"არ მინდა ცხოვრების თავიდან დაწყება, იმდენი ტკივილის თავიდან გადატანა!"
23-05-2016
"არ მინდა ცხოვრების თავიდან დაწყება, იმდენი ტკივილის თავიდან გადატანა!"
ბლიცინტერვიუს კითხვებს  რეჟისორი ლანა ღოღობერიძე პასუხობს:

დრამა თუ კომედია?
- მე კომედიისადმი მიდრეკილება არასოდეს მქონია, მუდმივად იყო დრამა.

როცა მაქებენ...
- ერთხელ გია ყანჩელმა თქვა, - ამ ბოლო დროს, სულ მაქებენ, მხოლოდ სასიამოვნოს მეუბნებიან და ალბათ ცუდად არის ჩემი საქმეო. იგივე შემიძლია გავიმეორო მეც. ეტყობა, ჩემი საქმეც ცუდად არის, ბოლო ხანს მარტო კარგი მესმის. ეს კი ჩემი ცხოვრების დამახასიათებელი სულაც არ იყო...

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

- 9 აპრილი. მე და
ჩემი შვილი მთელი ღამე მოედანზე ვიყავით, ერთად მივრბოდით და მოგვდევდნენ ჯარისკაცები, ხალხი იხოცებოდა. ერთი მხრივ, ეს იყო საყოველთაო ტრაგიზმი და მეორე მხრივ - ეროვნული კათარზისი. აი, ამ მოვლენამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში.

ვნანობ...
- სინანული, როგორც ასეთი მოვლენა, უსასრულობასთან, ამ შემთხვევაში ზღვას­თან არის დაკავშირებული.
მუდმივად იმის განცდა, რომ კონკრეტულად ეს რატომ გააკეთე და თვითგვემას მიეცე ამის გამო, არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ ზოგადად სინანული გარდაუვალია, ამის გარეშე არსებობა შეუძლებელია.

ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- ხანდახან გამიტაცებს ფიქრი. დრო გადის და შემდეგ ვხვდები, რომ ამაზე ფიქრისთვის ამდენი დრო არც უნდა დამეთმო. ხან ის გეფიქრება, რაზე ფიქრიც არ გინდა. ისე კი ჩვენს ქვეყანაში ალბათ ყველას ერთი ფიქრი დაგვყვა \- გვეშველება რამე?

ცხოვრების არც ერთ დღეს არ ჩაუვლია...

- მარტოობა ხანდახან მიყვარს, მაგრამ ჩემი მთავარი მიდრეკილება მაინც ადამიანებთან ურთერთობაა. ახლა ურთიერთობები, ხალხი მაკლია, თუმცა ურთიერთობებისა და ხალხის გარეშე სიცოცხლეში წამი არ მახსოვს.

ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ადამიანი...

- დედაჩემი. და ალბათ იმიტომ, რომ 7 წლისამ დავკარგე და 17 წლისამ ვიპოვე... შემდეგ თანდათან აღმოვაჩინე ძალიან ახლობელი ადამიანი, ის სულ სხვა შინაარსით შეივსო ჩემთვის...

მე და პოლიტიკა...
- სამწუხაროდ, პოლიტიკით დიდხანს ვიცხოვრე. ძალიან მინდა, მისგან შორს ვიყო, ახლა შორიდან ვადევნებ თვალს მიმდინარე პროცესებს.

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...

- აუცილებლად იმავე გზას გავივლიდი. ხანდახან მიფიქრია, ნეტა ახლა ის დრო იყოს, ასე გავაკეთებდი ან ისე, მაინც მივსულვარ იმ დასკვნამდე, რომ ზუსტად ისე მოვიქცეოდი, როგორც მოვიქეცი, მაგრამ არ მინდა ცხოვრების თავიდან დაწყება, იმდენი ტკივილის თავიდან გადატანა!

თამთა ასათიანი
nika
07 დეკემბერი 2016 11:38
ამ საზიზგარმა ხალხმა როდის უნდა დაგვანებოს თავი, კგბ ს დაფინანსებით 2 ფილმი გადაიღეს და ამოგვადინეს ყელში. შევარდნაძის პაროდა
zura
01 ივნისი 2016 14:01
ფუ...

რედაქტორის რჩევით