პირველი ქალბატონები - კვირის პალიტრა

პირველი ქალბატონები

KvirisPalitra.Geდიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს, სარა ბრაუნს ყოველთვის დემოკრატიული ბრენდები მოსწონდა. მისი სამოსი არც მკვეთრი ფერებით გამოირჩეოდა და არც ექსტრავაგანტურობით,თუმცა ბოლო დროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ირწმუნებიან, რომ პირველი ლედი კარლა ბრუნის ჰბაძავს, რომელსაც ძვირფასი ტანსაცმელი უყვარს. სარა ბრაუნი იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. არც ჟურნალისტებს სწყალობს. ის რამდენიმე საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს და გაზეთებში ბეჭდავს ფონდის მუშაობასთან დაკავშირებულ სტატიებს.

KvirisPalitra.Geკამერუნის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლის შანტალ ბიიას სახელს ატარებს ადამიანის იმუნოდეფიციტურ ვირუსსა და შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრი აფრიკაში. პირველმა ლედიმ რამდენიმე საქველმოქმედო ფონდი დააფუძნა. კამერუნელ ქალთა შორის შანტალ ბიია გამოირჩევა ვარცხნილობით, რომელსაც ჰქვია თჰე ანანა. ის მოდის კანონმდებელიცაა. მის სტილს კამერუნელი ქალები "შანტალ ბიიას" უწოდებენ.

KvirisPalitra.Geკანადის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ლორინ ჰარპერი თავისუფალ დროს ფოტოგადაღებას ანდომებს. განათლებით ჟურნალისტი და ფოტოგრაფია. არის სადიზაინერო ფირმის მეპატრონე, გატაცებულია სამშვენისების დამზადებით, უყვარს მოტოციკლით სეირნობა და კატები. ლორინი მეუღლის პოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებს და მისი საარჩევნო კამპანიის დროს "სააგიტაციო" ავტობუსის საჭესთანაც კი იჯდა. შვილების დაბადების შემდეგ ბიზნესს და პოლიტიკას ჩამოშორდა.

KvirisPalitra.Geესტონეთის პრეზიდენტის მეუღლე ეველინ ილვესი მეწარმეა. პრესაში ხშირად აკრიტიკებენ - მეტისმეტად ბევრ ფულს ხარჯავს თავის თავზეო. ეველინის ჰობია ხელსაქმე, მებაღეობა, კულინარია. მისი ხელით შეკერილი კაბები კი საქველმოქმედო აუქციონებზე იყიდება.

KvirisPalitra.Geსირიის პრეზიდენტის მეუღლე და სამი შვილის დედა ასმა ასადი 2008 წელს პოპულარულმა ფრანგულმა ჟურნალმა ELLE-მ პლანეტის ყველაზე ნატიფ "პირველ ქალბატონად" დაასახელა. ის ხშირად ჩნდება ტელეეკრანზე, არ გაურბის ჟურნალისტებთან ურთიერთობას და თამამად გამოთქვამს თავის აზრს.