"ჭკვიანი შუქნიშნების" პროექტმა კრახი განიცადა!"
30-05-2016
"ჭკვიანი შუქნიშნების" პროექტმა კრახი განიცადა!"
"ნაცვლად იმისა, "ჭკვიან შუქნიშანს" დაერეგულირებინა მოძრაობა და განეტვირთა საცობები, პირიქით, ხშირად საცობის წარმოქმნის მიზეზი ხდება"

2011-2015 წლებში "სმარტშუქნიშნების" მონტაჟსა და სერვისზე დახარჯულია 13, 3 მილიონი ლარი. მერიის განმარტებით, ახალი შუქნიშნები ძველთან შედარებით ბევრად ძვირად ღირებულია


ე. წ. ჭკვიანი შუქნიშნების თემა დიდი ხანია საზოგადოების განხილვის საგანია. მძღოლების ნაწილი თვლის, რომ ახალი შუქნიშნები მოძრაობის დარეგულირებისთვის გამოუსადეგარია და ძველ წამმზომიან შუქნიშნებთან შედარებით არავითარი უპირატესობა არ გააჩნია. რა უხერხულობას უქმნის ახალი შუქნიშნები მძღოლებს? იზრდება
თუ არა საავარიო შემთხვევების რისკი "წითლიდან" პირდაპირ "მწვანეზე" გადასვლის შემთხვევაში? ექსპერტ ვასო ურუშაძის თქმით, მერიას "ჭკვიანი შუქნიშნების" პროექტი ჩაუვარდა და მასში გადახდილი მილიონები გადაყრილია!

- თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინიციატივით წამმზომიანი (დროის ამთვლელი) შუქნიშნები "ჭკვიანი შუქნიშნებით" შეიცვალა, რაშიც მილიონობით ლარი დაიხარჯა. "ჭკვიანი შუქნიშნების" დანერგვის მიზანი
იყო ქალაქში მოძრაობის დარეგულირება და საცობებისგან განმუხტვა. გარკვეულწილად ეს მართლაც შესაძლებელი გახლდათ­. აგიხსნით, თუ როგორ უნდა გაზარდოს "ჭკვიანმა შუქნიშანმა" გზაჯვარედინების გამტარუნარიანობა:

შუქნიშანზე დამაგრებულია ვიდეოკონტროლის კამერა, რომელიც შეერთებულია მართვის ცენტრთან. მართვის ცენტრში მონიტორებზე ასახულია შუქნიშნებზე არსებული სიტუაციები, რასაც თვალს ადევნებენ ანალიტიკოსები (ცენტრის თანამშრომლები), ხდება ნაკადების დათვლა და სიტუაციის ანალიზი, რის შემდეგაც შესაძლებელია­ შუქნიშნების­ რეგულირება და მართვა.

როგორ? ვთქვათ, საბურთალოს და პეკინის ქუჩების კვეთაზე მართვის ცენტრის თანამშრომელი კამერებით ხედავს, რომ საბურთალოს ქუჩაზე მოძრავი ნაკადის ინტენსივობა აღემატება პეკინის ქუჩაზე მოძრავი ნაკადის ინტენსივობას. ამიტომ შუქნიშნის რეჟიმს ისე დაარეგულირებს, რომ საბურთალოს ქუჩაზე მოძრავ ტრანსპორტს მწვანე შუქი უფრო ხანგრძლივად ჰქონდეს. თუმცა ამას სწორი ანალიზიც სჭირდება. მართვის ცენტრის თანამშრომელმა უნდა გაითვალისწინოს ქუჩაზე არსებული სხვა შუქნიშნების ფაქტორიც და მოძრაობა კომპლექსურად დაარეგულიროს, რათა უკუკავშირი არ გამოიწვიოს.

- მერიის განცხადებით, "ჭკვიანმა შუქ­ნიშნებმა" მოძრაობა 20%-ით განტვირთა, ეთანხმებით?

- ვერ დავეთანხმები. ნაცვლად იმისა,­ "ჭკვიან შუქნიშანს" დაერეგულირებინა მოძრაობა და განეტვირთა საცობები, პირიქით, ხშირად საცობის წარმოქმნის მიზეზი ხდება.

როგორც ჩვენთვის ცნობილია­, მარ­თ­ვის ცენტრმა (რომელიც გან­­თავ­სებულია "112"-ის შენობაში) და მისმა"ანალიტიკოსებმა შუქნიშნების მართვა ვერ შეძლეს. შუქნ­იშნების მწვანე ტალღის ხელოვნურად მართვის მცდელობა უშედეგო გამოდგა. ჩარევამ, პირიქით, მოძრაობის პარალიზება (სხვა მოსაზღვრე ქუჩებსა და გზაჯ­ვარედინებზე) გამოიწვია. ამიტომ, ჩემი ინფორმაციით, დღესდღეობით "ჭკვიანი შუქნიშნები" ჩვეულებრივი სტანდარტული რეჟიმით ფუნქციონირებენ, რაც შეუიარაღებელი თვალითაც არის შესამჩნევი.

მოსაზრებას­, რომ "ჭკვიანი­ შუქ­ნიშნების"­ პროექტმა კრახი განიცადა, ის ფაქტიც ადასტურებს, რომ პიკის საათებში თბილისის ქუჩებში გზაჯვარედინებზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი არეგულირებს. თბილისის ცენტრში თითქმის ყველა მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძთან ასეთ სურათს ვხედავთ.

- და მაინც, რამ განაპირობა "ჭკვიანი შუქნიშნების" პროექტის ჩავარდნა?

