სანამ სკოლის ზარი დაირეკება... - კვირის პალიტრა

სანამ სკოლის ზარი დაირეკება...

"ბიბლუსის" ქსელში ნებისმიერ სასკოლო შენაძენზე მომხმარებელს საჩუქრად გაკვეთილების ცხრილი გადაეცემა

წიგნები, რვეულები, ხარისხიანი საწერ-კალამი, ფანქრები, ფერადი ქაღალდები, გაკვეთილების ცხრილი, სახაზავი, პლასტილინი, საღებავები - ყველა სასკოლი ნივთი ერთ სივრცეში

სექტემბრის დადგომასთან ერთად სასკოლო სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის - ვისაც სკოლის ასაკის ბავშვი ჰყავს, კარგად მოეხსენება, სასკოლო სამზადისი რამდენად დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. წიგნები, რვეულები, ხარისხიანი საწერ-კალამი, ფანქრები, ფერადი ქაღალდები, გაკვეთილების ცხრილი, სახაზავი, პლასტილინი, საღებავები - მოსწავლეს ხომ სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მისთვის აუცილებელი ნივთი სჭირდება?! არადა, მშობლისთვის იოლი ნამდვილად არ არის, საჭირო ნივთების ვრცელი ნუსხით ბაზრობებზე სირბილი და თანაც ამ წინასასკოლო ორომტრიალში ხარისხიანი პროდუქციის შერჩევა.

ნათქვამია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და, მომხმარებელთა ნაწილი ბაზრობებს მიაშურებს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ დამსხვრეულა სტერეოტიპი და მშობელთა ნაწილს ახლაც ჰგონია, რომ ბაზრობაზე, მაღაზიებთან შედარებით, სასურველ ნივთს უფრო იაფად შეიძენს, არადა, როგორც წესი, ეს მცდარი გადაწყვეტილებაა.

მომხმარებელთა ის ნაწილი კი, რომელსაც ურჩევნია, ბევრად კომფორტულ სავაჭრო სივრცეს მიაშუროს, სადაც პროდუქციის სრული ასორტიმენტია თავმოყრილი, საბოლოოდ, ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით მოგებული რჩება.

"კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა, მშობლებს სასკოლო სამზადისი გაუადვილოს და სწორი გადაწყვეტილების მიღებაშიც დაეხმაროს, რისთვისაც წინასასკოლო პერიოდში ერთგვარი მცირე მოკვლევა ჩავატარეთ. საკანცელარიო ნივთების ფასები ერთმანეთისთვის რომ შეგვედარებინა, ბაზრობებს, რამდენიმე საკანცელარიო მაღაზიასა და "ბიბლუსის" ქსელს ვესტუმრეთ. მანამდე იმ საკანცელარიო ნივთების ნუსხა შევადგინეთ, რაც შეიძლება მოსწავლეს სასწავლო წლის დაწყებისთვის დასჭირდეს. სასკოლო ნაკრებში აუცილებლად შედის ჩანთა, რომელიც იმდენად ტევადი და გამძლე უნდა იყოს, რომ, სულ ცოტა, მთელი წლის განმავლობაში ყველა საკანცელარიო ნივთისა და სასკოლო სახელმძღვანელოს ტარება შეძლოს.

ბაზრობებზე სასკოლო ჩანთის მინიმალური ფასი 35 ლარიდან იწყება და 200 ლარსაც კი აღწევს. რეალიზატორები არც მალავენ, რომ 35-ლარიანი ჩანთის ხარისხი საკმაოდ დაბალია და ფასსაც სწორედ ეს განსაზღვრავს. საკანცელარიო მაღაზიებში სასკოლო ჩანთები ან არ იყიდება, ან მცირე რაოდენობით და დაბალი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი, ფასი კი ბაზრობებთან შედარებით 10-15 ლარით მაღალია. "ბიბლუსის" ქსელში კი ექსკლუზიურად ხარისხიანი, ესპანური წარმოების "მონტიჩელოს" სასკოლო ჩანთების დიდი არჩევანია როგორც გოგონებისთვის, ისე ვაჟებისთვის და მათი ფასი 35 ლარიდან იწყება.

ბუნებრივია, წარმოუდგენელია სასკოლო სამზადისი კალმის, ფანქრებისა და რვეულების გარეშე.

ბაზრობაზე 48-ფურცლიანი რვეულის ფასი 0.60-0.80 ლარამდე მერყეობს, 30-40%-ით უფრო ძვირია პროდუქცია საკანცელარიო მაღაზიებში. რაც შეეხება "ბიბლუსის" ქსელს, აქ "პონტოს" ფირმის 48-ფურცლიანი რვეულების შეძენა 0.50 ლარად შეგიძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ბაზრობაზე რეალიზატორები მომწოდებლების ფასებზე არიან დამოკიდებული, პროდუქციასაც მცირე რაოდენობით იღებენ და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ლარი-დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, საკანცელარიო პროდუქციის სარეალიზაციო ფასებიც გაზარდონ.

განსხვავდება სახატავი რვეულის ფასებიც - თუ ბაზრობებზე მცირე ზომის სახატავი რვეული 0,60-დან 1,5 ლარამდე აღწევს, "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში "პონტოს" სახატავი რვეულების ღირებულება 0,55 ლარიდან იწყება. რაც შეეხება კალმებს, ბაზრობებზე მისი მინიმალური ფასი 20 თეთრია, საკანცელარიო მაღაზიებში ანალოგიური კალამი მინიმუმ 30%-ით ძვირი ღირს, "ბიბლუსი" კი ბევრად ხარისხიან საწერ საშუალებებს 0,15 ლარიდან გთავაზობთ.

აღსანიშნავია, რომ ბაზრის კვლევის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სპეციალური აქციისა და საინტერესო შეთავაზებების გარდა, "ბიბლუსი" მომხმარებელს გარანტირებულ ხარისხს, დიდ არჩევანსა და ხელსაყრელ ფასს სთავაზობს.

სასკოლო-საკანცელარიო ნივთების გარდა, "ბიბლუსის" ქსელში სასკოლო სახელმძღვანელოებიც იყიდება - ეს კი ნიშნავს, რომ მშობლებს საჭირო ნივთების სიით აქეთ-იქით სირბილი არ მოგიწევთ და ერთ სივრცეში თქვენთვის სასურველ ნებისმიერ პროდუქციას შეიძენთ. მეტიც, "ბიბლუსის" ქსელში ნებისმიერ სასკოლო შენაძენზე მომხმარებელს საჩუქრად გაკვეთილების ცხრილი გადაეცემა.

მარიამ წამალაშვილი, "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი: - "ბიბლუსი" წლიდან წლამდე ცდილობს, სკოლის დაწყებამდე მშობლებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. სწორედ ამიტომ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელის გარდა, ჩვენ მათ მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვაზეც ვუმასპინძლებთ. გამოფენა-გაყიდვაზე ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები დავგეგმეთ - მშობლებს შეუძლიათ შვილები გასართობ სივრცეში დატოვონ და თავად სასურველი ნივთები მშვიდად შეიძინონ. "ბიბლუსი" გისურვებთ წარმატებული სასწავლო წლის დაწყებას.

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" წარმატებული სასწავლო წლის დაწყებას გისურვებთ

რუსუდან შელია