"ნეტავ, ის ნახატები მქონდეს და სხვა ყველაფერი დაკარგულიყო" - ნიუ-იორკში მცხოვრები სოხუმელი მხატვარი
08-08-2016
"ნეტავ, ის ნახატები მქონდეს და სხვა ყველაფერი დაკარგულიყო" - ნიუ-იორკში მცხოვრები სოხუმელი მხატვარი
ნიუ-იორკში მცხოვრები სოხუმელი მხატვარი ტერაქტის შესაჩერებლად მსოფლიოს გზავნილს უმზადებს

"დედამიწაზე მცხოვრებ ხალხს ყველას ერთი გზა გვაქვს და არ შეიძლება რელიგიასთან ფანატიკური დამოკიდებულების გამო ერთმანეთს ვხოცავდეთ"... გვეუბნება ნიუ-იორკში მცხოვრები სოხუმელი მხატვარი, რომელიც მალე გამოფენას მსოფლიოში გახშირებულ ტერაქტებს მიუძღვნის... თემურ სულუხია ამერიკიდან გვესაუბრა.

- დღეს მსოფლიოში მუსლიმანური და ქრისტიანული ქვეყნების შეჯახების დიდი საშიშროებაა... მინდა, გამოფენა მოვაწყო და რაც შეიძლება ძლიერი იყოს ჩემი გზავნილი, რომ გამოვფხიზლდეთ! რელიგიის არასწორად აღქმამ არ უნდა გაგვაგიჟოს!..
იყო
პერიოდი, როდესაც მანჰეტენზე ნამუშევრებს ვყიდდი. ზამთარ-ზაფხულ ვმუშაობდი და ორი თითი მომეყინა. ამ დროს გავიცანი თურქი ბიჭი, მან რუსულად თარგმნილი ყურანი­ მაჩუქა, რომ წამეკითხა და გამეგო, რას ქადაგებდა­ მათი რჯული. დავმეგობრდით. დღეს ერთი გზა გვაქვს. ამიტომაც ვიცი, რა უაზრო ბრძოლას ეწირება დღეს ამდენი ხალხი­.
ბოლო დროს
ფოტოგრაფიამ გამიტაცა.­ ყველაფერს ვიღებ, ფოტოები, ფაქტობრივად, ჩემი დღიურია...

- სოხუმში გაიზარდეთ... გვიამბეთ აფხაზეთზე...
- არაჩვეულებრივად მახსენდება ჩემი ბავშვობა... თავიდანვე ბობოქარი ხასიათი მქონდა. სულ კომუნისტების წინააღმდეგი ვიყავი, მშობლები კი კომუნისტები მყავდნენ... ამერიკის ხმას ვუსმენდი. პატეფონი მქონდა და ხშირად ვუსმენდი ტომ ჯონსის ყველაზე პოპულარულ სიმღერას...

- სოხუმის დატოვება როდის მოგიხდათ?
- სოხუმი ყველაზე მძიმე დღეებში დავტოვე. ცოლ-შვილი იქაურობას უფრო ადრე გავარიდე. მე ცოტა გვიან წამოვედი და მეგობრებთან ერთად სვანეთის გზას დავადექი. შვიდი დღე მოვდიოდით, ტყეში ვჩერდებოდით, სოკოს ან რაღაცას ვჭამდით და გზას ვაგრძელებდით. უკიდურესი ტანჯვით ჩავედით ზუგდიდამდე...
თავიდან სასტიკ უარზე ვიყავი, რას ჰქვია, აფხაზეთი დავტო­ვო-მეთქი. დედამაც მხარი ამიბა და სოხუმში დარჩა. მოგვიანებით გავიგე, რომ აფხაზებს მეზობლები ჩემს სახლში შეუყრიათ და სახლში ყველაფერი დაულეწავთ. ნახატებში თოფი მქონდა გადამალული და საქართველოს სამი დროშა. ერთ-ერთი 9 აპრილის მიტინგიდან წამოვიღე. დედაჩემისთვის უბრძანებიათ, სასწრაფოდ დაეტოვებინა იქაურობა. ჩემმა მეგობარმა რაღაც გზებით გამოიყვანა... შემდეგ ყველანი თბილისში გადმოვედით, აღვადგინე სამხატვრო სკოლა, რომლის დირექტორიც გახლდით წლების განმავლობაში...

- ამერიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- ამერიკაში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ნიუ-იორკში ვცხოვრობ და მანჰეტენი იმდენად ეგზოტიკური ადგილია, სოხუმის რუსთაველის ქუჩას მაგონებს... დასახატი ბევრია, მაგრამ ხელოვნებისთვის დღეს ბევრი დრო არ მრჩება, რადგან ნიუ-იორკში ცხოვრება სულ სხვა ტემპია.
გული მწყდება, რომ ჩემი ყველა ნამუშევარი სოხუმში დარჩა და არავინ იცის, რა ბედი ეწია. ნეტავ ის ნახატები მქონდეს და სხვა ყველაფერი დაკარგულიყო. ნახატებთან ერთად მქონდა მე-17 საუკუნის ხატი, რომელიც მაჩუქეს და ჩემთვის უძვირფასესი იყო...
ხშირად ვიგონებ სოხუმს. სურათები ტრიალებს თვალწინ -რაც იქ კარგი და ცუდი მინახავს, კინოკადრებივით გაილევებს და მერე ტკივილი მიმძაფრდება.

მანანა გაბრიჭიძე
luxo
25 ნოემბერი 2016 11:16
ეს იყო ელცინის ვერაგობა და შევარდნაძის ღალატი,
თუ არა, სიბეცე. ( წყეულიმც იყოს ორივეს სახელი )
ნიჭიერება არასდროს გაკლდა,
ენაც გიჭრიდა, ხმალიც გიჭრიდა,
მაგრამ ყოველთვის, ძმის შური გვკლავდა,
როცა ძალიან, ძაან გვიჭირდა.
ახლაც ვერ ავცდით შურსა და ღალატს,
სიკეთის ბილიკს კვლავ აგვაშორეს,
ველაქუცებით ჩვენსავე ჯალათს,
ჩვენსავე სისხლში დასვრილ ბატონებს.
იქ დიდ ქალაქში დაწერილ ბარათს,
სუნი სდის მყრალი, დამპალი ლეშის,
პუგაჩოვის და პუშკინის ჯალათს,
საქართველოსკენ უჭირავს გეში.
რუსული ხიშტით გულზე მოსული.
ჩეჩენ- ადიღთა აღსდგა ბანაკი,
ღალატის ცეცხლში იწვის სოხუმი,
ვით განწირული საღვთო ზვარაკი.
*
1993წ 25 სექტემბერი.
ძმის დარგულ ხესაც ფერება უნდა მას შენს მიწაში უდგას ფესვები,
კარგიც და ავიც, გვახსომდეს მუდამ, ერთი კაცისგან გვაქვს ნასესხები,
ძმაო ადრეა მგონი ზეიმი, მე თუ დავეცი, შენც დაეცემი.
Eka Usharidze
12 სექტემბერი 2016 15:20
Temur carmatebebs gisurvebt
თამო
11 სექტემბერი 2016 22:36
თემო შენ ხარ უძლიერესი მხატვარი და ხელოვანი შენი თითოეული ნახატი არის შედევრი, და მე ვამყობ ამით!

რედაქტორის რჩევით