არააკადემიური "გარჩევები" მეცნიერებათა აკადემიაში...
09-05-2016
არააკადემიური "გარჩევები" მეცნიერებათა აკადემიაში...
ივანე კიღურაძე: "დიდი ხანია მეცნიერებათა აკადემიაში 7 აკადემიკოსის ადგილი ვაკანტურია. ამ ხნის განმავლობაში რატომ არ ჩატარდა არჩევნები და სად მიდის შვიდი წევრისთვის განკუთვნილი თანხა?!"

მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე აკადემიკოსები ერთმანეთს მძაფრად დაუპირისპირდნენ


პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე­ კიღურაძის­ მიერ ინიცირებული კანონ­პრო­­ექტი, რომელიც მეცნიერებატა აკადემიაში პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევისას ასაკობრივი ცენზის დაწესებას, ასევე სტიპენდიების ინსტიტუტის შექმნას გულისხმობს, მეცნიერებათა აკადემიის წევრთა ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა - მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე აკადემიკოსები
ერთმანეთს მძაფრად დაუპირისპირდნენ.
მეცნიერთა ნაწილი ამტკიც­ებს, რომ კიღურაძის ინიციატ­ივა აკადემიკოსთა რაოდენობას­ 30%-ით შეამცირებს, კომიტეტის­ თავმჯდომარე ცდილობს აკადე­მიი­­დან კონკრეტული ადამია­ნე­ბის­­­ ჩამოშორებას. რატომ გახდა­­ საჭირო მეცნიერებათა­ აკა­დემიის შესახებ კან­ონ­­პრო­ექტის­ შემუშავება, "კვირის პალი­ტრა­სთან" განათლების, მეცნ­იერებისა და კულტურის კომიტ­ე­ტის­­ თავმჯდომარე ივანე კიღურაძე საუბრობს:

- "ნაციონალურმა მოძრაობამ"­ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველა
სამეცნიერო ინსტ­ი­ტუტი მწყობრიდან გამოიყვანა,­ თუმცა მაშინ ადამიანები, რომლებ­იც დღეს კანონპროექტს აკრიტიკებენ, დუმდნენ. კანონპროექტის მიზანია: გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა და მათი აკადემიის საქმიანობაში მაქსიმალურად ჩართვა.

- აკადემიის წევრთა ნაწილის მტკი­ცებით, კანონპროექტი აკადემიის­ წევრებს 110-დან 70-მდე შეამცირებს, რაც, მათი მტკიცებით, წევრ-კორესპ­ონდენტების სტიპე­ნდიანტებით ჩანაცვლებას ნიშნავს. ითქვა ისიც, რომ ამ კანონპროექტით როინ მეტრეველისა და სხვა მეცნიერების აკადემიიდან ჩამოშორება განიზრახეთ.

- პიროვნულად არავის ვერჩი. არ ვამბობ, რომ კანონპრ­ოექტი აკადემიაში არსებულ ყველა პრობლემას ერთბაშად გად­აჭრის, მაგრამ აღნიშნული არგუმენტი აბსოლუტურად უსუსურია. დიდი ხანია მეცნიერებათა აკადემიაში 7 აკადემიკოსის ადგილი ვაკანტურია. ამ ხნის განმავლობაში რატომ არ ჩატარდა არჩევნები და სად მიდის შვიდი წევრისთვის განკუთვნილი თანხა?!

- თქვენი აზრით, აკადემიაში ფული არამიზნობრივად იხარჯება?
- აკადემიაში აუდიტის შეყ­ვანის მოთხოვნა მე არ მეხება, თუმცა ვადასტურებ, რომ შეკით­ხვები მაქვს.

- რატომ არ განიხილეთ კანონპროექტი აკადემიაში?
- აკადემიის რეფორმირების­ პროცესში 90-იანი წლებიდან ვარ ჩართული, ყველა წევრის აზრიც დიდი ხანია ვიცი, რადგან ჩვენ ამ საკითხზე არაერთხელ გვის­აუბრია. კონკრეტულად კანონპროექტის გადაგზავნა კი კენჭისყრამდე ერთი კვირით ადრე მქონდა დაგეგმილი. თანაც, ჯერჯერობით კანონპროექტი სამთავრობო დონეზე მიღებული არ გახლავთ.

აკადემიის წევრ ელიზბარ ჯაველიძისთვის კი კანონპრ­ოექტში განზრახული ცვლილებები სრულიად მიუღებელია:

- კიღურაძის კანონპროექტი აკადემიის რეფორმირებას არ გულისხმობს, ის კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგაა მომზადებული.
როგორც კი კიღურაძე განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს, გამოგვიცხადა, თქვენი აზრი არ მაინტერესებს, როგორც თავად ჩავთვლი საჭიროდ, ისე მოვიქცევიო. თანაც ყოველთვის ცდილობდა, აკადემიკოსებისთვის შარი მოედო, რომ აკადემია ჩვენგან გაეწმინდა და თავისი კადრებით დაეკომპლექტებინა, თუმცა ჩვენი რეაქციის შემდეგ მიხვდა, რომ აკადემიას თავის ნება-სურვილზე ვერ გააკონტროლებს.

- თუ კანონპროექტი აკადემიის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვას ითვალისწინებს, რატომ ეწინააღმდეგებით?
- ამის წინააღმდეგი არავინაა,­ მაგრამ კანონპროექტი რეალურად არსებული წევრების გარიცხვას ითვალისწინებს. მერწმუნეთ, ეს იყო ბოლო გაბრძოლება, რომელსაც ივანე კიღურაძე ხელმძღვანელობდა. ისიც კი არ იკადრა, რომ საკუთარი ინიციატივით მომზადებული ბრიყვული კანონპროექტი ჩვენთვის წინასწარ გაეცნო.

- აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნეთ, რომ ივანე კიღურაძე როინ მეტრეველის აკადემიიდან გარიცხვას ცდილობს.

- მან ისიც კი განაცხადა, კომუნისტების დროს მაღალ თანამდებობებზე ნამუშევარი ადამიანები დღეს აკადემიაში ყოფნას არ იმსახურებენო. კიღურაძე ჯერ ალბერტ თავ­ხელიძეს (აკადემიის პრეზიდენტი 1986-2004 წლებში. - რ. შ.), შემდეგ კი როინ მეტრეველს (თსუ-ის რექტორი 1991-2004 წლებში. - რ.შ.) ებრძოდა - უნივერსიტეტის­ რექტორი მე უნდა ვიყოო. არც ისე დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, განათლების მინ­ისტრის მოადგილე, მოგ­ვ­­ი­ანებით კი, აკადემიის პრ­ეზიდენტი გამხდარიყო, თუმცა არაფერი გამოუვი­და­­.­ ახლა იმასაც ამბობენ, აკადემიაში ოთარ არაბულის პრეზიდენტად დანიშვნას ცდილობსო... აკადემ­იაში კიღურაძის გაბატონებას არ დავუშვებთ, არც კანონპროექტს დავუჭერთ მხარს. მართალია, კიღ­ურაძემ შემოგვითვალა, ყველაფერი გადაწყვეტილი მაქვს და ჩემსას მაინც გავიტანო, მაგრამ აკადემია იმდენად ერთსულოვანია, მასთან შებრძოლება ყველას გაუჭირდება.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით