"სად მე და სად პოლიტიკა"
18-07-2016
"სად მე და სად პოლიტიკა"
"ლოიალური დედიკო ვარ, ოლივია­ ჯერ პატარაა, მკაცრად ვერ მოვექცევი"

13 ივლისს ბათუმში, ჩოგბურთის კორტებზე, Check In Georgia-ს ფარგლებში ჯგუფ "ა-სტუდიოს" კონცერტი გაიმართა.
"კვირის პალიტრამ" კონცერტის დაწყებამდე მოახერხა ჯგუფის სოლისტთან, ქეთა თოფურიასთან გასაუბრება.

- ქეთა, დიდი ხნით ეწვიეთ საქართველოს, ბათუმს?

- ბათუმში ერთი დღით ჩამოვედი "ა სტუდიოსთან" ერთად კონცერტის ჩასატარებლად, ქმარ-შვილის გარეშე.

- წინ როგორი ზაფხული გელით, სამუშაოთი დატვირთული თუ დასვენებას გეგმავთ?

- ივლისში ძალიან ბევრი კონცერტი­ გვაქვს დაგეგმილი. ცოტა ხნის
წინ თბილისის ფილარმონიაში გვქონდა კონცერტი, ახლა - ბათუმში. დასვენებაზე ფიქრს აგვისტოდან დავიწყებ. ზაფხულის გატარებას საქართველოში არ ვაპირებ...

- თქვენს გოგონაზე მიამბეთ.

- ოლივია ერთი წლის გახდა უკვე, კბილი ამოუვიდა, სიარულიც დაიწყო.

- მკაცრი დედიკო ხართ?

- ლოიალური დედიკო ვარ, ოლივია­ ჯერ პატარაა, მკაცრად ვერ მოვექცევი.
ცოტა ხნის წინ დავიწყეთ ნატურალური საკვების მირთმევა. სადილის მომზადებაში­ ძიძები მეხმარებიან. ვცდილობ, სულ ჩემთან მყავდეს. როცა კონცერტები არა მაქვს, მთელ დროს ოლივიასთან ვატარებ. როცა შინ არ ვარ, ოლივიას დედასთან ვტოვებ, მათთან ერთად არიან ძიძებიც.

- როგორი გეჩვენათ საქართველო, იგრძნობა პოლიტიკური აქტიურობა წინასაარჩევნოდ?

- არა... ერთი იმას მივხვდი, რომ 4 წელია ბათუმში არ ვყოფილვარ და საოცრად შეცვლილი და გალამაზებულია. ბევრი რამ აუშენებიათ. პოლიტიკურ მდგომარეობას რაც შეეხება, არაფრის აზრზე არა ვარ.

- ვიზალიბერალიზაციაზე ბევრს საუბრობენ. როგორ ფიქრობთ, კარგი იქნება თუ ეს პროცესი ბოლომდე მივა?

- კარგი იქნება, მაგრამ რაღაც ძალიან დიდი ხანია ამაზე ლაპარაკობენ, გაკეთებით კი არაფერს აკეთებენ.

- ოდესმე თუ წარმოგიდგენია საკუთარი თავი პოლიტიკაში?

- სად მე და სად პოლიტიკა... არა, გმადლობთ.
Tamari
22 ივლისი 2016 14:23
ქეთა სილამაზის გარდა ჭკვიანიცაა. მინდა ბევრი წარმატება და დიდი ბედნიერება უსურვო
nat
22 ივლისი 2016 10:40
შენმა მზემ რააააა :))) დავიჯერეთ
გია
21 ივლისი 2016 21:58
ლამაზი,ნიჭიერი,ჭკვიანი,შრომისმოყვარე,130 მილიონიანი რუსეთის მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მოთხოვნადი მომღერალი და ვარსკვლავი,თვითონ,თავის შრომით დოლარებით მილიონერი, ხოლო მისი ქმარი კი მულტიმილიონერი და ერთი უცნობილესი მილიარდერის დის შვილი!

აი ეს არის ქართველი ქეთა თოფურია,ჩემთვის პირადათ საამაყო ქართველი!

თქვენ კი გასკდით შურით,ჯიბეგამოხეულო და წარუმატებელო,შურით და ღვარძლით გამოტენილო ქართველებო!

რედაქტორის რჩევით