"თბილისში ტურისტები ინფორმირებული არიან სად უნდა გაატარონ დრო არასრულწლოვნებთან, სად - მამათმავლებთან" - კვირის პალიტრა

"თბილისში ტურისტები ინფორმირებული არიან სად უნდა გაატარონ დრო არასრულწლოვნებთან, სად - მამათმავლებთან"

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, "კომპოზიტორთა სახლში" ხდება მსგავსი გარყვნილობები, ვფიქრობ, ამისთვის იქაური ხელმძღვანელობა უნდა მიეცეს პასუხისგებაში"

სანდრო ბრეგაძე ძალოვანებს დავით აღმაშენებლის გამზირზე განლაგებულ ბარებსა და სხვა დაწესებულებებში არსებული სიტუაციით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ირწმუნება, რომ გამზირი "ოკუპირებული" აქვთ ერაყელებს, სირიელებს, აფრიკელებს, არაბებს, თურქებს და ისინი არასრულწლოვან ქართველ გოგონებს პროსტიტუციაში აბამენ. მისი მტკიცებით, ე.წ. ჩილიმ-ბარებში თავისუფლად იყიდება ნარკოტიკები. იმასაც ამბობს, რომ "კომპოზიტორთა სახლის" პირველ სართულზე ბორდელია გახსნილი, სადაც 16-17 წლის გოგონები პროსტიტუციაში არიან ჩაბმული. სტატიას ამ თემაზე ჟურნალი "გზა" 12 მაისის ნომერში აქვეყნებს, რომლიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს:

სანდრო ბრეგაძე:

- რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, "კომპოზიტორთა სახლში" ხდება მსგავსი გარყვნილობები, ვფიქრობ, ამისთვის იქაური ხელმძღვანელობა უნდა მიეცეს პასუხისგებაში. შენობის პირველი სართული ღამის კლუბს დაუთმეს, იქ ქართველ მამაკაცებს შესვლა აკრძალული აქვთ და ქართველი არასრულწლოვანი ბავშვების სხეულით ვაჭრობა ხდება, პოლიციის განყოფილებიდან 50 მეტრში.

...

ასეთი კლუბი კარგა ხანია, რესპუბლიკის მოედნის ქვეშაც ფუნქციონირებს, იგი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაიხსნა და იქაურობას ხელისუფლების მაღალჩინოსნების ცოლები აკონტროლებდნენ. ახლაც იგივე გრძელდება. იქაც შესვლა აკრძალულია ქართველი მამაკაცებისთვის, მიდის ვაჭრობა.

გიორგი ბურჯანაძე, ორგანიზაცია "ანტიკორუფციული კავშირის" თავმჯდომარე:

- დიდი ბრძოლის შემდეგ, შარშან შევძელით, "კომპოზიტორთა სახლიდან" გაგვეგდო ერაყელები, ვითომ ბიზნესმენები. ვაიძულეთ, დაეტოვებინათ იქაურობა. დიდი იყო საზოგადოებრივი ძალისხმევა. საკონსულომაც დიდი დახმარება გაგვიწია, გამოვყარეთ ერთი ჯგუფი იქიდან, ერთი არაბი საერთოდ, დეპორტაციით წავიდა საქართველოდან, მისმა მეწილემ კი ადგილი შეიცვალა და მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნა იგივე ბარი, დაახლოებით 500 მეტრში, აღმაშენებლის ბოლოში. ისიც დავაკეტვინეთ, მაგრამ პრობლემა ისევ მწვავეა. აღმაშენებლის გამზირი მუდამ იქნება პრობლემა.

უცხოეთში სარეკლამო ბუკლეტებიც კი აქვთ გავრცელებული, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები უკვე ინფორმირებული არიან, აღმაშენებლის გამზირზე რა ხდება, კონკრეტულად სად უნდა გაატაროს დრო არასრულწლოვნებთან, სად - სრულწლოვნებთან თუ მამათმავლებთან. ეს არის სერიოზული ბიზნესი და დანაშაულებრივი ჯგუფი, რაც წლებია მუშაობს. "აღმაშენებლის" მოსახლეობა და თბილისელები ებრძვიან ამ სენს, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. როცა "კომპოზიტორთა სახლიდან" ეს ხალხი გავყარეთ, მოსახლეობა მადლობას გვიხდიდა. სამაგიეროდ, სასამართლოში გვიჩივლა "კომპოზიტორთა სახლის" ხელმძღვანელმა, კახა ცაბაძემ. დავა ახლაც მიდის სასამართლოში, დღესაც ითხოვს მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებას. აცხადებს, - გაგვიქციეთ ბიზნესპარტნიორებიო და 50.000 დოლარს მთხოვს. ჩვენ გაქვს ფოტო და ვიდეომასალები, სადაც ნათლად ჩანს, რა ხდება რეალურად იქ. შევგზავნეთ უცხოელი და მან გადაიღო ეს კადრები. პრობლემა დგას საკანონმდებლო დონეზეც.

იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: რა ხდება ღამით გოგოლზე?! - რეპორტაჟი "წითელი ფარნების" თბილისური ქუჩიდან