მის მარპლი -"ხნიერი, ჭკვიანი, ტრადიციული ინგლისელი ლედი"
29-08-2016
მის მარპლი -"ხნიერი, ჭკვიანი, ტრადიციული ინგლისელი ლედი"
შინაბერა მარპლის პროტოტიპი მწერლის ბებიაა, რომელიც, ავტორის თქმით, უბოროტო ადამიანი იყო, მაგრამ მუდამ,­ ყველასა და ყველაფრისგან ცუდსა და უარესს ელოდა.­ მისი მოლოდინი კი პერიოდულად მართლდებოდა­...

პირობითად, სწორედ ასე შეიძლება ვუწოდოთ წიგნების სერიის - "ჩემი რჩეული მსოფლიო" - აგათა კრისტის­ სამტომეულს, რომელიც "გზის" მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, გაამდიდროს საკუთარი ბიბლიოთეკა­ "დეტექტივის დედოფლად" წოდებული მწერლის რომანებით, სადაც მთავარ გმირად სახელგანთქმული დეტექტივი ქალი, მის მარპლი გვევლინება.

ამ ჟანრის მოყვარულებს მოეხსენებათ, რომ კრისტის მთავარი გმირები
- მაძე­ბრები ერკიულ პუარო და მის მარპლი გახლავთ. პუაროს საქმიანობა ჩვენი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იყო მრავალტომეული სერიით - "დეტექტივების ოქროს კოლექცია", რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ცოტა ხნის წინ შემოგთავაზათ. ჰოდა, მის მარპლს "დაჩაგრულად რომ არ ეგრძნო თავი", მისი ნამოღვაწარიც სათანადოდ დავაფასეთ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,­ რომ სამტომეულში შეტანილია
ოთხივე რომანი, რომელიც საგანგებოდ ამ სერი­ისთვის ითარგმნა და პირველად გამოიცა ქართულ ენაზე. ესენია: "მკვლელობა მღვდლის სახლში", "გვამი ბიბლიოთეკაში",­ "ჭვავით სავსე ჯიბე" და "პადინგტონის სადგური - 16:50".

ამასთან, აქვე აღვნიშნავთ, რომ შინაბერა მარპლის პროტოტიპი მწერლის ბებიაა, რომელიც, ავტორის თქმით, უბოროტო ადამიანი იყო, მაგრამ მუდამ,­ ყველასა და ყველაფრისგან ცუდსა და უარესს ელოდა.­ მისი მოლოდინი კი პერიოდულად მართლდებოდა­...

თუ კრისტის შვილიშვილს, მეთიუ პრიჩარდს დავუჯერებთ, თავად მწერალს თავის დეტექტივებს შორის ყველაზე მეტად სწორედ მის მარპლი - "ხნიერი, ჭკვიანი,­ ტრადიციული ინგლისელი ლედი" - მოსწონდა. ამ აზრს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მილიონობით მკითხველი იზიარებს.

ბუნებრივია, პოპულარობა არც პუაროსა და კრისტის სხვა დეტექტივების პერს­ონაჟებს აკლია, რომლებიც მწერალს 60 დეტექტიურ, 6 ფსიქოლოგიურ რომანში, მოთხრობების 19 კრებულსა და 16 პიესაში ჰყავს გამოყვანილი.

ზურაბ აბაშიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?