როგორ მონუსხეს "სუხიშვილების გოგოებმა" "ბითლზის" "ჩოლკიანი" ბიჭები
03-10-2016
როგორ მონუსხეს "სუხიშვილების გოგოებმა" "ბითლზის" "ჩოლკიანი" ბიჭები
ნინო კირვალიძე: "რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ან­სამ­ბ­ლ­ში მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი, - იქ ფე­რი­ე­ბი ცეკ­ვა­ვენ და ვინ მი­მი­ღებს-მეთ­ქი, ვფიქ­რობ­დი... ერთ კვი­რა­ში მთე­ლი პროგ­რა­მა ავით­ვი­სე, გა­გიჟ­და ნი­ნო. რამ­დე­ნი­მე თვე­ში "სა­მა­ი­ა­ში" ჩა­მა­ყე­ნეს"

1963 წელს ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ვი­ყა­ვით. სას­ტუმ­რო "ბო­ლი­ვი­ა­ში" ჩვენ­თან ერ­თად იყ­ვ­ნენ­ ლი­ვერ­პუ­ლე­ლი "ჩოლ­კი­ა­ნი" ბი­ჭე­ბი, მა­შინ "ბით­ლ­ზი" არ იყო ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი... ერ­თხელ ლიფ­ტით ჩა­მოვ­დი­ვართ მე, ნა­ნა კვა­ჭან­ტი­რა­ძე და მა­ნა­ნა აბა­ზა­ძე. უცებ გა­ჩერ­და ლიფ­ტი, შე­მო­ვიდ­ნენ ჯონ ლე­ნო­ნი, პოლ მა­კარ­ტ­ნი, ჯორჯ ჰა­რი­სო­ნი, რინ­გო სტა­რი და მოგ­ვა­ჩერ­დ­ნენ. მე ზურ­გით დავ­დე­ქი,
რად­გან თა­ვი ძლივს შე­ვი­კა­ვე სი­ცი­ლის­გან, მა­შინ არ ვი­ყა­ვით მიჩ­ვე­უ­ლი გრძელ­თ­მი­ან ბი­ჭებს და მე­ცი­ნე­ბო­და. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ამ ბი­ჭებ­ზე მთე­ლი მსოფ­ლიო გა­და­ი­რე­ო­და


კარ­ზე ზა­რი დავ­რე­კე, არა­ვინ მი­ღებს, ცო­ტა ად­რე ხომ არ მო­მი­ვი­და სტუმ­რო­ბა-მეთ­ქი, გა­ვი­ფიქ­რე. ცო­ტა ხან­ში ჩე­მი სტა­ტი­ის ერთ-ერ­თ­მა გმირ­მა გა­მომ­ხე­და. ყვე­ლა­ზე­­ პო­პუ­ლა­რუ­ლი ან­სამ­ბ­ლის - "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის"
60-იანი წლე­ბის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი, მო­ცეკ­ვა­ვე ნა­თე­ლა გუ­გუ­ლაშ­ვი­ლი ღი­მი­ლით შემ­ხ­ვ­და და შინ შე­მი­პა­ტი­ჟა. დი­ლა­ად­რი­ან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად მი­სულ­მა, სა­უ­ბა­რი მი­სი­ვე ხე­ლით გამ­წ­ვა­ნე­ბულ ეზო­ში ვარ­ჩიე­. ცო­ტამ თუ იცის, რომ ქალ­ბა­ტო­ნი, რომ­ლის სა­ხე­ლიც "სუ­ხიშ­ვი­ლებს" უკავ­შირ­დე­ბა, ცეკ­ვის დაწყე­ბამ­დე გა­ცი­ლე­ბით ად­რე, 14 წლის ასაკ­ში, ამე­რი­კუ­ლი ჟურ­ნა­ლის, LIFE-ს გა­რე­კან­ზე მოხ­ვ­და. უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ზე რე­პორ­ტა­ჟის მო­სამ­ზა­დებ­ლად ჩა­მო­ვი­და. ნა­თე­ლა მა­შინ სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო და გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლა­მა­ზის გა­მო ასო­ბით ბავშვს შო­რის ამო­არ­ჩი­ეს. ასე მოხ­ვ­და ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნა ამე­რი­კუ­ლი ჟურ­ნა­ლის ყდა­ზე. ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თე­ლა გა­რეგ­ნო­ბას უმად­ლის "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ან­სამ­ბ­ლ­ში მოხ­ვედ­რა­საც, თუმ­ცა, იქ შრო­მაც თავ­და­უ­ზო­გა­ვი იყო. ან­სამ­ბ­ლ­ში 18-წლი­ან მოღ­ვა­წე­ო­ბას "ოქ­როს ხა­ნას" უწო­დებს.

"ნი­ნომ ცხოვ­რე­ბა გვას­წავ­ლა"


ნა­თე­ლა გუ­გუ­ლაშ­ვი­ლი:
- უცხო­ე­ლე­ბი კუ­ლი­სებ­ში გვა­კითხავ­დ­ნენ, ავ­ტოგ­რა­ფებს გვთხოვ­დ­ნენ, სუ­რა­თებს გვი­ღებ­დ­ნენ. კონ­ცერ­ტე­ბი­დან ერ­თი კვი­რის შემ­დეგ, უკ­ვე მუ­ზე­უ­მებ­სა და მა­ღა­ზი­ებ­ში გვცნობ­დ­ნენ, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, გო­გო­ნე­ბი სცე­ნა­სა და ცხოვ­რე­ბა­შიც ერ­თ­მა­ნეთს ჰგავ­ხარ­თო. ასე არ­ჩევ­და ნი­ნო რა­მიშ­ვი­ლი - ყვე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. 18 წე­ლი ვი­ცეკ­ვე, მთე­ლი ან­სამ­ბ­ლი 24 სა­ა­თი ერ­თად ვი­ყა­ვით, ერ­თად ვჭამ­დით, ერ­თად ვცხოვ­რობ­დით... ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი ვიწყებ­დით ცეკ­ვას და იქ ვიზ­რ­დე­ბო­დით, ნი­ნო რა­მიშ­ვი­ლი გვზრდი­და. ნი­ნომ ცხოვ­რე­ბა გვას­წავ­ლა. გა­რეგ­ნო­ბას დიდ ყუ­რადღე­ბას აქ­ცევ­და. გო­გოს თვა­ლე­ბი, ცხვი­რი, სა­ხის მოყ­ვა­ნი­ლო­ბა - ყვე­ლა ნაკ­ვ­თი ლა­მა­ზი უნ­და ჰქო­ნო­და. თავ­ზე ჩიხ­ტი უნ­და მოხ­დო­მო­და.

ერ­თი ამბავი მახ­სენ­დე­ბა - ირ­ლ­ან­დი­ა­ში ვი­ყა­ვით. თე­ატ­რ­ში ძა­ლი­ან პა­ტა­რა ქვის კი­ბე­ე­ბი იყო. დი­დი კა­ბე­ბით გვი­წევ­და ას­ვ­ლა-ჩა­მოს­ვ­ლა, თან სულ მუ­სი­კას ვუს­მენ­დით, რომ გვცოდ­ნო­და, რო­დის მთავ­რ­დე­ბო­და ერ­თი ცეკ­ვა და იწყე­ბო­და მე­ო­რე. ერთხელ საგ­რი­მი­ო­რო­ში რა­დი­ოს ხმა ჰქონ­და ჩა­წე­უ­ლი და მუ­სი­კა გა­მოგ­ვე­პა­რა. რომ ჩა­მო­ვე­დით, ვხე­დავთ, "ნარ­ნარს" 16 გო­გოს ნაც­ვ­ლად 7 ცეკ­ვავს. ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ რაღას ვიზამდით და გადავწყვიტეთ, შუა ცეკვაში შევსულიყავით, მაგრამ უცებ ნინო რამიშვილმა რომ დაგვტაცა ხელი, არავითარ შემთხვევაშიო და არ შეგ­ვიშ­ვა სცე­ნა­ზე. გავ­ბ­რუნ­დით საგ­რი­მი­ო­რო­ში. კონ­ცერ­ტის შემ­დეგ გ­ვეს­მის, ვი­ღა­ცებს ლან­ძღავ­ს, მერე ფე­ხის ხმით მივ­ხ­ვ­დით, ჩვე­ნი საგ­რი­მი­ო­როს­კენ მო­დი­ო­და. დი­დი სა­კი­დე­ბი გვქონ­და, სა­დაც სა­ცეკ­ვაო კოს­ტი­უ­მებს ვკი­დებ­დით და შეშინებული იქ შე­ვი­მა­ლე. შე­მო­ვი­და, ჯერ ვი­ო­ლე­ტა სახ­ვა­ძეს ეჩხუ­ბა, მას­თან რომ მო­ამ­თავ­რა, მერე მე მომდგა - გაჰკ­რა ხელი ამ კოს­ტი­უ­მებს და სულ თავ­ზე გად­მო­მა­ყა­რა. აქა ვარ-მეთ­ქი, ამოვ­ძა­ხე ქვე­მო­დან. ახ­ლა ამა­ზე გა­გიჟ­და... თა­ვის გა­სა­მარ­თ­ლებ­ლად მე და ვი­ო­ლე­ტამ რა­ღა­ცე­ბი მო­ვი­გო­ნეთ, მაგ­რამ ნი­ნოს რას მო­ვატყუ­ებ­დით... მი­ხა­რია, რომ ამ დიდ საქ­მეს მი­სი შთა­მო­მავ­ლო­ბა აგ­რ­ძე­ლებს. ჩე­მი აზ­რით, ილი­კო გე­ნი­ო­სია.

სა­ნაძ­ლეო ილი­კოს­თან


ზღვა თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­რი­დე­ბით ჰყვე­ბა მა­ნა­ნა აბა­ზა­ძე. იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მის საზღ­ვ­რებს გა­რეთ პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნიტ­ში იყ­ვ­ნენ­ "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" გო­გო­ე­ბი. ულა­მა­ზე­სი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი უცხო­ელ თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ერი­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა, კონ­ცერ­ტის და­სას­რულს, ეიფო­რი­ა­ში მყო­ფი­ მა­ყუ­რე­ბე­ლი დარ­ბაზს ვერ ტო­ვებ­და...

მა­ნა­ნა აბა­ზა­ძე: - 25 წე­ლი ვცეკ­ვავ­დი­­ ან­სამ­ბ­ლ­ში. რო­გორ მოვ­ხ­ვ­დი, იცით? ქალ­ბა­ტო­ნი ელი­კო დო­ლი­ძე, ან­სამ­ბ­ლის მო­ცეკ­ვა­ვე და მუ­სი­კო­სი (პი­ა­ნი­ნო­ზე უკ­რ­ავ­და),­ ილი­კო სუ­ხიშ­ვილს და­ე­ნაძ­ლე­ვა, - ისეთ გო­გოს მო­გიყ­ვანთ, ულა­პა­რა­კოდ მი­ი­ღებ­თო. არა­და, 300-კა­ცი­ა­ნი კონ­კურ­სი­­ იყო, თა­ნაც ამ კონ­კურ­სის­თ­ვის პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. ელი­კომ ილი­კოს­თან და ნი­ნოს­თან სახ­ლ­ში მი­მიყ­ვა­ნა, შე­მომ­ხე­დეს და მა­შინ­ვე ამიყ­ვა­ნეს...
რო­მელ ქვე­ყა­ნა­შიც ჩავ­დი­ო­დით, იმ ქვეყ­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ცეკ­ვას ვცეკ­ვავ­დით. უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი გვყავ­და - გვხვდე­ბოდ­ნენ, ავ­ტოგ­რა­ფებს და ინ­ტერ­ვი­უ­ებს გვთხოვ­დ­ნენ, სად აღარ გვე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ.­ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ დროს მკაც­რი რე­ჟი­მი გვქონ­და, გვა­რი­დებ­დ­ნენ უცხო­ე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, მაგ­რამ ჩვენ მა­ინც ვა­ხერ­ხებ­დით... საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტი ბა­ტო­ნი ვიქ­ტორ ხო­მე­რი­კი სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის დი­დი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი გახ­ლ­დათ. სა­დაც მივ­დი­ო­დით, ყველ­გან თან დაგ­ვ­ყ­ვე­ბო­და თა­ვი­სი ოჯა­ხით. ნელი ხო­მე­რი­კი და მი­სი მე­უღ­ლე ნი­კო ჭავ­ჭა­ვა­ძე შვი­ლებ­თან ერ­თად არც ერთ კონ­ცერტს არ ტო­ვებ­დ­ნენ, რაც ევ­რო­პა­ში იმარ­თე­ბო­და.

"ჰა­რი ბე­ლა­ფონ­ტემ ფირ­ფი­ტა მა­ჩუ­ქა, წარ­წე­რით: "ჩემს ლა­მაზ­თ­ვა­ლე­ბა გო­გოს"


კა­რის გა­ღე­ბის­თა­ნა­ვე იის­ფერ­მა თვა­ლებ­მა მომ­ჭ­რა მზე­რა. გა­ვი­ფიქ­რე, რო­გორ ჰგავს-მეთქი ელი­ზა­ბეტ ტე­ი­ლორს. მო­მი­ბო­დი­შა, სახ­ლის ფორ­მა­ში ვა­რო. წინ გა­მიძღ­ვა,­ მი­სა­ღებ ოთახ­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე მი­სი და ბა­ლან­ჩი­ნის ფო­ტო და­ვი­ნა­ხე. 1969 წელს ბა­ლან­ჩი­ნი ქარ­თ­ვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვის გა­რეგ­ნო­ბას და­უტყ­ვე­ვე­ბია. ეს სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ნი­ნო კირ­ვა­ლი­ძეა. მხო­ლოდ მე არ მი­მიმ­ს­გავ­სე­ბია ელი­ზა­ბეტ ტე­ი­ლო­რის­თ­ვის, სა­უ­ბარ­ში გა­მო­მიტყ­და, ბევ­რი მამ­ს­გავ­სებ­დაო. მი­ჭირს შე­სა­ვა­ლი დავ­წე­რო ქალ­ბა­ტონ­ზე, რო­მე­ლიც შეხ­ვ­და "ბით­ლ­ზის" წევ­რებს, აღაფ­რ­თო­ვა­ნა ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი და ლა-სკა­ლას დი­რექ­ცია. ამ გო­გოს ნი­ნო რა­მიშ­ვი­ლი სა­მი თვე ეძებ­და.

ნი­ნო კირ­ვა­ლი­ძე:
- ნი­ნო რა­მიშ­ვი­ლის თვა­ლებს ის ნა­პერ­წ­კა­ლი არას­დ­როს და­უ­კარ­გავს, რაც ახალ­გაზ­რ­დობა­ში ჰქონ­და. სა­ო­ცა­რი თვა­ლე­ბი ჰქონ­და, პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე, ვუ­ა­ლი­ა­ნი პა­ტა­რა შა­ვი ქუ­დი ეხუ­რა. მოხ­ვე­დი ჩემ­თან, ჩე­მო ლა­მა­ზოო, - მითხ­რა.­ მა­ნამ­დე სა­მი თვე მე­ძებ­და... რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ან­სამ­ბ­ლ­ში მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი, - იქ ფე­რი­ე­ბი ცეკ­ვა­ვენ და ვინ მი­მი­ღებს-მეთ­ქი, ვფიქ­რობ­დი... ერთ კვი­რა­ში მთე­ლი პროგ­რა­მა ავით­ვი­სე, გა­გიჟ­და ნი­ნო. რამ­დე­ნი­მე თვე­ში "სა­მა­ი­ა­ში" ჩა­მა­ყე­ნეს. ამას მოჰ­ყ­ვა სო­ლო­ე­ბი - "ქარ­თუ­ლი", "სა­დარ­ბა­ზო", "ხონ­გა" და ა.შ.
1967 წელს გა­ვემ­გ­ზავ­რეთ იტა­ლი­ა­ში. მახ­სოვს, ლა-სკა­ლას დი­რექ­ტო­რი ილი­კოს უარს ეუბ­ნე­ბო­და, ფოლ­კ­ლო­რის ან­სამ­ბ­ლი­ ლა-სკა­ლა­ში არას­დ­როს გა­მო­სუ­ლა, აქ მხო­ლოდ კლა­სი­კა - ოპე­რა და ბა­ლე­ტიაო. ილი­კომ უთხ­რა, შენ ჩემს ან­სამბლს გა­მოს­ვ­ლის ნე­ბა დარ­თე და თუ და­ზი­ან­დე­ბი, ან უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩე­ბი, მე გა­და­გიხ­დი ზა­რა­ლის თან­ხა­სო. გა­მო­ვე­დით ლა-სკა­ლა­ში, ისე­თი წარ­მა­ტე­ბა გვქონ­და, 14-ჯერ აიწია ფარ­და და დღე­საც არა­ვის მო­უხ­ს­ნია ეს რე­კორ­დი. ხალ­ხი აღარ გა­დი­ო­და დარ­ბა­ზი­დან. ლა-სკა­ლას დი­რექ­ცი­ას ასე­თი ტრა­დი­ცია აქვს, ირ­ჩევს ფა­ვო­რი­ტებს და სა­მახ­სოვ­რო წიგ­ნ­ში, რო­მე­ლიც მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა, თა­ვის რჩე­ულ არ­ტის­ტებს ავ­ტოგ­რაფს ატო­ვე­ბი­ნებს. 7 კაცი აგ­ვარ­ჩი­ეს. ხე­ლის მო­სა­წე­რად ალ­ბო­მი რომ გა­დავ­ფურ­ც­ლე, უცებ ზუ­რაბ ან­ჯა­ფა­რი­ძე წა­ვი­კითხე და ლა­მის გავ­გიჟ­დი...

1963 წელს ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ვი­ყა­ვით. სას­ტუმ­რო "ბო­ლი­ვი­ა­ში" ჩვენ­თან ერ­თად იყ­ვ­ნენ­ ლი­ვერ­პუ­ლე­ლი ბი­ჭე­ბი, მა­შინ "ბით­ლ­ზი" არ იყო ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი. ეს ოთხი "ჩოლ­კი­ა­ნი" ბი­ჭი და ჩვენ, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი, ერ­თად ვსა­უზ­მობ­დით, ერთ დროს გვქონ­და ხოლ­მე კონ­ცერ­ტე­ბი, თუ ვის­ვე­ნებ­დით, ისი­ნიც ის­ვე­ნებ­დ­ნენ... ერ­თხელ ლიფ­ტით ჩა­მოვ­დი­ვართ მე, ნა­ნა კვა­ჭან­ტი­რა­ძე და მა­ნა­ნა აბა­ზა­ძე. უცებ გა­ჩერ­და ლიფ­ტი, შე­მო­ვიდ­ნენ ჯონ ლე­ნო­ნი, პოლ მა­კარ­ტ­ნი, ჯორჯ ჰა­რი­სო­ნი და რინ­გო სტა­რი და მოგ­ვა­ჩერ­დ­ნენ. მე ზურ­გით დავ­დე­ქი, რად­გან თა­ვი ძლივს შე­ვი­კა­ვე სი­ცი­ლის­გან, მა­შინ არ ვი­ყა­ვით მიჩ­ვე­უ­ლი გრძელ­თ­მი­ან ბი­ჭებს და მე­ცი­ნე­ბო­და. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ამ ბი­ჭებ­ზე მთე­ლი მსოფ­ლიო გა­და­ი­რე­ო­და...

1961 წელს აშშ-ში ჰა­რი ბე­ლა­ფონ­ტე და­ეს­წ­რო ჩვენს გა­მოს­ვ­ლას, გა­გიჟ­და, ისე მო­ე­წო­ნა და დაგ­ვ­პა­ტი­ჟა ლა­თი­ნუ­რი ცეკ­ვე­ბის კონ­ცერ­ტ­ზე, შემ­დეგ კი შინ მიგ­ვი­პა­ტი­ჟა. მერე თა­ვი­სი ფირ­ფი­ტაც მა­ჩუ­ქა წარ­წე­რით: "ჩემს ლა­მაზ­თ­ვა­ლე­ბა გო­გოს"...

1969 წელს ვი­ყა­ვით გერ­მა­ნი­ა­ში. იმ პე­რი­ოდ­ში ჰქონ­და გას­ტ­რო­ლე­ბი ჯორჯ ბა­ლან­ჩინ­საც და ერ­თად მოგ­ვიხ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა. ჩვენს კონ­ცერტს და­ეს­წ­რო მი­უნ­ხენ­ში, შემ­დეგ დი­დი ბან­კე­ტი გა­ი­მარ­თა. ბა­ლან­ჩინ­მა მა­შინ ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს უთხ­რა: "ნი­ნო, ჩე­მი ბა­ლე­ტი ხომ კლა­სი­კაა, მაგ­რამ, ჩვენს ნა­ცი­ო­ნა­ლურ ცეკ­ვებს ჩვე­ნი გო­გო­ნე­ბი რომ ცეკ­ვა­ვენ... ეს თან­და­ყო­ლი­ლი აქვს ჩემს ჯიშს და ჯი­ლაგს". ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი იყო. მე­რე ნი­ნოს უთხ­რა ჩემ­ზე, შე­იძ­ლე­ბა ამ გო­გოს­თან ერ­თად სუ­რა­თი გა­და­ვი­ღოო და წელ­ზე მომ­ხ­ვია ხე­ლი...

ერ­თხელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი ჩა­მო­ვი­და და ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე, რეს­ტო­რან­ში დი­დი სუფ­რა გა­უ­შა­ლეს. სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე გო­გო აგ­ვარ­ჩი­ეს, თუმ­ცა, არ გვი­ცეკ­ვია, ასე ვთქვათ, ლა­მაზ ფონს ვქმნი­დით. მე ხრუშ­ჩო­ვის უკან ვი­დე­ქი და მე­ვა­ლე­ბო­და, თუ რა­მეს ისურ­ვებ­და, მი­მე­წო­დე­ბი­ნა... წვე­უ­ლე­ბა რომ დამ­თავ­რ­და და ხრუშ­ჩო­ვი ფეხ­ზე წა­მოდ­გა, შე­მომ­ხე­და, კარ­გად შე­მათ­ვა­ლი­ე­რა, მე­რე ნი­კაპ­ზე ხე­ლი მო­მი­თა­თუ­ნა და მითხ­რა: "Ах какие у вас девочки в Грузии"...

"პე­ლეს­თან ერ­თად სა­მახ­სოვ­რო ფო­ტოც გა­და­ვი­ღეთ"


პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნიტ­ში იყ­ვ­ნენ ან­სამ­ბ­ლის ბი­ჭე­ბიც. თა­მაზ კი­კა­ლიშ­ვილს პე­ლეს­თან შეხ­ვედ­რა გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­მახ­სოვ­რ­და. ემო­ცი­ებს ვერ მა­ლავს, რო­დე­საც სუ­ხიშ­ვი­ლებ­თან გა­ტა­რე­ბულ 25 წელს იხ­სე­ნებს.
თა­მაზ კი­კა­ლიშ­ვი­ლი: - 1966 წელს სანპაულუში წა­ვე­დით გას­ტ­როლ­ზე და სა­ფეხ­ბურ­თო მო­ე­დან­ზე შეგ­ვ­ხ­ვ­და მა­თი ნაკ­რე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პე­ლეც. შემ­დეგ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის პე­რი­ოდ­ში მოგ­ვი­წია ინ­გ­ლის­ში ყოფ­ნამ და იქ ჩვენს კონ­ცერტს პე­ლეც და­ეს­წ­რო, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის გო­გო­ე­ბის სი­ლა­მა­ზით, მა­შინ ამ კონ­ცერტს ეს­წ­რე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც - პა­ი­ჭა­ძე, რა­მიშ­ვი­ლი, ასე­ვე ერო­სი მან­ჯ­გა­ლა­ძე და კო­ტე მა­ხა­რა­ძე. პე­ლეს­თან ერ­თად სა­მახ­სოვ­რო ფო­ტოც გა­და­ვი­ღეთ. ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ზოგ­ჯერ დღე­ში ორი კონ­ცერ­ტი გვქონ­და.

"ხალ­ხი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ გვე­ლო­დე­ბო­და, რო­დის გა­მო­ვი­დო­დით შე­ნო­ბი­დან"


ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი და ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ყუ­რადღე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ჯუმ­ბერ ბე­რა­ძე მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი რეს­პონ­დენ­ტია - რო­დე­საც თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლებ­ზე ვკითხე, პა­სუხს თა­ვი აარი­და. არა­და, ჯუმ­ბერ ბე­რა­ძეს რომ ბევ­რი ეტ­რ­ფო­და, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის გო­გო­ებ­მაც და­მი­დას­ტუ­რეს. მო­ვა­ხერ­ხე და მა­ინც ავა­ლა­პა­რა­კე, თუმ­ცა, უცხო­ელ თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლებ­ზე...

ჯუმ­ბერ ბე­რა­ძე: - რე­პე­ტი­ცი­ე­ბის შემ­დეგ თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბი ბი­ჭებს არ გვი­საფ­რ­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ კონ­ცერ­ტებ­ზე იყო სა­ო­ცა­რი ფუ­რო­რი. ჩვენ გა­მოვ­დი­ო­დით პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვან სცე­ნებ­ზე - მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი, ლა-სკა­ლა, კარ­ნე­გი ჰო­ლი, პა­ლა­ზი­უ­მი და ა.შ.
მახ­სენ­დე­ბა ჩე­მი პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა, ეს იყო შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ქა­ლაქ ცი­უ­რიხ­ში. დამ­თავ­რ­და კონ­ცერ­ტი, გა­მოვ­დი­ვართ, გო­გო­ნებს სთხო­ვენ ავ­ტოგ­რა­ფებს და ვხე­დავ, ერ­თი ახალ­გაზ­რ­და გო­გო დგას და ტი­რის. შევ­წუხ­დი, ვი­ფიქ­რე, რა და­ე­მარ­თა-მეთ­ქი, მერე გა­ვარ­კ­ვიე, რომ ასე გა­მო­ხა­ტავ­და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას. ხალ­ხის ნა­კა­დი გვხვდე­ბო­და კონ­ცერ­ტე­ბის შემ­დეგ, იდ­გ­ნენ და გვე­ლოდ­ნენ, რო­დის გა­მო­ვი­დო­დით შე­ნო­ბი­დან.

ნინო წიფურია
jiji
28 ივნისი 2017 13:17
ის ანსამბლი და ის მოცეკვავეები, დიდი ნინოს და ილიკოს ხელმძღვანელობით, მართლაც და ლეგენდა იყო! ჩვენი სამშობლოსთვის ვეებერთელა ღვაწლი გასწიეს და წვრილმან სისულელეებამდე ნუ დაიყვანთ ამას! საქმე, პიროვნებებზე მეტად, სამშობლოს წინაშე, მათ ღვაწლში და დამსახურებაშია (ვენესუელა..." შმოტკები"...)!
Www
16 ოქტომბერი 2016 22:48
რა უნდოდა ბითლებს ვენესუელაში, მით უმეტეს 1963 წელს
მე
14 ოქტომბერი 2016 16:57
1963 წელს "ბიტლზებს" ვენეცუელაში კონცერტი არ ქონიათ...

რედაქტორის რჩევით