"ვინც ერთხელ წაიმღერა რუსეთში, ყველა მოღალატედ შერაცხეს და ზურა წერეთელზე ხმას არავინ იღებს"
04-07-2016
"ვინც ერთხელ წაიმღერა რუსეთში, ყველა მოღალატედ შერაცხეს და ზურა წერეთელზე ხმას არავინ იღებს"
"იუბილეზე ზურა წერეთელი ისეთივე ლიმუზინით მოვიდა, როგორითაც პუტინი. გრძელი შავი ლაბადა ეცვა, წითელი სარჩულით და ისე მოდიოდა, როგორც მარშალი და არა მხატვარი"

დღეს ყველა მხატვარს სურს იყოს ზურა წერეთელი... უნდა გენახათ, წერეთლის მამის თუ ცოლის ქელეხებზე რა ხდებოდა. ეს იყო ცეკას პირველი მდივნების ოჯახის წევრების დასაფლავება... რუსეთთან დღეს ყველაზე მეტად წერეთელს შეუძლია ურთიერთობის მოგვარება და ბევრად მეტი ფასი აქვს მის სიტყვას, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებისას...


"ფიროსმანს მსოფლიოში ნა­კ­ლებად იცნობენ, მაგრამ დღეს
ქართველი ხელოვანი, რომელსაც მსოფლიო იცნობს, ზურა წერეთელია. 70 წლის რომ გახდა, იუბილეზე მეც დამპატიჟა და იქ პირადად ვნახე ვლადიმირ პუტინი. ზურა წერეთელიც ისეთივე ლიმუზინით მოვიდა, როგორითაც პუტინი და მთავრობა. გრძელი შავი ლაბადა ეცვა, წითელი სარჩულით და ისე მოდიოდა, როგორც მარშალი და არა მხატვარი" - "კვირის
პალიტრას" არტ-კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი დათო ანდრიაძე ესაუბრა:

- წერეთელი მსოფლიოში­ მხატვრობით ნაკლებად არის ცნობილი. ის ჯერ მილიარდერია და მერე მხატვარი... ერთი მხრივ უღატაკესი, კიბის ქვეშ მცხოვრები ფიროსმანი, რომელიც ჭიქა ღვინოზე­ ცვლიდა თავის ნამუშევრებს და მეორე მხრივ ზურა წერეთელი, რომელიც რევოლუციებს აწყობს­ - მის სახელს ბევრი მოვლენა­ უკავშირდება, ის ჩვეულებრივი პოლიტიკური მოღვაწეა! რუსეთის სამხატვრო აკადემიის ყველა პრეზიდენტი ან ჩეკისტი იყო, ან პოლიტიკური მოღვაწე! ზურა წერეთელი პუტინის, ჟირინოვსკისა და რუსეთის პატრიარქის ძეგლებს ქმნის, მისი წინამორბედები ლენინის, სტალინის, მარქსის, ენგელსის ძეგლებს ქმნიდნენ! წერეთელი თავის ნამუშევრებს არც ყიდის, ის ყიდის თავის მარიფათს! თავიდან ბოლომდე საქმოსანია! ახლახან 800 000 დოლარად გაიყიდა ფიროსმანის ნახატი და ჩვენ ეს დიდი ამბავი გვგონია. ზურა წერეთელი კი ამ ფასად თავის ნამუშევარს არასოდეს გაყიდის. გაყიდის 80 მილიონად... თუმცა, ჯერჯერობით, ეს არაფერში სჭირდება...
ისე აირ-დაირია ყველაფერი, ფიროსმანის ნამუშევრები აღარ არსებობს ესთეტიკური სიამოვნებისთვის. თუ ვინმეს კერძო კოლექციაში ჰქონდა, ყველამ გაყიდა და ფულად აქცია! ეს არის გაჭირვებული და გაღატაკებული ქვეყნის ბედი! დღეს ყველა მხატვარს სურს იყოს ზურა წერეთელი და არა ნიკო ფიროსმანი... უნდა გენახათ, წერეთლის მამის თუ ცოლის ქელეხებზე რა ხდებოდა. ეს იყო ცეკას პირველი მდივნების ოჯახის წევრების დასაფლავება, ისეთი საზოგადოება შეიკრიბა, ვინ აღარ იყო იქ... სულ არ მინდა ზურა წერეთელი მოღალატედ გამოაცხადონ, მაგრამ ვინც ერთხელ წაიმღერა რუსეთში, ყველა მოღალატედ შერაცხეს და ეს კაცი ამხელა აკადემიის პრეზიდენტია და ხმას არავინ იღებს მასზე. რუსეთთან დღეს ყველაზე მეტად წერეთელს შეუძლია ურთიერთობის მოგვარება და ბევრად მეტი ფასი აქვს მის სიტყვას, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებისას. ზურა წერეთელთან სიახლოვე ყველას ეამაყება, ყველას უყვარს მდიდარი კაცი, ჩემი ჩათვლით... გავა წლები, ზურა წერეთლის ნაუშევრები აღარ იარსებებს, უკვე გადაღებეს მისი პეტრე პირველის ქანდაკება მოსკოვში, ასეთი ბედი ელის სხვა ნამუშევრებსაც, მაგრამ ზურა წერეთლის ფენომენი დარჩება... ფიროსმანი კი პოეტია, მეფე, მარადიული ძალაუფლება!..

მანანა გაბრიჭიძე
პაატა
11 თებერვალი 2017 16:30
წერეთელი დღეს პუტინის და ჯირინოვსკის ძეგლაბის სახით, ქმინის რუსეთის პსიქო პათოლოგიურობის ნივთ მტკიცებულებას , და ამაში თუ პახოდუ ფულს იღებს, ღმერთმა ასმაგათ შეარგოს
თთთთთ
24 ივლისი 2016 22:33
Prezidentad davsvat saqartveloshi tu aperisti ivanishvili weretlit shevcvalot.rusets tax upro gaubrazdebi MIT upro egvidzaba shendami pativiscema.rac Mets apatieb gorivit geqcevae da tu waartvi datvivit.xo da to arrive Manasseh midi yuradgeba Siva Ranee unda gaadaatanino.
sialale
13 ივლისი 2016 16:15
ყველას თავის მარიფათით გაუმარჯოს , თქვენ კი უბრალოდ ქართული შურის და ბოღმის რეკლამას აკეთებთ.....სამცუხაროდ .

რედაქტორის რჩევით