"ბიბლუსი გალერეა" ახლა უკვე ბათუმში!
22-08-2016
"ბიბლუსი გალერეა" ახლა უკვე ბათუმში!
მე უკვე ვიყავი ბათუმის "ბიბლუსში", ახლა შენი ჯერია! დასვენებასთან ერთად ასეთ მშვიდ, საინტერესო და გემრიელ ადგილს ვერსად ნახავთ. იქ ყველა სტუმარს სიხარულით ხვდებიან...

სტუმრებს შორის ბევრი დამსვენებელი და ადგილობრივია. სივრცის კონცეფცია იგივე: ჯანსაღი, სიგარეტის გამონაბოლქვისგან თავისუფალი გარემო. მყუდრო ინტერიერი, ლიტერატურის მრავალფეროვანი არჩევანი და კიდევ ერთი სიახლე - იტალიური კაფე "ჩი გუსტა!"


მთელი წელიწადი რომ ველოდი, წინასწარ რომ დავგეგმე (სად, ვისთან ერთად, რამდენი დღით) და ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი ქალაქიდან,
აი, ზუსტად ის პერიოდი დადგა. გამარჯობა, შვებულებავ! ტრადიცია არც ამჯერად დავარღვიე და ნანატრი უქმეების გატარება ისევ ქათქათა ქალაქში გადავწყვიტე. ბათუმამდე ძველ რელსებზე შემდგარი ახალი ორსართულიანი, თანამედროვე და კომფორტული მატარებლით ვიმგზავრე. ზღვისპირა ქალაქამდე სავალი გრძელი გზა, წინა წლების მსგავსად, მეგობრებთან ერთად მხიარულად გავიარე. ჩავედით. უკვე ბათუმში
ვართ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ამ ათ დღეში­ ხუთი წიგნის წაკითხვა მაინც უნდა მოვასწრო. დიახ, უნდა მოვასწრო, რადგან თავისუფა­ლი დროის ფუფუნება თბილისში დაბრუნებულს აღარ მექნება, სამსახური ხომ დიდ დროსა და შრომას მოითხოვს. გაგიკვირდებათ და, წიგნის წამოღება სულაც არ მიფიქრია. აბა, როგორ ვაპირებ ხუთი წიგნის წაკითხვას?! შარშანდელ ზაფხულს გაგახსენებთ, წიგნების წამოღება რომ დამავიწყდა და ჩემდა სასიხარულოდ, კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე, უფრო ზუსტად კი მოცეკვავე შადრევნების წინ, "ბიბლუსის" საზღვაო ბიბლიოთეკა რომ აღმოვაჩინე, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო... ახლა კი, აქ ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ვიგებ, რომ ბათუმში "ბიბლუსი გალერეა" უნდა გაიხსნას. აი, სრული ბედნიერება! - ვფიქრობ და ფანჯრიდან ზაფხულის შხაპუნა წვიმით დასველებულ ბათუმს გავყურებ. სულ არ მიფუჭებს განწყობას მთელი დღის განმავლობაში გადაუღებელი წვიმა, არც შტორმი, რის გამოც, ზღვაში შესვლა დამსვენებლებს აგვიკრძალეს...

და აი, ნანატრი დღე. დღის პირველი საათი. ბათუმის ცენტრი, მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთა - ეს "ბიბლუსი გალერეის" ახალი მისამართია ბათუმში. ხალხმრავლობაა. სტუმრებს შორის ბევრი დამსვენებელი და ადგილობრივია. სივრცის კონცეფცია იგივე: ჯანსაღი, სიგარეტის გამონაბოლქვისგან თავისუფალი გარემო. მყუდრო ინტერიერი, ლიტერატურის მრავალფეროვანი არჩევანი და კიდევ ერთი სიახლე - იტალიური კაფე "ჩი გუსტა!".
პრეზენტაცია მრავალფეროვანი აქტივობებითა და სიურპრიზებით დაიწყო. სტუმრების განწყობაზე DJ რემბომ იზრუნა. საღამო იოანე არაბულის ბენდმა ცოცხალი მუსიკის შესრულებით განაგრძო. "ბიბლუსი გალერეის" პრეზენტაციაზე ყველა ბედნიერი იყო.

მთელი დღის განმავლობაში პატარა სტუმრებისთვის უგემრიელესი იტალიური ნაყინი 50%-იანი ფასდაკლებით იყიდებოდა. "ბიბლუსი გალერეამ" არც უფროსები დატოვა საჩუქრების გარეშე - ალკოჰოლურ სასმელზე 30%-იანი ფასდაკლება შესთავაზა.

ყველა ასაკისა თუ გემოვნების მკითხველზე გათვლილი ლიტერატურა, DJ, ცოცხალი ბენდი, დიდი ფასდაკლება და იტალიური კერძები! თუმცა ეს ყველაფერი არ იყო - სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ დაგროვებითი ბარათებიც, რომელზეც გახსნის დღესთან დაკავშირებით, გაორმაგებული ქულები დაერიცხათ. გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინებიც...

მნიშვნელობა არა აქვს, უცხოენოვანი ლიტერატურის წაკითხვა გსურთ თუ ქართულის, ან რომელი ჟანრი გაინტერესებთ, არც ასაკია მნიშვნელოვანი და არც პროფესია. ნურც ფინანსური შესაძლებლობები დაგაბრკოლებთ. საჩუქარს ეძებთ ახლობლისთვის? - წიგნზე უკეთესს ვერაფერს აჩუქებთ! და თუ მაინც არ მეთანხმებით, ბათუმის "ბიბლუსი გალერეიში" მიბრძანდით და თავად დარწმუნდით... მათ კი, ვინც თბილისის "ბიბლუსი გალერეის" ხშირი სტუმარია, ეს უკვე კარგად იციან. ბათუმურ სივრცეშიც ყველაფერი იგივეა. განსხვავებული მხოლოდ ყავისფერ-კრემისფერი კომბინაციაა ინტერიერში...­

ბათუმის "ბიბლუსი გალერეა" მთელი წლის განმავლობაში საინტერესო საღამოსა და სხვადასხვა ავტორთან შეხვედრას გეგმავს.

მე უკვე ვიყავი ბათუმის "ბიბლუსში", ახლა შენი ჯერია!


დასვენებასთან ერთად ასეთ მშვიდ, საინტერესო და გემრიელ ადგილს ვერსად ნახავთ. იქ ყველას სიხარულით ხვდებიან.

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით