"ჩხუბში ძალის ბოროტად გამოყენება უსამართლობაა"
01-08-2016
"ჩხუბში ძალის ბოროტად გამოყენება უსამართლობაა"
17 წლის საჩხერელი გიორგი ბუზალაძე ძალოსა­ნია. გიორგი 2016 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

- სოფელ სარეკის­ სკოლის მეთორმე­ტეკლასელი ვარ. 13 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა მასწავლებელმა, შალვა ბუღაძემ,­ შემთხვევით აღმომაჩინა და სპორტში აქტიურად ჩავერთე. პრობლემური სახსრების გამო სიმძიმეების აწევა მიჭირდა, მაგრამ შრომამ­ და ვარჯიშმა ნაყოფი გამოიღო. თავდაპირველად ჩემი მშობლები შიშობდნენ, რომ სიმაღლეში აღარ გავიზრდებოდი, მაგრამ თანდათან წარმატებასაც მივაღწიე და ჩემი ოჯახის წევრებიც ყველაზე დიდ გულშემატკივრებად იქცნენ, განსაკუთრებით დედაჩემი.

სანამ ძალოსნობაში ვარჯიშს დავიწყებდი,
ადამიანებთან ურთიერთობა მიჭირდა,­ მაგრამ სპორტდარბაზმა, მასწავლებლების სითბომ და თანაგუნდელების თანადგომამ კომუნიკაბელური გამხადა.

- გოგონას გულის მოსაგებად შენს ძალაზე აქცენტი გაგიკეთებია?

- არასდროს. ეს მეტიჩრობად მიმაჩნია.

- როგორ გგონია, მომავალში სპორტი შენი პროფესია გახდება?

- ექიმ-რეაბილიტოლოგობა მინდა. ვაპირებ სპორტულ ჯგუფში ვიმუშაო და მთელი ცხოვრება სპორტს დავუკავშირო.

- წვრილმან პრობლემებს თუ უმკლავდები ძალის მეშვეობით?

- ვარჯიშის დროს ნებისყოფა გიმუშავდება, ამიტომ შეგიძლია ყველაფერი მოითმინო. ჩხუბში ძალის ბოროტად გამოყენება უსამართლობაა.

- რა მოგწონს და არ მოგწონს ძალოსნობაში?

- მომწონს, რომ ძალისმიერი სპორტია, დიდ ენერგიას მოითხოვს და რაც უფრო იხარჯები, მით მეტად გიყვარდება. არ მომწონს, რომ სპორტსმენები ტრავმებს­ იღებენ და გაუსაძლისი ტკივილის ატანა უწევთ.

- საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატზე გვიამბე...

- ვღელავდი და პირველივე მოძრაობა შემეშალა, მივხვდი, რომ წავაგებდი. ძალა და გონება მოვიკრიბე, გავიხსენე ყველაფერი, რაც კი მისწავლია და შეცდომა გამოვასწორე. ჩემს საგულშემატკივროდ მოსულები იყვნენ მშობლები, მეგობრები და მწვრთნელი. მათ იმედს ვერ გავუცრუებდი. დაუვიწყარი მომენტია, როცა შემაღლებულ ადგილას დგახარ და გაჯილდოებენ. თავი საერთაშორისო ოლიმპიადაზე მეგონა.

- მომავალში რას გეგმავ?

- ბევრს ვიშრომებ და საერთაშორისო კონკურსებშიც ჩავერთვები.

თათული ღვინიანიძე
თათია ლორთქიფანიძე
07 აგვისტო 2016 08:24
ძალოსნობა ისეთი სპორტია, სადაც ყველას შეეძლება ვარჯიში.

-რამდენი ხანია რაც ამ სპორტით ხარ დაკავებული?
-უკვე მესამე წელია რაც ამ სპორტში ვარ ჩართული, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული საერთაშორისო შეჯიბრებებში, ამიტომ სამომავლოდ უფრო მაღალი რანგის ტურნირებში,მსურს საკმაოდ კარგად ვიასპარეზო რომ მედლისთვის ვიბრძოლო, ამისათვის დიდი შრომა აქვს ჩადებული ჩემს ტრენერს გელა მახარაშვილს და მინდა იმედები გავამართლო.
-რამდენადაც ვიცით, ქართული ძალოსნობის ისტორიაში პირველი ქართველი გოგონა ბრძანდებით, რომელმაც ასე მცირე პერიოდში წარმატებას მიაღწიე. რას ეტყვით საზოგადოებას და გოგონათა იმ კატეგორიას ამ სპორტში ვარჯიში რომ დაიწყონ?
-პირველ რიგში მადლობელი ვარ,იმ თანადგომით, რომელმაც თავდაჯერებული გამხადა, დიდი მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს - რომელთაც არანეკლები წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში, მამამ - ბატონმა დიმიტრიმ, ყველაფრის და მიუხედავად, მომცა საშუალება გავსულიყავი საერთაშორისო შეჯიბრზე და ამავდროულად მინდა ვისარგებლო მომენტით, და მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას. რაც შეეხება ძალოსნობაზე სიარულს, ასაკი განსაზღვრული არ არის თუმცა მიზანშეწონილი იქნება 13 - 14 წლიდან დაიწყონ ვარჯიში. ქართველ გოგოებს მინდა მოვუწოდო, დაკავდნენ სპორტით და რაც შეიძლება აქტიურად.

-რას დაამატებდით?
აქვე დავამატებ, რომ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ ნაკრებს მინდა წარმატებები ვუსურვო, უმაღლესი სინჯის მედლები მოგვეპოვოვებინოს და საქართველოს ჰიმნი არაერთხელ აჟღერებულიყოს.

რედაქტორის რჩევით