"პატრულს რომ მივეშვი, ვეფხვს მართლა დავაძინებდი"
"პატრულს რომ მივეშვი, ვეფხვს მართლა დავაძინებდი"
"ჩვენ ვეფხვებს და ლომებსა ისე ვექცევით, როგორ თქვენ ძაღლებს და კატებს"

2015 წლის 13 ივნისის სტიქიურ უბედურებას თავისი გმირებიც ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი იქენჩო ვაგუაა. პირველად ის ტრაგედიის მომდევნო დღეებში ვნახე. გმირთა მოედანზე, თანამემამულეებთან ერთად,  მუხლებამდე ლაფში იდგა და მემორიალის საძირკველს ასუფთავებდა. მაშინ მითხრა: "აქ ბევრი მოხალ­ისე ვართ ნიგერიიდან: სპორტსმენებიც, სტუდ­ენტებიც. საქართველოში დიდი ხნის წინ ჩამოვედი. ქართველი ვარ, ქართველი"! (იხილეთ: "მივხვდი, საქართველოს ვერაფერი დააჩოქებს!")

ამ შეხვედრიდან რამდენიმე საათში ის მთელმა საქართველომ
(და არა მხოლოდ), გაიცნო. palitratv.ge-მ გადაიღო კადრები, რომელშიც იგი პატრულს ვეფხვთან მიშვებას სთხოვდა, იძახდა, - დავაძინებო. (იხილეთ ვიდეო)

იქნეჩო უკვე რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობს, ამჟამად ნაძალადევში ბინადრობს. ჰყავს ქართველი მეუღლე მაკა გაბრიელაშვილი და 2 შვილი. იქენჩო ვაგუას ოჯახი დღეს ჩვენი მასპინძელია.

- სტიქიის შემდეგ ჩვენი
ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. არ შეცვლილა მაინცდამაინც არფერი. უფროსი შვილი - ნიკი 5 წლისაა და ბაღში დადის, უმცროსი - ვიქტორია წლინახევრისაა. ჩემი მეუღლე მაკაც სახლშია, ბავშვებსა და ოჯახს უვლის.

- რა პოფესიისაა მაკა?
- სტილისტია, მაგრამ არ მინდა ჩემი ცოლი რომ მუშაობდეს. ოჯახს ვუვლი, არაფერს ვაკლებ და მირჩევნია, რომ ცოლმა სახლსა და ბავშვებს მიხედოს.

- ამას მაკაზე ზრუნვით ამბობთ, თუ საერთოდ ფიქრობ, რომ ქალის ადგილი ოჯახშია.
- მიყვარს მაკა. არ მინდა, იმუშაოს. ყველაფერი რაც სჭირდება მე გავაკეთებ.

- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანი?

- სალონში, მასთან თმას ვიჭრიდი ხოლმე პერიოდულად. იქიდან დაიწყო ყველაფერი, დღემდე ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.

- საქართველოში როგორ მოხვდი?
- ეს ადრე იყო, აქ, მოწვევით, როგორც ფეხბურთელი, ისე ჩამოვედი. ერთი პერიოდი ვთამაშობდი "მერანში", შემდეგ "ლოკომოტივში". ახლა აღარ ვთამაშობ, ფეხის პრობლემა მაქვს. ჩემი ბიზნესი მაქვს, მანქანები ჩამომყავს ამერიკიდან და იაპონიიდან. სტიქიის პერიოდში გაცნობილ ძალიან ბერ ადამიანთან დავმეგობრდი..

- ბავშვებზე მიამბე?

- კარგი შვილები მყავს, საყვარელი. პატარა ცეკვავს, მუსიკას ჩართავს ხოლმე სასაცილოდ აყოლებს ტანს. კარგი პლასტიკა აქვს და მამასავით ნიჭიერია (იცინის). მაშ როგორ...

- ბავშვები რა ენაზე ლაპარაკობენ?
- ქართულად. უფროსმა ცოტა ინგლისურიც იცის. ჩემი მშობლიური ენა - იბოს ენაა.

- თქვენს ოჯახზე მიამბეთ, იცნობენ მაკას?
- მე ნიგერიიდან ვარ. იქ მყავს დედა, და-ძმა, მამა გაირდაიცვალა. კი, იცნობენ მაკას. სკაიპში ხშირად ლაპარაკობენ. ამბობენ, რომ კარგი მეუღლე ჰყავს ქენჩოსო. უხარიათ რომ ბედნიერი ვარ.

- სტიქიის დღეებში რომ ამბობდით: მე შემიშვით ვეფხვთან, დავაძინებო. როგორ აპირებდი ამის გაკეთებას?
- პატრულს რომ მივეშვი, ვეფხვას მართლა დავაძინებდი. ვეფხვი, ლომი, მაიმუნი ჩემთვის არაა საშიში. პაპაჩემიც ამ საქმიანობით იყო დაკავებული.

- ლომებსაც აძინებდა?

- აძინებდა და რასაც უნდა იმას უკეთებდა. დედალი ლომი უფრო საშიშია, ვიდრე მამალი. ვეფხვიც საშიშია ოღონდ თქვენთვის, ჩვემთვის - არა. ცხოველებთან ვმეგობრობ. მათთან ურთიერთობის ჩემი მეთოდი მაქვს...

- ზოოპარკში რომ წავიდეთ ერთად, მაჩვენებ როგორ შეგიძლია ლომის დაძინება?
- კი ბატონო, რა პრობლემაა. ჩვენ ვეფხვებს და ლომებსა ისე ვექცევით, როგორ თქვენ ძაღლებს და კატებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა სალაღაია (სპეციალურად საიტისთვის)

ზურა
19 ივნისი 2016 02:10
ლომებთან დაკავშირებით არ ვიცი, აძინებს თუ არა, მაგრამ ვეფხვს ეს კაცი აფრიკაში ზოოპარკის გარდა ვერსად ნახავდა, რადგან ვეფხვები აფრიკაში არ ცხოვრობენ..
მაშ როგორ დააძინებდა?
მამუკა ბათუმი
16 ივნისი 2016 21:31
ზოგიერთები რა ბოღმა ხაართ. ძალიან კარგი Dა DაDებითი აDამიანია!
დათო
16 ივნისი 2016 13:20
ეს გაგუა კი მეგრული გვარია მარა იქენჩო ხომ გურული სახელია. აბა რას ერჩით ვერ მიუშვით ნეფხვებთან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები