"კლასში ყველა ბიჭს ვცემდი"
11-07-2016
"კლასში ყველა ბიჭს ვცემდი"
"სანამ საასპარეზოდ წავიდოდი, ყველა მეუბნებოდა, შენ ისეთ ჯანზე ხარ, ვინ დაგამარცხებსო და მიხარია, რომ ენამ უყივლათ"

"სადედამთილოს რომ გაუგია, გიორგის მოჭიდავე გოგო უყვარსო, უნერვიულია. თურმე დაკუნთული, დაგვაჯული, კისერჩასქელებული ვეგონე. მაგრამ როდესაც გამიცნო, გაუხარდა, რა კარგი გოგო ყოფილა, მაღალი და წერწეტაო"


შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით ის სუსტი სქესის ყველაზე ძლიერი წარმომადგენელია. სხვაგვარად როგორ შეიძლება მოვიხსენიოთ სამბოში ევროპის პირველი ქართველი ქალი ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი.

- როგორც მეუბნებიან, 5 წლისას ჩემს წონაზე 3-ჯერ
მძიმე­ ტვირთის აწევა შემეძლო. სკოლ­აში ცელქი ვიყავი, კლასში ყველა ბიჭს ვცემდი. ჩოგბურთელობა მინდ­ოდა, შარაპ­ოვას რომ ვუყურებდი,­ ოცნებას­ მივეც­ემო­დი ხოლმე. 5-შვილიან ოჯახში­ არ გვქონდა ამის საშუ­ალება - ჩოგბურთი ძვირად ღირებული სიამ­ოვნებაა. მამამ ხუთივე - 2 გოგო და 3 ბიჭი - ჭიდაობაზე­ შეგვიყვანა და თავად­ იყო ჩვენი­
მწვრთნელი. დედაც მძლეოსანი­ გახლდათ. მამას ფანატიკურად უყვარს სპორტი და ყველაფერში მავარჯიშებდა. თავიდან ძიუდოში ვვარჯიშობდი, მერე სამბო ვარჩიე. 5 წელია, რაც სპორტის ამ სახეობაში ვარ ჩაბმული. სამბო რუსების არის, მათ შექმნეს და თვითონვე­ არიან ლიდერები ამ სახეობაში... ძლიერი სპორტსმენების დამარცხება დამჭირდა წარმატების მისაღწევად, თუმცა კარგ ფორმაში ვიყავი, რაც ჩემი მწვრთნელის,­ ჯონდო მუზაშვილის დამსახურებაა. სანამ ყაზანში სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ წავიდოდი, ყველა მეუბნებოდა, შენ ისეთ ჯანზე ხარ, ვინ დაგამარცხებსო და მიხარია, რომ ენამ უყივლათ.

- მეუღლეზე მიამბეთ.

- მომავალი მეუღლე, გიორგი გურგენიძე, ინტერნეტით გავიცანი. გიორგი ჯარისკაცია, ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა. შეიარაღებულ ძალებში რაგბის თამაშობდა. პირველად ვაკის პარკში შევხვდით ერთმანეთს. არ ვაპირებდი შეხვედრას, მაგრამ გიორგიმ ჭკუა იხმარა: მითხრა, დარწმუნებული ვარ, ყველა ფოტო, რომელიც "ფეისბუკზე" გიდევს, სხვისია, ფოტოებზე ძალიან ლამაზი­ გოგოა გამოსახული, შენ რომ ასეთი იყო, არ დაიმალებოდი და შეხვედრაზე დამთანხმდებოდიო. ამაზე გავგიჟდი... ნელ-ნელა­ თავისი ყურადღებით, საქციელით თავი შემაყვარა. მერე გიორგი ავღანეთში წავიდა, რომ დაბრუნდა, ვიქორწინეთ.
დედამისს რომ გაუგია, გიორგის მოჭიდავე გოგო უყვარსო, უნერვიულია. დაკუნთული, დაგვაჯული, ვარჯიშისგან კისერჩასქელებული ვეგონე. მაგრამ როცა გამიცნო, გაუხარდა, რა კარგი გოგო ყოფილა, მაღალი და წერწეტაო.

- რა სიმაღლის ხართ?

- 177 სანტიმეტრი, გიორგი­ - 185 სმ. ყველა გვეუბნება, რომ შესაფერისი წყვილი ვართ.

- სამზარეულოშიც ისეთივე ძლი­ერი ხართ, როგორიც ჭიდაობაში?

- მოვიტყუები, რომ ვთქვა, ყველაფრის მომზადება ვიცი-მეთქი, თუმცა ცუდი ხელი არა მაქვს, რა საქმესაც ხელს მოვკიდებ, ყველაფერი გამომდის. გიორგის მოსწონს ჩემი ნახელავი. დედამთილიც მეხმარება. საოჯახო საქმეებიდან ყველაზე მეტად დალაგება და ოთახებში ავეჯის გადაადგილება მიყვარს.

- გამარჯვების აღსანიშნავად­ იცეკვეთ, თქვით, რომ მეუღლეს მიუძღვენით.

- გიორგი სულ გვერ­დში მი­დგას. ყოველ დილით ჩემთან ერთად დარბის. პირველად კიმონო მაჩუქა და ბევრი წარმატება მომიტანა მისმა საჩუქარმა. აქედან ყაზანში საასპარეზოდ რომ მივდიოდი, მთხოვა, თუ ჩემპიონი გახდები, იცეკვეო. სპორტის მინისტრმა იხუმრა, ჭიდაობა არა, მაგრამ ცეკვა დასახვეწი გაქვსო. ამაზე ბევრი ვიხალისე.

- რა გეგმები გაქვთ?

- აგვისტოში ტურნირი ტარდება ყაზახეთში. ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატზე მივემგზავრები ბულგარეთში, სოფიაში. წარმატების იმედი მაქვს და შრომასაც არ ვაკლებ.

"მოპარული" ილეთები


საბჭოთა იმპერია გასული საუკუნის 20-25-იან წლებში სამხედრო ფიზიკური წვრთნის სისტემით ვერ დაიკვეხნიდა. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად მოსკოვიდან საქართველოში ვინმე ანატოლი ხარლამპიევი გამოგზავნეს. ხარლამპიევი წლების განმავლობაში სწავლობდა და იხატავდა ქართული ჭიდაობის სახეობათა ფანდებს. ქართველები ჩვეული გულღიაობით უზიარებდნენ უცხოელს მამაპაპისეულ განძს. 1939 წელს, როდესაც ახალი საბჭოური ტიპის ჭიდაობის პირველი დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა, აღმოაჩინეს, რომ მთელი ქართული ჭიდაობა, ილეთების რუსული დასახელებით, "დიდი საბჭოეთის" თავდაცვის არსენალში შესულა. ასე შეიქმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ქმედითი საბრძოლო ტიპის დისციპლინა სამბო.

ეკა სალაღაია
gurami
25 ივლისი 2016 11:46
ამ მოჭიდავის სახელი და გვარი საიდუმლოა? :Dდ
გელა გარაყანიძე
15 ივლისი 2016 16:00
სისტემატურად ვკითხულობ ქალბატონი ეკას პუბლიკაციებს...
როგორც ჟურნალისტი,იგი ძალზე დაიხვეწა და ჩამოიქნა უკანასკნელ ხანებში...
ნიჭი და საქმის სიყვარული, ხელს უწყობს და ეხმარება ავტორს მრავალფეროვანი თემატიკის დასაძლევად...
ქალ სამბისტებზე და თანაც ჩემპიონებზე, დაუწერია აქამდის ვინმეს?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები