16-გრამიანი ოქროს მონეტის მფლობელი
03-10-2016
16-გრამიანი ოქროს მონეტის მფლობელი
თბილისელი დიასახლისი გახდა"მიხარია, რომ მონეტების ასეთი კარგი კოლექცია მექნება"

გაიანე გოგავა: "ყველას ვურჩევ, სცადონ, შეაგროვონ მონეტები. იღბალი გამართლებაზეა, და რომ გაგიმართლოს, უნდა სცადო"


"შენ, შესაძლოა, ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი გახდე..." - ამ მაცდურმა წინადადებამ რამდენიმე თვეა, ჩაითრია ქართველი მკითხველი. საქმე ეხება უნიკალურ პროექტს -"ქართული მონეტების ოქროს კოლექციას, რომელიც უკვე ხუთი თვეა, მიმდინარეობს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში 19 სექტემბრიდან კოლექციის მეოთხე მონეტის შეძენისას მკითხველს საშუალება მიეცა, ნამდვილი ოქროს 16-გრამიანი მონეტის მფლობელი
გამხდარიყო.

ასეც მოხდა! იღბლიანი მკითხველი, რომელმაც გაზეთ "კვირის პალიტრის" ფურცლებში ნამდვილი ოქროს მონეტა აღმოაჩინა, გაიანე გოგავაა. თბილისელი დიასახლისი ამბობს, რომ ძალიან იღბლიანია, ეს მისი პირველი მოგება არ არის და მოგებულ ისტორიულ მონეტას ოჯახურ რელიკვიად შეინახავს:

- ამ პროექტის შესახებ გაზეთების ჯიხურში მისულმა გავიგე. გადავწყვიტე, მონეტები
შემეგროვებინა და სამი ცალი შევიძინე. მერე შევიტყვე, რომ ოქროს მონეტაც თამაშდებოდა. სხვადასხვა ადგილას ვიყიდე ხუთი ცალი და ერთ-ერთი იღბლიანი აღმოჩნდა. ახლა ვაგროვებ ფულს, რომ ის სპეციალური ალბომი შევიძინო, სადაც ამ მონეტებს შევაგროვებ. როგორც ვიცი, იქვეა ისტორიები ამ მონეტებზე, ანუ რომელ ეპოქაში გამოვიდა თითოეული და ა.შ. სულ 24 მონეტა უნდა შეგროვდეს. ალბომი ცალკე იყიდება, ხოლო მონეტა თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოდის.

- მოგებული ოქროს მონეტა რას ნიშნავს თქვენთვის?

- ბედის საჩუქარია, რომელსაც რელიკვიად შევინახავ. ყველას ვურჩევ, სცადონ, შეაგროვონ მონეტები. იღბალი გამართლებაზეა, და რომ გაგიმართლოს, უნდა სცადო...რა თქმა უნდა. მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ავტორებსა და გამომცემლობა "პალიტრა L"-ს, რომ ასეთ წარმატებულ პროექტს ახორციელებენ და ადამიანებს ასე ახარებენ. იმედი მაქვს, ჩემთან ერთად ის ორი იღბლიანიც მალე გამოვლინდება და ისინიც ჩემსავით გაიხარებენ. მიხარია, რომ მონეტების ასეთი კარგი კოლექცია მექნება.

ისტორიული პროექტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" წიგნ-ალბომსა და პერიოდულად გამოსული მონეტებისგან შეგროვებულ კოლექციას აერთიანებს. პროექტი ეროვნული მუზეუმისა და "პალიტრა L" L-ის მიერ ხორციელდება. წიგნი-ალბომის სპეციფიკა მონეტების შეგროვებაა. ქართული ისტორიული მონეტების მეტალის ასლები თვეში ერთხელ, ქრონოლოგიური პრინციპით გამოდის და ილუსტრირებული ალბომის სპეციალურ განყოფილებაში კოლექციად გროვდება. პროექტის ფარგლებში უკვე ოთხი მონეტაა გამოსული.
P.შ. გამომცემლობა "პალიტრა L" კიდევ ელოდება 2 იღბლიანს. თუ უკვე შეიძინეთ "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" მე-4 მონეტა, ალექსანდრე მაკედონელის სტატერი კარგად დაათვალიერეთ, თუ მის გვერდითა მხარეს სამნიშნა კოდი აღმოაჩინეთ, ესე იგი თქვენ ოქროს მონეტის მფლობელი ხართ.

ლალი ფაცია
koko
03 ოქტომბერი 2016 12:34
ბევრი ვიცინე,საღოლ თქვენ.

რედაქტორის რჩევით