"მთავარ გათამაშებას მოუთმენლად ველოდები, იქნებ ავტომობილიც მოვიგო"
09-05-2016
"მთავარ გათამაშებას მოუთმენლად ველოდები, იქნებ ავტომობილიც მოვიგო"
გრანდიოზული პრიზები მონაწილეებს წინ ელოდება. 29 მაისს ნებისმიერი ბილეთის მფლობელი შეიძლება აღმოჩნდეს ახალი ავტომობილის ან ევროპაში ერთკვირიანი საგზურის მფლობელი. მეტიც, გათამაშებაშია 3.000-ლარიანი ავეჯის ვაუჩერი­ და IPHONE 6S-იც

იმდენად მოულოდნელი იყო საჩუქრად ძვირად ღირებული წიგნის მიღება, რომ ახლა მთავარი პრიზების მოგებაც მსურს. სხვათა შორის, ორი ბილეთი მაქვს. იმედია, ერთ-ერთი ავეჯის ვაუჩერს მომაგებინებს


გამომცემლობა "პალიტრა L"-ის გრანდიოზულ გათამაშებას მკითხველის უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა - მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში 6 805 წიგნი გათამაშდა, რამაც
ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პირველივე დღიდან ლატარიაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი იმდენად მაღალი იყო, რომ ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, ბილეთებზე შეზღუდვაც კი დაეწესებინათ.

აღსანიშნავია, რომ თავად გათამაშებაში­ მონაწილეებისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა საჩუქრები - უმრავლესობამ 20-ლარიანი შენაძენის ნაცვლად, ძვირად ღირებული წიგნები მიიღო. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ისტორიული რომანის 14-ტომეულიც კი
შეხვდათ. თუმცა ეს გათამაშების მხოლოდ პირველი ეტაპია - გრანდიოზული პრიზები მონაწილეებს წინ ელოდება. 29 მაისს ნებისმიერი ბილეთის მფლობელი შეიძლება აღმოჩნდეს ახალი ავტომობილის ან ევროპაში ერთკვირიანი საგზურის მფლობელი. მეტიც, გათამაშებაშია 3.000-ლარიანი ავეჯის ვაუჩერი­ და IPHONE 6S-იც. ასე რომ, ცოტა დრო დარჩა,­ თუ ლატარიაში მონაწილეობა ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, შეგიძლიათ, საქართველოს მასშტაბით "ბიბლუსის" ნებისმიერ ფილი­ალს ეწვიოთ და 20-ლარიანი შენაძენის შემდეგ, გათამაშების ერთი ბილეთი მიიღოთ. შეგახსენებთ, 2-თვიანი გათამაშება 31 მარტს დაიწყო და მისი ყველა ბილეთი იგებს­! მთავარ გათამაშებამდე, მომხმარებელმა ბილეთის ველი ადგილზე უნდა გადაფხიკოს და მას საჩუქრად წიგნი გადაეცემა.

თამარ ზურაბიშვილი: -"ბიბლუსში"­ ხშირად დავდივარ. მიყვარს კითხვა და წიგნების შერჩევა "ბიბლუსში" განსაკუთრებით მიმარტივდება. ბუნებრივია, გათამაშების შესახებ ინფორმაცია მქონდა. ისიც ვიცოდი, რომ 20-ლარიანი შენაძენის შემდეგ, საჩუქრად წიგნს გადმომცემდნენ, თუმცა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საჩუქრად ანა ანტონოვსკაიას ისტორიული რომანების კომპლექტს, 14 ტომს მივიღებდი - "დიდი მოურავი"­ 84 ლარი ღირს და ერთ-ერთი გამორჩეული სერიაა. სხვათა შორის, გათამაშებაში კიდევ მივიღე მონაწილეობა და საბავშვო წიგნიც გადმომცეს, ასე რომ, ორი ბილეთი მაქვს და ახლა 29 მაისს ველოდები.

კიდევ ერთი იღბლიანი, რომელსაც გათამაშების ფარგლებში საჩუქრად 14-ტომეული - "დიდი მოურავი" გადაეცა, მიშა კორძახიაა. ისიც "ბიბლუსის" ხშირი სტუმარია და
გათამაშებაშიც გარანტირებული გამარჯვების სურვილით ჩაერთო: -"არ მახსენდება სხვა გათამაშება, სადაც ყველა ბილეთი მომგებიანია. მეტიც, ეს არის გათამაშება, სადაც დანახარჯზე ოთხჯერ მეტი ღირებულების საჩუქარი გადმოგეცემა.­ საერთოდ,"პალიტრა L" ყოველთვის უპრეცედენტო პროექტებით გამოირჩევა. სწორედ ასეთი მიდგომების შედეგია, რომ ის ქვეყანაში ლიდერ გამომცემლობად დამკვიდრდა.

რეგიონებშიც უამრავი გამარჯვებული გამოვლინდა. ბათუმელმა ნუგზარ ცინცაძემ­ საჩუქრად "დიდი წიგნი კომპიუტერის შესახებ" მიიღო: "გულწრფელად ვამბობ, ცხოვრებაში არაფერი მომიგია, ამიტომ ამ გათამაშების მიმართაც ზერელე დამოკიდებულება მქონდა, თუმცა, როდესაც საჩუქრად გადმომცეს ძალზე საინტერესო წიგნი "დიდი წიგნი კომპიუტერის შესახებ", მივხვდი, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. ახლა მთავარ გათამაშებას მოუთმენლად ველოდები, იქნებ კიდევ ერთხელ გამიმართლოს და ავტომობილი მოვიგო".

მთავარ გათამაშებას, სხვა მონაწილეებთან ერთად, განსაკუთრებით ნანა რაზმაძეც ელოდება. როგორც გაგვიმხილა, დიდი ხანია ევროპაში მოგზაურობაზე ოცნებობს, შესაბამისად, ლატარიაში ევროპაში ერთკვირიანი საგზურის მოგება სურს.

ნინო ბუცხრიკიძე:
- რა თქმა უნდა, გამიხარდა, როდესაც საჩუქრად წიგნი გადმომცეს, თუმცა ახლა მთავარ გათამაშებას ველოდები. ადამიანური ბუნებაა - იმდენად მოულოდნელი იყო საჩუქრად ძვირად ღირებული წიგნის მიღება, რომ ახლა მთავარი პრიზების მოგებაც მსურს. სხვათა შორის, ორი ბილეთი მაქვს. იმედია, ერთ-ერთი ავეჯის ვაუჩერს მომაგებინებს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით