"ბალი" - პატარა მხატვრების მეგობარი - კვირის პალიტრა

"ბალი" - პატარა მხატვრების მეგობარი

გალერეა "ჰობი"-ში განსაკუთრებული გამოფენაა - ბავშვთა ნამუშევრების VII გამოფენა-კონკურსი "ოქროს პალიტრა" გასაოცარი ფერადოვნებით და ხალისით ეგებება დამთვალიერებელს.

5-დან 15 წლამდე პატარა მხატვრებმა თავისი ნამუშევრები წარმოადგინეს. არ ყოფილა არც ერთი ნახატი, რომელთანაც არ შეჩერდებოდი და დიდი ინტერესით არ დაათვალიერებდი. და რაც მთავარია, როგორც ექსპოზიციაში, ისე დარბაზშიც განსაკუთრებული ადგილი უსაყვარლეს და მხიარულ ბალი ბიჭს ეკავა.

ბალი ბიჭი ხომ ამ კონკურსის თანამდგომი და სულისჩამდგმელი გახლავთ! სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. სადაც ბავშვები არიან, იქ არის ახალგაზრდული ბრენდი "ბალიც".

სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ პატარებს ბალი ბიჭის დანახვა განსაკუთრებულ სიხარულს ანიჭებთ. ყველა ცდილობდა ახლოს მისულიყო ხალისიან ბალი ბიჭთან, ფოტო გადაეღო... ისინი კი, ვისაც გამარჯვება ძალიან უნდოდა, ჩუმად ეჩურჩულებოდნენ მეგობრებს: რა კარგია! ბალი ბიჭის თოჯინას გვჩუქნიან!

დღესასწაულისათვის მეტი რა არის საჭირო? - ამდენი მხიარული სახე, ამდენი ბედნიერებით გაბრწყინებული თვალები. კედლებზე - ჯადოსნური ფერადოვნება, დარბაზში - ნანატრი საჩუქრები უფროსებისაგან.

KvirisPalitra.Geყველაფერი ისეა, როგორც კინოფილმში შეიძლებოდა გენახა: ტელეკამერები და ფოტოაპარატები, ჟურნალისტები, ხელოვნებათმცოდნეები, უფროსი მხატვრები და ბავშვების ნიჭის თაყვანისმცემლები - ყველანი პატარა მხატვრების ირგვლივ ტრიალებენ, მათ ნახატებს ათვალიერებენ...

იმდენად კარგი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, რომ თვით კომპეტენტურ ჟიურისაც გაუჭირდა საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევა. მოგეხსენებათ, წესი წესია, რაკი კონკურსია, ვიღაც გამარჯვებულიც უნდა გახდეს და უფროსებმაც დიდი სიფრთხილითა და მონდომებით გამოარჩიეს საუკეთესოები...

საგამოფენო დარბაზში სიხარულისაგან თვალებგაბრწყინებული ბავშვები ირეოდნენ. მათ შორის გამარჯვებული 10 წლის მარიკა მისაბიშვილი შევნიშნეთ:

- ასეთ კონკურსში მონაწილეობა პირველად მივიღე, - გვითხრა გოგონამ, - უსაზღვროდ მიხარია, რომ გავიმარჯვე. ჩემი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, სიხარულისაგან ვხტოდი! ძალიან მიყვარს ბალი ბიჭი და ბედნიერი ვარ.

- რა ნომინაციაში გაიმარჯვე?

- საუკეთესო პერსონაჟის ნომინაციაში მივიღე პრიზი და საჩუქრები ბალი ბიჭისაგან.

გუგა თევზაძე, 8 წლის:

- ამ კონკურსში მეორედ ვმონაწილეობ და მაგარი პრიზებიც შემხვდა!

- ხატვაზე დადიხარ?

- არ დავდივარ, მაგრამ ჩემით ვხატავ. კიდევ უნდა ვეცადო და გაისადაც პრიზები მივიღო!

პატარების სიხარულს გახარებული შესცქეროდნენ უფროსები, რომლებმაც ყველაფერი იღონეს, რომ ეს დღე ბედნიერი და დაუვიწყარი გამხდარიყო პატარა მხატვრებისათვის.

თათული ღვინიაშვილი, "მაგთიკომის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

- ბავშვთა კონკურსის "ოქროს პალიტრის" პარტნიორი "მაგთიკომის" ახალგაზრდული ბრენდი "ბალი" შარშან გახდა. ვფიქრობ, იდეა ძალიან საინტერესო და მისასალმებელია. ბალი ბიჭი ბავშვებში პოპულარულია და ძალიან დიდი სიყვარულით სარგებლობს, ამიტომაც ახლაც იქ დგას, სადაც ბავშვების ინტერესები მოითხოვს.

- ბალი ბიჭმა გამოფენის გახსნისას და დახურვისასაც დიდი სიხარული აჩუქა პატარებს...

- ამას ძალიან ვცდილობდით, თუ გამოგვივიდა, ჩვენც ბედნიერი ვიქნებით და ბალი ბიჭიც. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი მხიარული და კმაყოფილი ბავშვი ვნახოთ, გავახალისოთ და ბედნიერი დღეები ვაჩუქოთ მათ. ამიტომაც ბევრი ნომინაცია დავაწესეთ, პრიზები გამარჯვებულ ბავშვებთან ერთად სხვებმაც მიიღეს. შარშან გამოვიდა კალენდარი ბალი ბიჭის "პორტრეტებით", რომლებიც ბავშვების შესრულებული გახლდათ.

კალენდარი წელსაც გამოვა და როგორც ნახეთ, ძალიან საინტერესო ნამუშევრებით იქნება ილუსტრირებული.

ვანდა მუჯირი, გალერეა "ჰობის" დირექტორი:

- "ოქროს პალიტრის" კონკურსი უკვე მეშვიდედ ტარდება თბილისში. ეს ღონისძიება ბავშვებისათვის უკვე ტრადიციულია და, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, დღესასწაულადაც იქცა. "ბალის" გვერდში დგომა ძალიან სასიხარულოა, რადგან ბალი ბიჭი მთელი გულით უყვართ პატარებს, მისი გამოჩენა დიდ მხიარულებას ნიშნავს. ამდენად კონკურსი კიდევ უფრო სახალისო და მხიარული გახდა.

გამოფენა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ფერების დიდი პალიტრაა წარმოდგენილი...

მონაწილეობა 133-მა ბავშვმა მიიღო. ნახატების თემატიკა არ შეგვიზღუდავს, რადგან მიგვაჩნია, პატარებმა ის უნდა ხატონ, რაც მათ სულსა და გულს უნდა. რაც შეეხება ბალი ბიჭის დახატვას, უმრავლესობამ თავად ისურვა საყვარელი პერსონაჟის დახატვა, რადგან ის მხარშიც ამოგვიდგა, ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

- მსგავსი კონკურსები ბავშვებისათვის ალბათ, მნიშვნელოვანია...

- "ოქროს პალიტრა" ძალიან კარგი საშუალებაა ხელოვნებათმცოდნეებისა და მხატვრებისათვის, რომ თვალყური ადევნონ ნიჭიერ ბავშვებს, დააკვირდნენ მათ ზრდასა და განვითარებას. თავად ბავშვებისთვისაც დიდი სიხარულია ეს გამოფენა, რადგან ისინი თავის ნამუშევრებს სერიოზულ გალერეაში გამოფენენ, პატიჟებენ მეგობრებს, ნათესავებს და როგორც ნამდვილი მხატვრები, იღებენ მილოცვებს...

- ბავშვები ძალიან სწრაფად ვითარდებიან, 7 წლის ბავშვის ნახატი სულ სხვა იქნება, 11 წლისასი - სულ სხვა, მათ შორის უკეთესის არჩევა ძალიან გართულდება...

- ამიტომაც გვაქვს სამი ასაკობრივი ჯგუფი: 5-დან 7 წლამდე, 8-დან 12 წლამდე და 13-დან 15 წლამდე. ჟიური 5 კომპეტენტური წევრისაგან შედგება და თითოეულ ჯგუფში არჩევს გამარჯვებულს. სხვათა შორის, საშინელ დღეში აღმოჩნდა ჟიური, რადგან იმდენი კარგი ნამუშევარი ნახეს, რომ მათგან რომელიმეს გამორჩევა ძალიან გაუჭირდათ.

- რა ნომინაციებია დაწესებული კონკურსში?

- მთავარი პრიზის გარდა, გვაქვს სხვადასხვა ნომინაცია. გამარჯვებულები აუცილებლად დაჯილდოვდებიან ოქროს პალიტრითა და სხვა საჩუქრებით. გამოფენა დიდი სტიმულია ბავშვებისათვის. მათ სურვილი უჩნდებათ მეტი და მეტი ხატონ, გაიწაფონ და განვითარდნენ. პატარების გამოფენა დიდი მხატვრებისთვისაც საინტერესოა, მოდიან, ათვალიერებენ და აღიარებენ, რომ მათ თავისუფლებას, ფერთა შეგრძნებას ვერაფერი შეედრება. ეს შეიძლება ბავშვებისაგან დიდმა ხელოვანებმაც ისწავლონ.

R