"მაგდანას ლურჯას" გადაღებისას მიხოს ძებნაში 150 ბიჭი გასინჯეს - როგორ ატირა თენგიზ აბულაძემ მიხო ბორაშვილი
16-05-2016
"მაგდანას ლურჯას" გადაღებისას მიხოს ძებნაში 150 ბიჭი გასინჯეს - როგორ ატირა თენგიზ აბულაძემ მიხო ბორაშვილი
მიხო ბორაშვილი: "ყალბი, აუტანელი და დაუნდობელი რამ არის პოლიტიკა. მით უმეტეს, ქართული. ვერ ვიტან მაგ სამყაროს"

"მაგდანას ლურჯაში"

არის მომენტი, როცა მე და კატო ვწევართ და ჩემი უფროსი დისა და დედის საუბარი მესმის, სახედარს პატრონი გამო­უჩნდაო. მე ტირილს ვიწყებ. ამ ტირილზე ძალიან ვიწვალე... თენგიზ აბულაძის ყველაზე უწმაწური გინება იყო - "შენი შუბა დავხიე". აი, ეგ მითხრა: "რა დაგემართა, შენი შუბა დავხიეო!". რომ ამომიჯდა გული, ვეღარ გავჩერდი...

"მაგდანას ლურჯას" გადაღებისას მიხოს
ძებნაში 150 ბიჭი გასინჯეს. საბოლოოდ ცნობილმა რეჟისორებმა, რეზო ჩხეიძემ და თენგიზ აბულაძემ არჩევანი მიხო (როლანდ) ბორაშვილზე შეაჩერეს. მაშინ იგი 7 წლის იყო. უკვე 9 წლისა "სხვის შვილებში" გადაიღეს. ასე დაიწყო...
ცნობილი ფილმების გმირი, დღეს უკვე კინორეჟისორი მიხო ბორაშვილი, 68 წლისაა. ამჟამად თეატრალურ უნივერსიტეტში­ ზრდის ახალ
თაობას.

- 13 წელიწადია თეატრალურ უნივერსიტეტში ვმუშაობ. მანამდე, წლების განმავლობაში, კომპანია "ქართულ ტელეფ­ი­ლმში" ვმუშაობდი, მაგრამ 2003 წელს ხელ­ისუფლების შეცვლიდან ერთ კვირაში, ეს ორგანიზაციაც დაიხურა. არადა, სწორედ იქ გადაიღეს რეზო გაბრიაძის ცნობილი "კოჯრის ტყის სიზმრები", მიშა კობახიძის "ქორწილი", ირაკლი კვირიკაძის "ქვევრი", ქართლოს ხოტივარის "სერენადა" და ბევრი შესანიშნავი სურათი.

ჩემი ყოფილი კინოპარტნიორებიდან უფროსები გარდაიცვალნენ, პატარებიდან ნანი ჩიქვინიძესა და სოფო მოისწრაფიშვილთან ვმეგობრობ.
"მაგდანას ლურჯაში" არის მომენტი, როცა მე და კატო ვწევართ საწოლში და ჩემი უფროსი დის, სოფოსა და დედის საუბარი მესმის, სახედარს პატრონი გამო­უჩნდაო. მე ტირილს ვიწყებ. ამ ტირილზე ძალიან ვიწვალე და გადამღები ჯგუფიც ვაწვალე. ძალიან მიყვარდა თენგიზ აბულაძე,­ მისგან მკაცრად ნათქვამ სიტყვასაც კი ვერ ვიტანდი. მისი ყველაზე უწმაწური გინება იყო - "შენი შუბა დავხიე". აი, ეგ მითხრა: "რა დაგემართა, შენი შუბა დავხიეო!". რომ ამომიჯდა გული, ვეღარ გავჩერდი.

მომდევნო ფილმში "სხვისი შვილები" მე 9 წლის ვარ, ნანი - 7-ის. შემდეგში, ვიდრე სკოლას დავამთავრებდი, პერიოდულად, ხან ვინ მიმიწვია გადასაღებად და ხან - ვინ. 19 წლისა რეზო ჩხეიძემ გადამიღო­ "ღიმილის ბიჭებში". სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრება კინოსთვის დამეკავშირებინა.

- თუმცა მსახიობობა არ მოინდომეთ.
- ვერ ვხედავდი ჩემს თავში ისეთ მონა­ცემებს, რომ დავრწმუნებულიყავი ჩემი კინოკარიერის წარმატებულობაში. ის, რაც ვითამაშე, არაფერი არ არის, ნებისმიერი ბავშვი ნიჭიერია, გააჩნია, რეჟისორი როგორ იმუშავებს მასთან. პროფესიონალ მსახიობს ნიჭის გარდა, კიდევ ბევრი რამ სჭირდება: პლასტიკა, ხმა, სპორტული აღნაგობა, ცეკვა, სიმღერა, იმპ­როვიზაციის უნარი... ბევრ ასეთ თვისე­ბას ჩემს თავში ვერ ვხედავდი. გარდა ამისა,­ გამიჩნდა ამბიცია, რომ არა კამერის წინ, არამედ კამერის გვერდით ვმდგარიყავი და მეხელმძღვანელა, მსახიობთა ჯგუფს კი ჩემი ჩანაფიქრები განეხორციელებინა. ეს უფრო მომწონდა. ადამიანი ან იბადები რეჟისორად, ან არა. უნივერსიტეტში მხოლოდ გზებს გიჩვენებენ, თუ როგორ შეასხა ხორცი ჩანაფიქრს. იქ კინოს კეთების ანბანს მასწავლიდნენ, ახლა მე ვასწავლი. მეტწილად დოკუმენტური ფილმები მაქვს გადაღებული. ცხადია, იყო წარმატებაც და მარცხიც.

- ევროპული კინო უფრო მოგწონთ თუ ამერიკული?

- თუ არსებობს მედიაში ყვითელი პრესა, კინოშიც არსებობს ყვითელი ფილმები. ასეთი, ჩემი აზრით, ჰოლივუდის ფილმებია. საბჭოთა კინოს დასცინოდა დასავლეთი,­ მისი გმირები ძალიან ჰეროიკული და საბჭოთა იდეოლოგიით დატვირთულიაო. აბა, ვინ არის "რემბო"?! მე საბჭოთა ეპოქას კი არ ვიცავ, წყალსაც წაუღია და წაიღო კიდეც...

საბედნიეროდ, მხოლოდ ჰოლივუდი არ არის ამერიკული კინო. ამერიკაში არიან დამოუკიდებელი რეჟისორები, რომლებიც ქმნიან ფასეულ ფილმებს, მაგრამ ის ხიბლი,­ რომელიც ევროპულ კინოს აქვს, განსაკუთრებულია. ევროპული კინემატოგრაფი უფრო კაცთმოყვარე მგონია, ვიდრე ამერი­კული.

- ბოლო დროს პოლიტიკაში არაერთი ცნობილი სახე მოვიდა ხელოვნებიდან თუ სპორტის სხვადასხვა სახეობიდან...
- ყალბი, აუტანელი და დაუნდობელი რამ არის პოლიტიკა. მით უმეტეს, ქართული. ვერ ვიტან მაგ სამყაროს.

"ბავშვობის დღეები მიხოსთან ასოცირდება"

ნანი ჩიქვინიძე: - კარგად მახსოვს ის გარემო და განწყობა, რომელშიც გადაღების დროს გვიწევდა ყოფნა. სიყვარული და სითბო გვეფრქვეოდა, განსაკუთრებით ბატონი თენგიზ აბულაძე გვეფერებოდა.
ჩემს მეზობლად კინოსტუდიის ორი თანამშრომელი ცხოვრობდა. ძალიან მეტიჩარა და სასაცილო ბავშვი ვიყავი და ისე წამიყვანეს "მაგდანას ლურჯას" სინჯებზე, დედაჩემს არც კი გააგებინეს. მიხო ამ დროს უკვე დამტკიცებული იყო როლზე. მახსოვს, ერთად გაგვაკეთებინეს რაღაც ეტიუდი, ლექსი წამაკითხეს, მამღერეს და გამომისტუმრეს. შინ რომ მოვედი, მალევე მოაკითხეს დედაჩემს, მოლაპარაკება გამართეს და გადაღებები დაგეგმეს.

ბავშვები ლაღები არიან და მათი გადაღება არც ისე რთულია, რასაც ვერ ვიტყვით გახმოვანებაზე. იყვნენ მსახიობები, რომლებიც ბავშვური ხმით ახმოვანებდნენ პერსონაჟებს, ჩვენც მათ უნდა გავეხმოვანებინეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც მე და მიხოს მოგვანდეს ეს რთული საქმე. რთული­ იმიტომ, რომ არტიკულაციაში ზუსტად უნდა მოგეხვედრებინა ყოველი ბგერა და მარცვალი. როგორ შევძელით, არ ვიცი, მეც კი აღტაცებული ვარ დღეს ჩვენი მოხერხებულობით.

მიხო ძალიან ახლობელი ადამიანია ჩემთვის, ბავშვობის დღეები ყველაზე ნათელია და ეს დღეები მასთან ასოცირდება. მინდა, კარგად იყოს, ყველაფერი კარგად ჰქონდეს ცხოვრებაში.


ეკა სალაღაია
ana
27 ნოემბერი 2017 20:11
didxans sicocxles gisurvebt
tamar borashvili
05 ოქტომბერი 2016 22:25
Usakvarlesi,uketilshobilesi,koveltvis saamako...es aris hemi bidzia,hemi mixo borashvili.janmrtelobas,kargad kofnas da didxans sicocxles gisurveb...rogorc hvenma keke bebom icocxla.ufali gfaravdet...
gulo kvetenadze
09 ივნისი 2016 18:47
დზალიან მიყვარს ეს მსახიობები მინდა დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო

რედაქტორის რჩევით