სელფი ძროხასთან?! - "ვიღაც შავი პიარის აგორებას ცდილობს"
08-08-2016
სელფი ძროხასთან?! - "ვიღაც შავი პიარის აგორებას ცდილობს"
"მე ვთხოვე მოსახლეობას, მითხარით, ვინ დაგავალათ ასეთი სისულელე-მეთქი და ხმას არავინ იღებს"

გასულ კვირას სოციალური ქსელების ჰიტად იქცა პოლიტი­კური ჯგუფის "სამოქალ­აქო პლა­ტფორმა -ახალი საქართველოს"­ წევრ ლევან ხაბეიშვილის ზემო იმერეთში მოგზაურობის ამბ­ა­ვი.­ ტელემედიის ინფორმაციით, პოლიტიკოსი სოფელ ქვემო ჭალოვანში­ (რომელიც საჩხერის რაიონად იყო დასახელებული) მოს­ახლეობის პრობლემებს­ სწავ­ლობდა­ და "აღმოაჩინა", რომ ხალ­ხს მაღალმთიანი სოფლის მკვიდ­რის სტატუსის მისანიჭებლად­ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალში ძროხებთან, ღორებსა და ქათმებთან გადაღებულ ფოტოებს სთხოვდნენ. ერთი გლეხის ქალი კი ჩიოდა, ხელისუფლებამ
ასე როგორ უნდა დამამციროს, ძროხასთან ფოტოს გადაღება მომთხოვოსო.

"კვირის პალიტრა" შეეცადა­ გაერკვია, ხალხს ბოროტად ეხუმრ­ებოდნენ თუ მართლა ავალდებულებდნენ, ფაქიზოსთან, ჭრელასთან ან ქოჩორა თუ ყელტიტველა ქათმებთან გადაეღოთ სელფები.

ჩვენ დავუკავშირდით საჩხერის რაიონის გამგებელ მალხაზ ბაზაძეს, რომელმაც შეიცხადა,­ ხაბეიშვილი ჩვენს რაიონში საერთოდ­ არ ყოფილა, მთის სტატუსთან­ და­კა­ვშირებული
საკითხები კი კარგა ხნის წინ მოაგვარა ჩვენმა მოსა­ხ­ლეობამო. არ მოვეშვი, სანამ დოკუმენტებს ჩააბარებდნენ, ცხოვ­ელ-ფრინველთან ფოტოების გადა­ღება მათაც მოსთხოვეს-მეთქი?­ თუ ვინმეს მსგავსი რამ მოსთხოვ­ეს, ალბათ, იხუმრესო, მით­ხრა და მირჩია, ჭიათურის რაიონში სოფ­ელი ზემო ჭალოვანი მოიკითხე, ეგ პოლიტიკოსი იქაურებს შეხვდაო.

ჭიათურის რაიონის გამგებელმა­ სულხან მახათაძემ დამიდასტურა, დიახ, ლევან ხაბეიშვილი ზემო ჭალოვანში მართლაც იყოო.

- არ ვიცი, ვინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გლეხებმა პირუტყვთან ფოტოები უნდა გადაიღონ. შესაძლოა, მოს­ახლეობიდან ვიღაცამ დოკუმენტს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა, ან უარესი, რომელიღაც პოლ­იტიკური ჯგუფი ცდილობს შავი პიარის­ აგორებას მნიშვნელოვანი პროექტის ან ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ.

- არასწორ ინტერპრეტაციაში რას გულისხმობთ?
- სტატუსთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაციის ჩამ­ონათვალში ნათქვამია, რომ სას­ურველია, და არა სავალდებულო, მეურნეობის, ყანა იქნება თუ ვენახი, ფოტო. სტატუსის მისანიჭებლად მთავარია 9 თვე ადგილზე ცხოვ­რება გიდასტურდებოდეთ­ და ამ ხნის განმავლობაში კომუნალური­ გადასახადების გადახდის ქვითრები გქონდეთ. შესაძლოა, ვინმეს სურს დოკუმენტაციას ფოტომასალაც დაურთოს. არსად წერია, რომ ძროხას, გოჭს და ხბოს უნდა სდიო ფოტოების გადასაღებად. მე ვთხოვე მოსახლეობას, მითხარით, ვინ დაგავალათ ასეთი სისულელე­-მეთქი, და ხმას არავინ იღებს.

- თუმცა პოლიტიკოსის თანდას­წრებით აცხადებდნენ, შეურაცხყო­ფილად ვგრძნობთ თავს, ძროხასთან­ ფოტოს გადაღება მოგვთხოვესო.
- ისიც ითქვა, რომ ეგ ამბავი­ საჩხერის რაიონში მოხდა, ეს კი ჭიათურაა...
ზემო ჭალოვანში გლეხებსაც გავესაუბრეთ. ამბობენ, რომ ხმები, ძროხასთან ფოტოების გადაღ­ების შესახებ ერთ-ერთმა თანასოფლელმა დაყარა.

- ჩვენებური კაცია იმ პოლიტიკურ ძალასთან დაახლოებული, რომელიც აქ ამოვიდა. სოფლის მოსახლეობა ემოციურია, უცებ წამოეგნენ ვიღაცის მაიმუნობას და დაიჯერეს, რომ ძროხასთან ფოტოს გადაღება სავალდებულოა. ისე კი, იმ პოლიტიკოსს ის ვერ გაუგია ზუსტად რომელ სოფელში და რაიონში იმყოფებოდა და ეგ ხალხის სატკივარს გაიგებს?  - ამბობენ ზემო ჭალოვანელები.

მოამზადა ეკა ლომიძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით