითხველის კომენტარი (1)
nini
30 აპრილი 2016 17:11
Ra qveyanashi vcxovrobt.aranair valdebulebas ar grdznobs saxelmwifo tavisi moqalaqeebis gadasarchenat,es aris qveyana?da es aris mtavroba?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?