- ამაზე ჩვენი პოზიცია და პასუხი მკაფიოა - არაპროფესიონალიზმმა! მართვის ცენტრის თანამშრომლებს­ არ გააჩნდათ შესაბამისი კვალიფიკაცია, რომ ანალიზის საფუძველზე "ჭკვიანი შუქნიშნები" ემართათ. რასაკვირველია, ამ სიტუაც­იაზე პასუხისმგებელია თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახური, მას არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკა, მცდარი მენეჯმენტი აქვს, პლუს არაკვალიფიციურობა.

- დაგვიზუსტეთ, "ჭკვიანი შუქნიშანი". არასწორად გამოყენებისას, საცობის წარმოქმნის მიზეზი როგორ შეიძლება გახდეს?
- როგორც მოგახსენეთ, "ჭკვიანი შუქნიშნებით" შეიცვალა წამმზომიანი შუქნიშნები. წამმზომიანი შუქნიშნის შემთხვევაში, მძღოლს, რომელიც გაჩერებული იყო წითელ შუქზე, ზუსტად ჰქონდა გათვლილი ავტომობილის მოცდენის დრო და ბევრად მარტივად ახდენდა კონცენტრირებას.

"ჭკვიანი შუქნიშნების" შემთხვევაში წითელი შუქიდან პირდაპირ მწვანეზე ხდება გადართვა, რაც იწვევს დროის დაკარგვას ავტომობილის დაძვრისას, ამცირებს­ გზაჯვარედინის გამტარუნარიანობას და აფერხებს მოძრაობას, რაც საცობის წარმოქმნის მაპროვოცირებელი მიზეზია.
მოგეხსენებათ, მძღოლების უმრავლეს­ობა ცდილობს, მოცდენისა და უქმად დგომის დრო რაციონალურად გამოიყენოს, მაგალითად, მობილური ტელეფონით გზავნის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, საუბრობს და ა.შ. ეს კი იწვევს მისი ყურადღების გადატანას სხვა საკითხებზე და მწვანე შუქის ანთების დროს ავტომობილის დაგვიანებით დაძვრას, რისი ალბათობაც წამმზომიანი შუქნიშნების არსებობის დროს ბევრად ნაკლები იყო. ხშირ შემთხვევაში დაგვიანებით ავტომობილის დაძვრა აღემატება რამდენიმე წამს, რაც საგრძნობლად ამცირებს გამტარუნარიანობის კოეფიციენტს და ახდენს საცობის წარმოქმნის პროვოცირებას, შედეგად, ქუჩებში მოძრაობა ბევრად რთულდება...

"ჭკვიანი შუქნიშნების" გაუმართაობა დისკომფორტს უქმნის ქვეითად მოსიარულეებსაც და მოძრაობის უსაფრთხოებაზეც უარყოფითად აისახება, ეს ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზიც შეიძლება გახდეს.

P.S. ჩავარდა თუ არა "ჭკვიანი შუქნიშნ­ების" ძვირად ღირებული პროექტი? - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მერიას დავუკავშირდით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში "სმარტშუქნიშნების" დამონტაჟება 2011 წლიდან დაიწყო და დღეს ქალაქში უკვე 121 შუქნიშანია. ხისტ (ძველებურ) შუქნიშნებთან შედარებით ახალ ტექნიკას გამოკვეთილი უპირატესობები აქვს. შუქნიშნის მუშაობის მახასიათებლების: რეგულირების ციკლის, ფაზისა და ტაქტის ავტომატური ცვლილების მეშვეობით სატრანსპორტო საცობებისა და დაყოვნებების ალბათობა 15-20%-ით შემცირდა.

2011-2015 წლებში "სმარტშუქნიშნების" მონტაჟსა და სერვისზე დახარჯულია 13, 3 მილიონი ლარი. მერიის განმარტებით, ახალი შუქნიშნები ძველთან შედარებით ბევრად ძვირად ღირებულია.


ეკა ასათიანი
კახა
03 ივნისი 2016 11:56
არანირი "ჭკვიანი შუქნიშანი" არ არსებობ თუ მას ცენტრიდან მართვა ესაჭიროება. ეს იმ დროს მახსენებს ლაღიძის წყლებთან ჩემს ბავშვობაში მილიციელის კოშკურა იდგა საიდანაც სიტუაციურად ხდებოდა რეგულირება. ამ პროექტით მავანმა დიდი ფული მოხსნა და შედეგად ჩვენ გაუარესებული სიტუაცია დაგვიტოვა. წამზომიანი შუქნიშნები ბევრად მოხერხებული იყო. სიტუაციას შორიდან ვხედავდით და დამუხრუჭება აჩქარებასაც დროულად ვახდენდით. შუქნიშანი რომელიც თურმე ანალიტიკური ცენტრიდან უნდა იმართოს არანირად არაა ჭკვიანი. თურმე ვიღაცის ლიბიდოზე ვართ დამოკიდებული როდის ინებებს გზის გახსნას. არადა რამდენჯერ მომიწია ცარიელ ქუჩაზე წითელის წინ დგომა.. საერთოდაც როდემდე უნდა ვიყოთ ამ ექსპერიმეტების საცდელი ვირთხები????!!!!!
giorgi
03 ივნისი 2016 10:25
მარტო შუქნიშნებში რომ იყოს პრობლება, რაღა გვიჭირდა... თბილისის ქუჩები ნათლად ასახავს იმას, რაც ზოგადად ქვეყანაში ხდება

რედაქტორის რჩევით