ეს უფუნქციო ხიდი 111.000 ლარი დაჯდა
08-08-2016
ეს უფუნქციო ხიდი 111.000 ლარი დაჯდა
ხიდი სამანქანო დანიშნულებისაა(?!) თუმცა, ერთი ბილიკი მთისკენ ადის, მეორე კი მდინარის ნაპირს მისდევს...

ფოტოებზე გამოსახული ხიდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუნევში, მდინარე ძირულაზეა გადებული. ის სამანქანო დანიშნულებისაა(?!) თუმცა,­ ერთი ბილიკი მთისკენ ადის, მეორე კი მდინარის ნაპირს მისდევს. მანქ­ანა ვერც ერთ მხარეს ვერ გაივლის. ეგ კი არა, მთისკენ­ მიმავ­ალ ურემსაც გაუჭირდება გავლა.


ხარაგაულის გამ­გ­­ეობის ინფ­ორმაციით, ხიდი 2009 წელს, გამ­გეობის დაკვეთით, "ინჟ­­მშენ 96" -ს­ აუშენებია
და 111.000 ლარი დაჯდა. ინფრასტრუქტურის სამსახურში ხიდის პროექტისა და სხვა დოკუმენტების გზა-კვალს ვერ მიაგნეს. მხოლოდ ბუღალტ­ერიაში არსებობს ხიდის მშენებლის ანგარიშზე გადარიცხვა...

P.S. ცოტა ხნის წინ ვწერდით­, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტე­ტში, მაქათუბანში, 30-მეტრიან ხიდს 15-მეტრიანი­ პროექტით აშენებდნენ.(?!) სოფელ­ ხევში კი სურამულაზე გასადები ხიდის პროექტი რიკოთულასთვის შეუძენიათ, შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც ერთს არ ერგებოდა...

ეკა ლომიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით