შვილის მკვლელობისთვის - მოსაფიქრებლად 5 დღე
09-05-2016
შვილის მკვლელობისთვის - მოსაფიქრებლად 5 დღე
რუსთავის სამშობიაროში სასულიერო პირები მორიგეობენ, რათა ქალებს აბორტის გაკეთება გადააფიქრებინონ!

საქართველოში შობადობა თანდათ­ან იკლებს. აქა-იქ გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, პარლამენტში კანონის ინიცირებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში აბორტი აიკრძალება. თუმცა­ ამას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომ­ლებიც ამბობენ, თუ აბორტს ავკრძალავთ, ის იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს, რამაც, შესაძლოა, სავალალო შედეგი მოიტანოს და არაკვალიფიციური მომსახურების გამო ქალების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

აბორტი მკვლელობაა, რომელიც არ ისჯება - ჩვენს ქვეყანაში კანონი არ ითვალისწინებს არანაირ სასჯელს. რუსთავის სამშობიარო სახლის სააბორტოს
მოსაცდელში თითქმის ყოველდღე შეხვდებით მოძღვრებს, ისინი რუსთავის სხვადასხვა ეკლესიიდან მორიგეობით მიდიან­ - სააბორტოსთან მსხდომ ქალებს ესაუბრებიან და ცდილობენ, შვილის მკვლელობა გადააფიქრებინონ. ამის შემდეგ, ექიმები დედას აბორტის მავნებლობაზე­ ელაპარაკებიან, უხსნიან, რა შედეგი შეიძ­ლება მოჰყვეს ამ პროცედურას და 5 დღეს აძლევენ მოსაფიქრებლად.
მოსაცდელში რამდენიმე ქალი ზის. მათ
შორის, 2 აზერბაიჯანელია. მუსლიმანები მართლმადიდებელ სასულიერო პირთან კონტაქტს, როგორც წესი, თავს არიდებენ ხოლმე. თუმცა ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, რომ მუსლიმანი ქალი, რომელმაც ქართული იცოდა, დაინტერესდა, რაზე ესაუბრებოდა მოძღვარი ქალს - შემდეგ კითხვები დაუსვამს მისთვის და სააბორტოს მოსაცდელი დაუტოვებია.
ზოგიერთი ქალი მოძღვარს თავიდანვე უარს ეუბნება გასაუბრებაზე. როგორც ჩანს, შიშობს, არ გადაი­ფიქროს ან სინდისის ქენჯნას გაურბის. ზოგი ზრდილობის გამო უსმენს, შემდეგ გაერიდება და ექიმს ეხვეწება, ნუ გადაუდებს 5 დღით პროცედურას, მაგრამ ექიმები შეუვალნი არიან.

სამშობიარო სახლის სააბორტოს მოსაც­დელში მსხდომთ ვკითხე, რა იყო მიზე­ზი, რის გამოც აბორტის გაკეთება გადაწ­ყვიტეს.
- უმუშევრობა, უსახსრობა, სიღარიბე,­ - ასეთი პასუხები მივიღე. სხვა არგუმენტი არ მომისმენია.
გამოდის, კანონის დონეზე აკრძალვა კი არა, ხალხის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ყოფილა აბორტთან ბრძოლის მეთოდი.

- გადაიფიქრეთ შვილის მოკვლა? - ვეკითხები ერთს.
- არ ვიცი, მოვიფიქრებ ამ 5 დღეში.
- არა, არ გადავიფიქრე. თქვენ გგონ­იათ, მაგაზე ნაფიქრი არ მქონდა, სანამ აქ მოვიდოდი? მაგრამ სხვა გამოსავალი არა მაქვს - დარცხვენით მეუბნება მეორე.
- გადავიფიქრე. მამაოს თხოვნითა და ღვთის წყალობით. აქ რომ მოვდიოდი,­ ფეხები უკან მრჩებოდა, ახლა კი გადავწყვიტე - გავაჩენ! ღვთის მოცემულს ღმერთი გაზრდის, - მითხრა ქალბატონმა და სამშობიარო სახლი სასწრაფოდ დატოვა...

ზოგიერთი მოძღვართან საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს და როგორც უნდა გაგიკვირდეთ, სწორედ ისინი არიან შეუვალნი. ამბობენ, რომ 5 დღის მერე აუცილებლად დაბრუნდებიან. ჩემს კითხვაზე ვრცლად პასუხის გაცემა მხოლოდ ერთმა ქალმა ინება.

- ვამბობდი, ამ გასაჭირში რა დროს შვილია-მეთქი, თანაც, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას ვაპირებ და ახლა არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე. მოძღვართან გასაუბრების შემდეგ დავფიქრდი. მანამდეც კარგად ვიცოდი, რას ნიშნავს აბორტი, ვიცი, რომ ეს მკვლელობა ამქვეყნადაა დაუსჯელი, თორემ იმ ქვეყნად პასუხს მომთხოვს უფალი. ვიდეოც მაქვს ნანახი, როგორ აკეთებს ექიმი აბორტს და მიტირია, მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დგები, ძნელია, გააჩინო ბავშვი და აღზარდო ისეთ პირობებში, როგორშიც მე ვცხოვრობ. ფაქტობრივად, შიმშილისთვის უნდა გავწირო უკვე გაჩენილი 2 შვილი. ახლა კი ვფიქრობ, ამ ბავშვს დავიტოვებ. როცა სამშობიარო სახლში მივდიოდი­, მეგონა, უფრო იმედისმომცემი სურათი დამხვდებოდა. შევცდი: 5 ქალიდან მხოლოდ ორმა გადაიფიქრა აბორტის გაკეთება. მერე რა, რომ გაუჭირდებათ მისი გაზრდა, ლუკმას ერთი შვილით მეტს გაუნაწილებენ!

არადა, დღეში თუნდაც ერთი გადარჩენილი სიცოცხლე რად ღირს?

ქვეყნები, სადაც აბორტი იკრძალება

არის ქვეყნები, სადაც აბორტი აკრძალულია, თუნდაც ბავშვი ჩასახული იყოს ძალადობის შედეგად ან ნაყოფს ჰქონდეს ანომალია. ამ ქვეყნებში აბორტი მკვლელობად მიიჩნევა და ბევრგან დედასა და ექიმს, რომლებიც ბავშვს მოსაკლავად გაიმეტებენ, სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ­. ასეთი ქვეყნებია: ანგოლა, ავღანეთი, ბანგლადეში, ვენესუელა, ჰონდურასი, ეგვიპტე, ინდონეზია, ერაყი, ირანი, ირლანდია, იემენი, კოლუმბია, ლიბანი, ლიბია, მავრიტანია, მალი, ნეპალი, ნიკარაგუა, ომანი, პარაგვაი, პაპუა-ახალი გვინეა, სალვადორი, სირია, ჩილე და ფილიპინები.

მარი ჯაფარიძე
Mari
30 სექტემბერი 2017 14:13
Xvtis sachuqars da xvtis chasaxul pataras rogor klavt xalxo,warmoidginet ukve tqveni didi bavshvebi,rom ase mogeklat mucelshi,is xom iseti umweo da pataraa da tavs ver icavs,ara utxarit aborts yvelam...
ჯულიაგულია
28 ივნისი 2016 19:50
მარტალია აბორტის გაკეთება დიდი ცოდვაა, უფალმა მეც სემინდოს და მაპატიოს ეს უგუნური ნაბიჯი, ახლა უკვე ათასი სშუალებაა რომ თავი დაიცვა და ეს უნდა მოახერხოს ყველამ, არა მგონია ძალიან ძვირი იყოს,მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში თუ ოჯახს ძალიან არ უჭირს უნდა გააჩინონ , ყველაზე ძალიან მაინც მამაოებზე დავამახვილებდი ყურადღებას, ხომ შეიძლება რაღაც ფონდი დდაარსონ ეკლესიებში სპეციალურად ასეთი უსახსრო ოჯახების დასახმარებლაად, ეკლესიაც ძალიან ბევრმა გაიხადა ბიზნესად, უფალო მომიტევე ასეთი განკითხვისათვის, მაგრამ გასკდა გული ეს ეკლესიის ხალხი ზოგიერთები ისეთი გამდიდრებულები არიან
marita
17 მაისი 2016 18:25
არანაირი გამართლება აბორტზე არ მესმის. ჯერ ერთი, 21 საუკუნეში ორსულობისგან თავის დაცვა რომ არ შეგიძლია, მარტო ეგ გეყოფა სირცხვილად. მერე, დაუშვათ მოხდა ის 1000-დან ერთი შემთხვევა და დაორსულდი, გააჩინე შვილი და გააშვილე! უამრავი უშვილო წყვილი უიმედოდ ელოდება თავის რიგს ბავშვთა სახლებში. დაიწყებენ ახლა, საკუთარი შვილის გაშვილება ამორალურიაო. მკვლელობა მორალურია?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები