"ძველი პროექტით ხიდი იმის ნახევარი იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო" - მაქათუბნის სკანდალური ხიდი
30-05-2016
"ძველი პროექტით ხიდი იმის ნახევარი იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო" - მაქათუბნის სკანდალური ხიდი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მაქათუბანში ერთ ნაპირს მეორესთან ბონდის ხიდი აკავშირებდა და დიდი ძალისხმევის შედ­ეგად ადგილობრივი ხელისუფლება კაპიტალური ხიდის მშენებლობას დათანხმდა.

თუმცა,­ მოვლენები ისე განვითარდა,­ გლეხებს კინაღამ ბონდის ხიდიც გამოაცალეს... ხარაგაულის გამგეობის ინფრასტ­რ­უქტურის სამსახურის მიერ შეძენ­ილი პროექტით, ხიდი იმის ნახევარი აღმ­ოჩნდა, ვიდრე საჭირო იყო - 30-მეტრიანის ნაცვლად 15-მეტრიანი ხიდი დააპროექტეს.

"2013-2014 წლებში სოფელ მაქათუბ­ა­ნში ხიდის მშენებლობა დაიწყო, თანხით 151.4 ათასი ლარი. პროექტი რამდენჯერმე­ გადაკეთდა, რამაც გამოიწვია ძირითადი­ პარამეტრების შეცვლა: ერთმალიანიდან ორმალ­იანად
იქცა; 15.1 მეტრის ნაცვლად გახდა­ 30.2 მეტრი; შემცირდა ტვირთამწეობა.­ ცვლილებების შედეგად საჭირო გახდა ფინ­ანსური რესურსის დამატება. ამასთან, გახ­ანგრძლივდა სამუშაოების დასრულების ვადაც და ხიდი ექსპლუატაციაში შევიდა ერთი წლის დაგვიანებით", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

ხარაგაულის გამგებლის ყოფილი მოა­დგილე მიხეილ ჭიპაშვილი იხსენებს, რომ თანამდებობაზე ახალი დანიშნული იყო,
როდესაც საპროექტო ორგანიზაციის მიერ ხიდის მშენებლობის პროექტი გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს მიუტანა განსახილველად.

მიხეილ ჭიპაშვილი: - რადგან მე ახალი­ მისული ვიყავი, ინფრასტრუქტურის სამსახურში შესული ხიდის პროექტი ჩემ გარეშე დამტკიცდა სამსახურის უფროსის, დავით დევდარიანის მიერ (რომელიც ახლა ხარაგაულის გამგებლის მოადგილეა). მალევე დავიწყე პროექტების შესწავლა. მაქათუბნის ხიდის პროექტმა ნახვისთანავე დამაეჭვა. განსაკუთრებით იმ ფაქტმა, რომ გათვალისწინებული არ იყო ჰიდროგეოლ­ოგიური კვლევის შედეგები, მეტიც - კვლევა ჩატარებული არც იყო. არადა, ამის გარეშე ნაგებობის დადგმა არც ერთ მდინარეზე ან ღელეზე არ შეიძლება. ვინც მდინარე ძირულას იცნობს, დაეჭვდებოდა, რომ პროექტში რაღაც რიგზე ვერ იყო. ამიტომაც სხვა საპროექტო ორგანიზაციას ვაჩვენე ხიდის ასაშენებელი ადგილი­ და პროექტი. ჩემი ეჭვი გამართლდა, მაგრამ წარმოუდგენელი სინამდვილის წინაშე დავდექით. აღმოჩნდა, რომ ხიდი იმის ნახევარი იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო, ბურჯები კი - მოკლე და უსაძირკვლო. იმის გამო, რომ ნალექიანი ამინდები იყო და კალაპოტში ვერ მუშაობდნენ, სამაგიეროდ ნაპირზე უკვე დაწყებული იყო ხიდის კონსტრუქციის მშენებლობა, უკვე ადუღებდნენ ხიდის მალას. შევაჩერებინე მშენებლობა... პროექტი ხელახლა გაკეთდა უკვე შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით. დავამატეთ ერთი მალა და შუა ბურჯი. ამასთან, ბურჯების სიმაღლე მეტრზე მეტით დაგრძელდა, რადგან წინა პროექტით პირველივე დიდი წვიმის დროს ძირი გამოეთხრებოდა.

- ხარჯი გაიზარდა?
- ცხადია. წინა პროექტით ხიდი 15-მეტრიანი და ერთმალიანი იყო. გადავაკეთეთ ორმალიანად და 15 მეტრით დავაგრძელეთ. თავიდანვე სწორად რომ გაკეთე­ბულიყო, შუა ბურჯი, რომელზეც ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი დაიხარჯა, საერთოდ არ დას­ჭირდებოდა და ერთი მალაც ეყოფოდა.

- მეორე პროექტი იმავე საპროექტო ორგანიზაციამ გააკეთა?
- დიახ, თუმცა, უკვე ჰიდროგეოლოგიურ დასკვნებზე დაყრდნობით, შეცდომები გამოირიცხა. პროექტის ავტორების მოსაძებნად ბათუმში ჩასვლაც კი დამჭირდა.

- ადგილზე არც იყვნენ ნამყოფი და პროექტი ისე შეადგინეს? სხვანაირად გაუგებარია, 30-ის ნაცვლად 15-მეტრიანი ნაგებობა როგორ დააპროექტეს.
- ადგილზე ყოფილან, მაგრამ კვლევ­ების გარეშე, თვალზომით გააკეთეს პროექტი. შედეგად მივიღეთ მრავალმხრივი ზარალი.

P.S. აუდიტის დასკვნაში არსად არის მოხსენიებული ხიდის დამპროექტებელი ორგანიზაციის ან კერძო პირის ვინაობა. "კვირის პალიტრა" გამგებლის მოადგილეს, წარსულში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს დავით დევდარიანს დაუკავშირდა. დამპროექტებლის ვინაობა არც მას ახსოვს. ამბობს, რომ ვიღაც ბათუმელს ჯერ კიდევ მანამ შეუკვეთეს პროექტი, ვიდრე ადგილ­ობრივ ხელისუფლებაში "ქართული ოცნ­ება" მოვიდოდა.

დავით დევდარიანი:
- ჩვენ რომ მოვედით, ეს პროექტი მზად დაგვხვდა. თავი­დან გავაკეთეთ ჰიდროგეოლოგია და უკეთესი გამოვიდა, თორემ პირვანდელი პროექტითაც შეიძლებოდა აშენება.

- 30-მეტრიანი ხიდის ადგილზე 15-მეტრიანი­ რომ აგებულიყო, ისიც ივარგებდა?!

- შეიძლებოდა ევარგა. იყო რისკი, მაგრამ რაღაც ლოგიკაც იყო...(?!)

- უზარმაზარი თანხა დაიხარჯა და 15-მეტრიანი ხიდიც თუ ივარგებდა­, მეტი ფული რატომღა დახარჯეს?

- კი ბატონო, საბიუჯეტო ხარჯებია, მაგრამ სიგრძე მოემატა... პროექტის ავტორი დაჯარიმდა - ასე იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტმა ჯერ კიდევ "ნაციონალების" დროს დადო ეგ ხელშეკრულება და დეტალები არ მახსოვს.

ეკა ლომიძე
ლაურა გოგოლაძე
06 ივნისი 2016 01:10
გთხოვთ მიანიშნეთ, რომ „ჩემი ხარაგაულის“ ფოტოა.
http://chemikharagauli.com/?p=9651#.V1STQPl97IU
მადლობა.
06 ივნისი 2016 00:42
წერილში ერთი უზუსტობაა-ხიდის დაფინანსება მოხდა არა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუათარი სახსრებიდნ,, არამედ რეგიონალური განვითარების ფონდიდან,ანუ ცენტრალური ბიუჯეტიდან. ფონდიდან გამოყოფილი სახსრები, ისე როგორც ამას კანონმდებლობა ითხოვს დელეგირებით გადაეცა მუნიციპალიტეტს, რომელმაც განახორციელა როგორც პროექტირების, ისე სამუშაობის შესყიდვა. ამ პროექტის ინიცირება მოხდა ჩემს, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის მიერ.
ეს უბრალოდ დაზუსტებისთვის.

რედაქტორის რჩევით