"კუმისელი მოჩვენება" - პარანორმალური მოვლენა თუ მასობრივი ფსიქოზი?! - კვირის პალიტრა

"კუმისელი მოჩვენება" - პარანორმალური მოვლენა თუ მასობრივი ფსიქოზი?!

კუმისი, კოდა, ღოუბანი, ბორბალო, წერაქვი, ბოლნისი, ასურეთი, ჯორჯიაშვილი და თეთრი წყარო - ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც მოსახლეობის მტკიცებით ე.წ. მოჩვენება უკვე ერთი თვეა, ღამღამობით მოსახლეობის მყუდროებას არღვევს.

"კუმისელ მოჩვენებაზე" უკვე არაერთი ლეგენდა დადის. ამ თემაზე "კვირის პალიტრის" წინა ნომრებშიც ვწერდით. თითქმის ყველა იდენტურ ისტორიებს ჰყვება და დაუდგენელ პირსაც ერთნაირად აღწერს.

გასულ კვირას რედაქციაში თეთრი წყაროს რაიონში მცხოვრებმა ქალმა დარეკა, გვთხოვა მათთან ჩასვლა და მთელი ღამით დარჩენა, რათა ჩვენი თვალით გვენახა აქამდე მოსმენილ - გაგონილი... ჩვენი გადამღები ჯგუფი იმავე საღამოს გაემგზავრა.

როგორ ჩაიარა "კვირის პალიტრის" "ნადირობამ"? - იხილეთ გაზეთ კვირის პალიტრაში ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: პარანორმალური მოვლენა თუ მასობრივი ფსიქოზი?!

აქვე გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს სტატიიდან:

მედეა ჯანგებაშვილი, ღოუბანის მკვიდრი: "წინა დღეებში ჩვენს ოჯახში თითქმის ყოველ საღამოს მოდიოდა გაურკვეველი არსება და საშინელ ხმებს გამოსცემდა. დავრეკეთ "112"-ში, მოვიდნენ პატრულისა და სპეცრაზმის რამდენიმე თანამშრომელი და გათენებამდე ჩვენთან დარჩნენ. მათაც გაიგონეს უცნაური ხმები, მაგრამ ვერავინ დაინახეს. მას შემდეგ "მოჩვენება" ჩვენთან აღარ გამოჩენილა, თუმცა სხვა უბნებში შენიშნეს".

"ბრბოს ფსიქოლოგიაში ყველაზე საშიში მისი მგრძნობელობაა შთაგონების მიმართ"

პარანორმალურ მოვლენებს გამორიცხავს ფსიქოლოგი თამარ ბალიაშვილი:

- შესაძლოა, ფსიქიკურად დაავადებული პირი იპარება ოჯახებში. არ არის გამორიცხული, რომ მიმბაძველობითა და შთაგონებით, მსგავსი პრობლემის მქონე რამდენიმე პირი გაერთიანდა ერთი აკვიატებული იდეის გარშემო. შესაძლოა, ეს იყოს მასობრივი ისტერიაც, რომელსაც საფუძვლად უდევს დაუცველობისა და საფრთხის შემცველი ფაქტორების შიში. მსგავსი შემთხვევების პარანორმალური მოვლენების რანგში აყვანა დიდი შეცდომაა, რადგან ამ მოვლენის ზებუნებრივი არსების იარლიყით განხილვამ, შესაძლოა, მასობრივი ჰალუცინაცია და საყოველთაო ისტერია გამოიწვიოს, თავისი უკიდურესი გამოვლინებებით. პოლიციამ ეს პრობლემა დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას. მოსახლეობას დარღვეული აქვს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდა, რაც სხვადასხვა ჰალუცინაციას იწვევს.

მასობრივი ფსიქოზი ფსიქიკური ეპიდემიაა, რომლის საფუძველი მიმბაძველობაა.

იხილეთ სრულად