Iphone 6s, 3.000-ლარიანი ავეჯის ვაუჩერი, ერთკვირიანი საგზური ევროპაში და... - კვირის პალიტრა

Iphone 6s, 3.000-ლარიანი ავეჯის ვაუჩერი, ერთკვირიანი საგზური ევროპაში და...

"ვერ ვიჯერებ, რომ მანქანა მოვიგე. ჩემს მეუღლეს არანაკლებ უხაროდა და მიმეორებდა - მგონი, მართლა ავტომობილი მოიგეო"

"პალიტრა L"-ის ორთვიანი გათამაშება დასრულდა. ფინალურ გათამაშებაში ყველაზე იღბლიანმა მკითხველებმა გამომცემლობისგან გრანდიოზული საჩუქრები მიიღეს - ახალი ავტომობილი, ერთკვირიანი საგზური ევროპაში, 3.000-ლარიანი ავეჯის ვაუჩერი და Iphone 6s. ფინალური გათამაშება "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" პირდაპირ ეთერში გაიმართა.

პირველი იღბლიანი მკითხველი, რომელმაც Iphone 6s მოიგო, ქალბატონი ლიანა აღმოჩნდა. მას გადაცემის დასრულების შემდეგ დავუკავშირდით:

"ცხოვრებაში არაფერი მომიგია. ეს ლატარიაში ჩემი პირველი გამარჯვება იყო, ალბათ, ესეც ჩემი შვილიშვილების დამსახურებაა. ხუთი შვილიშვილი მყავს და მათთვის საბავშვო წიგნები "ბიბლუსში" შევიძინე. "პალიტრა ლ"-მა მთელი ოჯახი კიდევ ერთხელ გაგვახარა. ტელეფონს, ალბათ, ისევ ჩემს შვილიშვილს ვაჩუქებ. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ პირველ რიგში, ხალხს ემსახურებით და მათთვის ცხოვრების გალამაზებაზე ზრუნავთ"

გადაცემაში მეორე პრიზად ავეჯის 3.000-ლარიანი ვაუჩერი გათამაშდა, რომელიც ქალბატონ თამარს გადაეცა. "ლატარია არასდროს მითამაშია. ყოველთვის მეგონა, რომ ფარსი იყო და რეალურად ვერავინ იგებდა. როდესაც "ბიბლუსში" ბილეთი გადმომცეს, რატომღაც გავიფიქრე, იქნებ ახლა გამიმართლოს-მეთქი.

ჩანაფიქრი ამიხდა 3.000-ლარიანი ავეჯის ვაუჩერი ჩვენი ოჯახისთვის დიდი საჩუქარია. სიმართლე გითხრათ, ემოციებს ვერ გამოვხატავ, ახლაც დაბნეული ვარ".

მესამე იღბლიანი მკითხველი, რომელმაც ბუდაპეშტსა და ვენაში საგზური მოიგო, ქალბატონი მაკაა:

"როდესაც დამირეკეს, გადაცემიდან გიკავშირდებითო, ვერ დავიჯერე, მეგონა მეგობარი მეხუმრებოდა. საგზურის მოგებაზე ვერც კი ვიოცნებებდი".

იღბლიანთა შორის იღბლიანი, რომელმაც ავტომობილი მოიგო, ქალბატონი სალომე აღმოჩნდა.

"ვერ ვიჯერებ, რომ მანქანა მოვიგე. ჩემს მეუღლეს არანაკლებ უხაროდა და მიმეორებდა - მგონი, მართლა ავტომობილი მოიგეო. ცხოვრებაში არაფერი მომიგია. თავი ყველაზე იღბლიანი ადამიანი მგონია, რადგან 3 ბილეთით მანქანა მოვიგე".

#იკითხედამოიგებ

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის გრანდიოზულ გათამაშებას პირველივე დღიდან მკითხველების უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა - მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში 6 805 წიგნი გათამაშდა. ამ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 31 მარტს, გათამაშების პირველ დღეს, "ბიბლუსის" ყველა ფილიალში მკითხველის განსაკუთრებული აქტიურობა შეიმჩნეოდა. გათამაშებაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ გამომცემლობა იძულებული გახდა, ბილეთებზე შეზღუდვაც კი დაეწესებინა - ერთ ჯერზე მყიდველს 4 ბილეთზე მეტი არ გადაეცემოდა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ რაც შეიძლება მეტ მკითხველს მიეღო საჩუქარი. სხვათა შორის, "ბიბლუსის" ერთ-ერთ ფილიალში 18 ბილეთით 18 წიგნი ერთ-ერთმა მომხმარებელმა, "კავკასიის უნივერსიტეტის" პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მოიგო.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა, "ბიბლუსის" ფილიალებში 20-ლარიანი შენაძენის შემდეგ გათამაშების ერთი ბილეთი მიეღო და გამომცემლობის საჩუქარი მისი გადაფხეკისთანავე გადაეცემოდა. "პალიტრა L"-ის გათამაშების უნიკალურობაც სწორედ ის გახლდათ, რომ ყველა ბილეთი მომგებიანი იყო. მომხმარებელს ბილეთის მეორე ნაწილი უნდა შეევსო და "ბიბლუსის" მაღაზიაში, სპეციალურ ყუთში ჩაეგდო.

აღსანიშნავია, რომ გამომცემლობის მიერ შეთავაზებული საჩუქრები გათამაშებაში მონაწილეებისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა - უმრავლესობამ 20-ლარიანი შენაძენის ნაცვლად ძვირად ღირებული წიგნები მიიღო. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც 20 ლარის შენაძენის შემდეგ ისტორიული რომანის 14-ტომეულიც კი შეხვდათ. უამრავი გამარჯვებული გამოვლინდა რეგიონებშიც. გარანტირებულ პრიზებად გამოტანილი იყო "გამომცემლობა პალიტრა L"-ის ყველა წიგნი, მათ შორის ისეთი ბესტსელერი სერიებიდან, როგორიც არის "100 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული", ლიბერთინსის წიგნები, ენციკლოპედიები, საბავშვო ლიტერატურა, "ჩემი რჩეული", "ჩემი რჩეული მსოფლიო" და სხვა. სულ 200 ათასზე მეტი წიგნი გათამაშდა. სწორედ ამ მასშტაბის გამო გათამაშების მთავარ სლოგანად იქცა - #იკითხედამოიგებ.