ეს უფუნქციო ხიდი 111.000 ლარი დაჯდა - კვირის პალიტრა

ეს უფუნქციო ხიდი 111.000 ლარი დაჯდა

ხიდი სამანქანო დანიშნულებისაა(?!) თუმცა, ერთი ბილიკი მთისკენ ადის, მეორე კი მდინარის ნაპირს მისდევს...

ფოტოებზე გამოსახული ხიდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუნევში, მდინარე ძირულაზეა გადებული. ის სამანქანო დანიშნულებისაა(?!) თუმცა, ერთი ბილიკი მთისკენ ადის, მეორე კი მდინარის ნაპირს მისდევს. მანქანა ვერც ერთ მხარეს ვერ გაივლის. ეგ კი არა, მთისკენ მიმავალ ურემსაც გაუჭირდება გავლა.

ხარაგაულის გამგეობის ინფორმაციით, ხიდი 2009 წელს, გამგეობის დაკვეთით, "ინჟმშენ 96" -ს აუშენებია და 111.000 ლარი დაჯდა. ინფრასტრუქტურის სამსახურში ხიდის პროექტისა და სხვა დოკუმენტების გზა-კვალს ვერ მიაგნეს. მხოლოდ ბუღალტერიაში არსებობს ხიდის მშენებლის ანგარიშზე გადარიცხვა...

P.S. ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მაქათუბანში, 30-მეტრიან ხიდს 15-მეტრიანი პროექტით აშენებდნენ.(?!) სოფელ ხევში კი სურამულაზე გასადები ხიდის პროექტი რიკოთულასთვის შეუძენიათ, შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც ერთს არ ერგებოდა...

ეკა ლომიძე