"ბედნიერი ვარ, რომ გემოვნებიანი მკითხველების გარემოცვაში ვარ"
01-08-2016
"ბედნიერი ვარ, რომ გემოვნებიანი მკითხველების გარემოცვაში ვარ"
"ჩემს უბანში "კვირის პალიტრა" ყველაზე პოპულარული გაზეთია, ამ გაზეთს ყველაზე მეტად ენდობიან"

ჟუჟუნა მდივნიშვილი: "ვერ ვიფიქრებდი, თუ გაყიდვების მაჩვენებლით პირველ ადგილზე აღმოვჩნდებოდი, საჩუქრებზე არც კი მიოცნებია. მიხარია, რომ კომპანია ჩვენ მიმართ ყურადღებას იჩენს, ეს ნამდვილად დასაფასებელია"


ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, კომპანიის ძირითად მამოძრავებელ ძალად რჩება ადამიანური რესურსი - მოტივაციის გაზრდა და თუნდაც სულ მცირე წახალისება ყოველთვის პროდუქტიულობის გაზრდის დივიდენდს ქმნის.­

ჰენრი ფორდი ამბობდა:
"შეიძლება ჩაძირონ ჩემი ბიზნესი, გადაწვან ყველა ჩემი ქარხანა,
მაგრამ თუ უზრუნველვყოფ ჩემი ადამიანური კაპიტალის გადარჩენას, თავიდან აღვადგენ კომპანიას". თანამედროვე საბაზრო კონკურენციის პირობებში სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს კომპანიაში დასაქმებული თითოეული ინდივიდის საქმეში მეტად ჩართულობა. ამ პრინციპის გათვალისწინებით, იანვარში "კვირის პალიტ­რამ"­ "ელვამარკეტისა" და "საქართველოს ფოსტის" თანამშრომლებისთვის წამახალისებელი აქცია დაიწყო, რაც მიზნად გაზეთ "კვირის პალიტრის" გამყიდველების წახალისებას
ისახავდა. აქციაში "ელვამარკეტისა" და "საქართველოს ფოსტის" რამდენიმე ასეული თანამშრომელი კვირების განმავლობაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს, საბოლოოდ კი, "კვირის პალიტრამ" გაზეთების რეკორდული რაოდენობის გაყიდვისთვის ოთხი გამარჯვებული გამოავლინა და მათ სოლიდური საჩუქრებიც გადასცა...

აქცია იმდენად საინტერესო აღმოჩნდა "ელვამარკეტისა" და "საქართველოს ფოსტის" თანამშრომლებისთვის, რომ გაზეთმა მისი გაგრძელება გადაწყვიტა - ამჯერად წამახალისებელი შეჯიბრების მეორე­ ეტაპი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა. თბილისის მასშტაბით "ელვამარკეტისა" და "საქართველოს ფოსტის" თანამშრომლებს სამოტივაციო ბუკლეტებიც დაურიგდათ, სადაც გამარჯვებულებისთვის წამახალისებელი საჩუქრებიც იყო მითითებული - პლედი სპეციალურად "ბიბლუსისგან", ჰიგიენური მოვლის საშუალებები, ხილის საჭრელი მოწყობილობა, წიგნის თარო... აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებისთვის "პალიტრა L"-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიიდან - "49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო", წიგნებიც იყო გათვალისწინებული.

ორთვიანი აქციის ფარგლებში "კვირის­ პალიტრამ" ორი გამარჯვებული გამოავლინა­ - დოლიძისა და კოსტავას ქუჩაზე მდებარე ჯიხურებში "კონკურენტებზე" მეტი რაოდენობის "კვირის პალიტრა"­ და "კარუსელი" გაიყიდა. ჟუჟუნა მდივნიშვილსა და მაია ბახტაძეს მედიაჰოლდინგ "პალიტრის" მარკეტინგის წარმომადგენელმა საჩუქრები ადგილზე მიუტანა, რაც სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა გამარჯვებულებისთვის.
მაია ბახტაძე: "ყოველთვის მისასალმებელია, როდესაც კომპანია თანამშრომლების­ მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავს. აქცია გაზეთ "კვირის პალიტრისა" და ჟურნალ­ "კარუსელის" მკითხველებისთვის შეთავაზებას გულისხმობდა.­ ორივე გამოცემა ისედაც პოპულარულია და სიმართლე გითხრათ, ზედმეტადაც არ დავტვირთულვარ, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, თუ გაყიდვების მაჩვენებლით პირველ ადგილზე აღმოვჩნდებოდი. მიხარია, რომ კომპანია ჩვენ მიმართ ყურადღებას იჩენს, ეს დასაფასებელია".

ჟუჟუნა მდივნიშვილი: "ჩემს უბანში "კვირის პალიტრა" ყველაზე პოპულარული­ გაზეთია, ამ გაზეთს ყველაზე მეტად ენდობ­იან და მეც ბედნიერი ვარ, რომ გემოვნებიანი მკითხველების გარემოცვაში ვარ. რაც შეეხება აქციას, თუნდაც ელემენტარული ყურადღება დამატებითი სტიმულია, რომ საკუთარ საქმეს მეტი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით მოეკიდო. "კვირის პალიტრის" საჩუქარს ცხოვრების ბოლომდე გავუფრთხილდები".

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით