"რა დროს შიშზე იყო ლაპარაკი, როცა ვხედავდი, ქალები, მოხუცები ჩვენს თვალწინ სიცოცხლისთვის როგორ იბრძოდნენ" - კვირის პალიტრა

"რა დროს შიშზე იყო ლაპარაკი, როცა ვხედავდი, ქალები, მოხუცები ჩვენს თვალწინ სიცოცხლისთვის როგორ იბრძოდნენ"

2015 წლის 13 ივნისის ტრაგიკულ ღამეს 20 წლის გიორგი ხარებაშვილი სვანიძის ქუჩაზე, თანამოქალაქეების დასახმარებლად "ნახალოვკიდან" მაშველებზე ადრე მივიდა და არაერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხა. დღესაც არ იცის, ვინ იყვნენ ის ადამიანები ან ამას რა მნიშვნელობა აქვს?

- ძალიან შემზარავი კადრები ვნახე. თავშესაფრის მხრიდან მივედი, ცხოველების გადარჩენა მინდოდა, მაგრამ ისეთი სურათი დამხვდა, დღემდე თვალებიდან არ ამომდის. ადამიანები ყვიროდნენ, დახმარებას ითხოვდნენ, ძაღლების თავშესაფრიდან ცხოველების განწირული ხმა ისმოდა...

წყალი მკერდს მიფარავდა. რა დროს შიშზე იყო ლაპარაკი, როცა ვხედავდი, ქალები, მოხუცები ჩვენს თვალწინ სიცოცხლისთვის როგორ იბრძოდნენ და როგორი უმწეოები იყვნენ. შევცურე, მაგრამ ხალხის გამოყვანა ძალიან რთული იყო. მოხალისეები ვცდილობდით, ადამიანები ხელიდან წყალს არ გამოეტაცა, დამოუკიდებლად მდინარის დინებას ვერ გაუმკლავდებოდნენ. მერე ისე დავდექით, დაზარალებულებს ერთმანეთს ხელიდან ხელში ვაწვდიდით. იმ ღამეს და შემდეგ დღეებშიც, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე.

დღე არ გავა, იქ ნანახი არ გამახსენდეს და როცა ახლოს გავივლი, სვანიძის ქუჩის მხარეს ვიხედები. ერთხელ ჩავედი, მინდოდა მენახა, რა ხდებოდა. სტიქიის ნაკვალევის ნახვაც არანაკლებ შემზარავი აღმოჩნდა. განსაკუთრებით მძაფრად რამდენიმე კადრი მახსოვს. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ფოტოგალერეა